კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იტარებდა ექოსკოპიურ გამოკვლევას საკუთარ თავზე ორსულობისას გენრიეტა გაგოშიძე და რის გამო ირჩევენ თბილისელი ქალბატონები ცნობილ ექოსკოპისტთან ვიზიტს

 მის კაბინეტთან დღის განმავლობაში არ წყდება რიგები. გენრიეტა გაგოშიძის სახელი  თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, თითქმის ყოველი მეორე ქალბატონისთვის ნაცნობია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ორსული ქალბატონებისთვის გენრიეტა გაგოშიძესთან ვიზიტი ორმაგად სასიამოვნოა. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ქალბატონ გენრიეტასთან ვიზიტზე, ზუსტად იცის, რომ ის  არა მხოლოდ სრულყოფილ ექოსკოპიურ გამოკვლევას უტარებს ორსულ ან  გინეკოლოგიური პრობლემებით მასთან მისულ ქალბატონებს, არამედ მათი გულშემატკივარი და მანუგეშებელიცაა. სხვათა შორის, ეს თვისება ქალბატონ გენრიეტას  ბევრი ექიმისგან განასხვავებს. ალბათ, სწორედ ამიტომაც, ჩვენი მკითხველების ლოკალური გამოკითხვების შედეგად, ქალბატონი გენრიეტა წლის  ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად  ექოსკოპისტად სახელდება. უკვე რამდენიმე წელიწადია, ის  დავით გაგუას სამშობიარო კლინიკის  სახე და წამყვანი ექიმი-რადიოლოგია. მას იცნობენ, როგორც ადრეულ ვადაში ორსულობისას ნაყოფის  სქესის თითქმის შეუმცდარად ამომცნობს.

მინი-დოსიე: დაამთავრა  რუსეთში, ქალაქ კურსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, წითელ დიპლომზე. 1991-1997 წლებში იქვე, კურსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა ინტერნატურა მეან-გინეკოლოგის სპეციალობით. 1998-1999 წლებში მუშაობდა  უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, ¹1 საავადმყოფოში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე, აკადემიკოს ვ.ი. გრიშენკოს ხელმძღვანელობით. წარმატებით აიმაღლა კვალიფიკაცია ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პერინატალური დიაგნოსტიკის ბაზაზე, აკადემიკოს ე.ი. გრეჩანინას ხელმძღვანელობით. დამთავრებისას მიენიჭა სერტიფიკატი. 2010 წელს  მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სერტიფიკატი – „ზრდასრულთა ეფექტური სწავლება – თანამედროვე მიდგომები”.

სამუშაო გამოცდილება: 1. უკრაინა, ხარკოვი, კლინიკური გენეტიკისა და პერინატალური დიაგნოსტიკის ცენტრი, ექიმი-რადიოლოგი, ექიმი მეან-გინეკოლოგი 1998-2002 წლებში.  2. თბილისი, I ქალთა კონსულტაცია, ექიმი რადიოლოგი პარალელურად, ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტში ექიმი რადიოლოგი 2006-2007 წლებში. 2008 წლიდან კი გაგუას სამშობიარო სახლის წამყვანი რადიოლოგია. 

თავად ქალბატონი გენრიეტა გაგოშიძე განვლილ პროფესიულ გზას ასე იხსენებს: სამედიცინო განათლება რუსეთში მივიღე. თუმცა, ჩემს პროფესიულ დახელოვნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პერინატალური დიაგნოსტიკის ცენტრში მუშაობამ. მოგეხსენებათ, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, ამ რეგიონში ძალიან მწვავედ დადგა სწორედ ორსულობის დროს გამოვლენილი პათოლოგიებისა და განვითარების თანდაყოლილი მანკების  საკითხი. კლინიკა ემსახურებოდა ხარკოვის ოლქების  სამმილიონიან მოსახლეობას და  ამ მხრივ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. საქართველოში ერთ-ერთი შვებულების დროს ჩამოვედი და სიმართლე გითხრათ, დარჩენას არც ვაპირებდი. თუმცა, ჩემი დოსიე მაინც მოხვდა რამდენიმე კლინიკაში. შემოთავაზებები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, საქართველოში განმეგრძო პროფესიული მუშაობა. 

– ქალბატონო გენრიეტა, მიუხედავად, ერთი შეხედვით, ფართო საინფორმაციო უზრუნველყოფისა, ქალბატონების  დიდმა ნაწილმა მაინც არ იცის, ორსულობისას ზუსტად როდის მივიდეს ვიზიტად ექოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად?

– მენსტრუაციული ციკლის 7 დღით გადაცდენისთანავე, მათ უნდა მიმართონ კვლევისთვის ექიმს, რათა ექოსკოპიურად დადგინდეს – ხომ არ გვაქვს შემთხვევა გარე ორსულობასთან და ნამდვილად საშვილოსნოს ღრუშია ორსულობა. შემდგომი ვიზიტი უკვე ნაყოფის გულის ცემის დადგენაა. ეს ორსულობის 4-5 კვირაზეა  შესაძლებელი. მერე კი უკვე 11-დან 14 კვირამდე  ვიბარებთ ორსულ ქალბატონებს. ამ ვადაზე გამოკვლევა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ხდება ქრომოსომული დაავადებების გამოსავლენი მარკერების შემოწმება. ეს გახლავთ კისრის ნაკეცის სიგანე, ცხვირის  ძვლის სიგრძე და ასე შემდეგ. სხვადასხვა მარკერია, რომელთა დადგენა  აუცილებელია თანდაყოლილი მანკების გამოსავლენად ადრეულ ვადებში. 18-22 კვირის ვადებში კი უკვე ჩამოყალიბებულია ნაყოფის  ორგანოგენეზი და ჩვენ შეგვიძლია, ამის ზუსტი სურათი ვნახოთ. შემდგომი ვიზიტი საჭიროა 28-დან 32-ე კვირის ჩათვლით, როცა ორგანოები იღებს დასრულებულ სახეს და გულსისხლძარღვთა სისტემა  მოითხოვს დაწვრილებით დათვალიერებას. ამ  დროს  სასურველია,  ფერადი დოპლერის  საშუალებით, შევამოწმოთ, საკმარისად  მიეწოდება თუ არა ნაყოფს  ჟანგბადი  და საკვები  ნივთიერება. შემდგომია უკვე მეანის  მოთხოვნით ექოსკოპიური კვლევა – ნაყოფის ზუსტი მდებარეობის გამოსავლენად, წონისა და ჭიპლარის შემოხვევის დასადგენად. ეს ეხმარება  მას  სამშობიარო ტაქტიკის განსაზღვრაში.

