კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიალიდან – ბონდიანამდე

პირს ბროსნანი – ეს სიმპათიური ირლანდიელი მსახიობი, ქალაქ დროედში დაიბადა. მამამ ოჯახი მალე მიატოვა. პატარა პირსს ჯერ ბებია ზრდიდა, 11 წლისა კი დედასთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მომავალმა ვარსკვლავმა მუშაობა 16 წლის ასაკში დაიწყო ფოტოსტუდიაში, ხოლო 1973 წელს ლონდონის დრამატული ხელოვნების ცენტრში ჩააბარა და სამი წლის განმავლობაში ეუფლებოდა სამსახიობო ხელოვნებას. თამაშობდა ინგლისის თეატრებსა და ტელევიზიაში.

პირს ბროსნანი საყოველთაოდ ცნობილი 1981 წელს გახდა, როდესაც მან ამერიკულ ტელესერიალ The Manions of America-ში მიიღო მონაწილეობა და მალე შტატებში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. NBC-ის დეტექტიურმა სერიალმა, „რემინგტონ სტილმა,“ კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა. მას სწორედ ამ დროს შესთავაზეს პირველად ჯეიმს ბონდის როლი, რომელზეც როჯერ მურმა თქვა უარი. 1986 წელს ბროსნანმა წინადადება მიიღო „ბონდიანას“ კიდევ ერთი ფილმიდან – „ნაპერწკლები თვალებიდან“. თუმცა, NBC-სთან კონტრაქტმა ხელი შეუშალა და ეს როლი ტიმოთი დალტონმა შეასრულა. 1990-იან წლებში ბროსნანმა საკმაოდ წარმატებულად განასახიერა როლები, თუმცა მათ შორის გამორჩეულია ჯეიმს ბონდი ფილმში – „ოქროს თვალები“ (348 895 621-დოლარიანი შემოსავლით). უფრო მეტად შემოსავლიანი გამოდგა მის მიერ მეოთხედ შესრულებული ჯეიმს ბონდი, ფილმში – „მოკვდი, მაგრამ, ახლა არა“, რომლის შემოსავალი 431 971 116 დოლარი იყო. ბევრი სპეციალისტი თუ, უბრალოდ, კინომოყვარული დღესაც ფიქრობს, რომ ჯეიმს ბონდი სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს. მის ბონდს უმაღლეს შეფასებას აძლევდა შონ კონერიც, რომელიც, სხვათა შორის, ასევე საუკეთესოდ ასრულებდა ამ როლს.

2009 წელს კი პირს ბროსნანმა მიიღო „ოქროს ჟოლო“ მეორეხარისხოვანი როლის ცუდი შესრულებისთვის ფილმში – „მამა მია!“

1981 წელს გადაღებულ ფილმში – „მხოლოდ შენი თვალებისთვის“ ბონდის „გოგონას“ როლს პირსის პირველი ცოლი, კასანდრა ჰარისი ასრულებდა.

პირსის ვაჟი – შორი, ასევე მსახიობია და მთავარ როლს ასრულებს 2013 წელს გადაღებულ ფილმში „ამო“.

კინოინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის პირს ბროსნანს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, ნომრით – 7083.

скачать dle 11.3