– ქალბატონო გენრიეტა, თბილისში ცნობილი ხართ იმითაც, რომ ჯერ კიდევ ადრეულ ვადებში ახერხებთ ნაყოფის სქესის გამოცნობას...

– კი, ასეა, თუმცა ეს არაა განპირობებული სქესის სელექციის მოტივაციით. საერთოდ, ამ საკითხებში, სქესის სელექციის მიზნით არ დავხელოვნებულვარ. მოგახსენეთ, რომ წლების განმავლობაში მომიწია მუშაობა უკრაინაში, სადაც ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ, დიდი იყო  პათოლოგიების,  ჰემოფილიისა  და  სქესთან შეჭიდული სხვა დაავადებების რიცხვი. ასეთ შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ზუსტად განმესაზღვრა  სქესი. ამიტომაც, პრაქტიკამ მასწავლა, რომ უკვე 11 კვირასა და 4 დღეზე, ანუ როგორც ხალხი იტყვის ხოლმე, ორთვენახევრის ორსულობისას ვხედავდი ნაყოფის სქესს... მაგრამ, საქართველოში რომ ჩამოვედი, გაოცებული დავრჩი სქესის დადგენის ხშირი მოთხოვნით. 11-12 კვირაზე რომ მეკითხებოდნენ, ნაყოფის სქესი დაინახეო, გაოგნებული ვიყავი. ნუთუ ჰემოფილია ამ დონეზეა საქართველოში გავრცელებული-მეთქი. უცხოეთში ყოფნამ, როგორც ჩანს, დამავიწყა, რომ ჩვენთან,  წლების განმავლობაში ჰქონდათ რაღაც გაუგებარი აკვიატებები მამაკაცის სქესის უპირატესობასთან დაკავშირებით.

– თავად თქვენ, ორსულობისას სად იკეთებდით ექოსკოპიას?

– პირადად ვიტარებდი… სხვათა შორის, მინდოდა, რომ სხვა რადიოლოგსაც გავესინჯე, მაგრამ არავის ეწყინოს და ვერ ვანდე სხვას ჩემი შვილები (იცინის)... ვიჯექი აპარატის წინ და ვუყურებდი მონიტორს. არავითარი პრობლემა არ ყოფილა. საკუთარი თავის დიაგნოსტირება თავად ვიკისრე… ჯანმრთელი  ქალბატონები მყავს – მარიამ და ლიზი ჟორჟოლიანები.

– ქალბატონო გენრიეტა, თქვენი კაბინეტის კარებთან მუდმივად რიგია… როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმით განიჭებენ უპირატესობას პაციენტები?

– უპირველესად,  როგორც წესი, ეს ექიმის პროფესიონალიზმითაა განპირობებული. თუმცა, პაციენტს, გარდა იმისა, რომ კვალიფიციურად უნდა მოემსახურო, მაქსიმალური ყურადღება და ემოციური მხარდაჭერაც სჭირდება. ხშირად მითქვამს, რომ სიტყვაც კურნავს და კიდევ გავიმეორებ, თანაგრძნობა ექიმისთვის აუცილებელი პროფესიული თვისებაა.  როცა ჩემთან პაციენტი  მოდის, ვცდილობ, მის მდგომარეობაში შევიდე, ზუსტი მიმართულება ვუჩვენო. ძალიან უშუალო ურთიერთობა მაქვს მათთან. ამიტომაცაა, რომ  ერთხელ მოსული პაციენტი, ყველა ორსულობაზე ისევ ჩემთან მოდის. პაციენტების  უმრავლესობას ვიცნობ. 10 წლის მერეც კი, დავინახავ თუ არა, ვიხსენებ მათ  ანამნეზს. ზერელედ მუშაობა არ მიყვარს... მეც ქალი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ორსულობა, შვილის მოლოდინი და მისი გაჩენის სიხარული. ამასთანავე, მიუხედავად მედია-ინფორმირებულობისა, ქალბატონებს ვურჩევ, არა მხოლოდ ორსულობისას ან ორსულობის დაგეგმვისას მიმართონ ექიმს, არამედ – გინეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნისთანავე. სირაქლემას პოზიცია მათთვის წამგებიანი იქნება. დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგვაცილებს შორს წასულ დაავადებას. მართალია, ზოგადად, ექსპერტული დონე არაა საქართველოში აღიარებული, მაგრამ კულუარებში ეს მაინც მუშაობს. ხალხი ხვდება, სადაა ექსპერტული დონე, სად არის  მაღალი ხარისხი და ამიტომაც მიდის იქ, სადაც ასეთი  მომსახურება ელოდება. 

скачать dle 11.3