სიახლეები
წლის ყველაზე გავლენიანი ქალი ჩოგბურთელია
საერთაშორისო საქმიანი გაზეთის Financial Times-ის ვერსიით, 2014 წლის ყველაზე გავლენიანი ქალი, ჩინელი ჩოგბურთელი ლი ნა გახდა, რომელმაც სპორტული კარიერა გასულ სეზონში დაასრულა. ლი ნასთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ: ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინა სილვა, რეჟისორი ლორა პოიტრისი, მწერალი ნაომი კლიაინი და შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი.
სპორტული კარიერის განმავლობაში ლი ნა 9 ტურნირის გამარჯვებული გახდა, მათ შორის – ორჯერ „დიდი მუზარადის“ – 2011 და 2014 წლებში. პროფესიულ კორტებზე ასპარეზობისას, დღეს ყველაზე გავლენიანმა ჩოგბურთელმა ქალმა, რომელიც WTA-ს რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, პრიზად 17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
სპორტსმენების ფოტოგრაფის გატაცება
ამერიკელმა ფოტოგრაფმა დინ ბრედშოუმ საინტერესო სურათების სერია შექმნა – „ოქროს წლები“. მასში შესულია ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც სპორტის ვარსკვლავები გახდნენ.
დინ ბრედშოუ სარეკლამო ფოტოგრაფი და რეჟისორი – სანტა-მონიკაში ცხოვრობს, ფოტოებს კი ვენეციისა და კალიფორნიის სტუდიებში ქმნის. ამბობს, რომ გატაცებულია სიუჟეტური ფოტოგრაფიით. უყვარს ექსპერიმენტები და ცდილობს, „ვიზუალურად გააოცოს ადამიანები“.
თავგადასავლები ფოტოგრაფიებში დინმა ცხოველების მიკროგადაღებებით დაიწყო. იზიდავდა ავსტრალიის რეპტილიები – ფორმითა და ფერებით. მოგვიანებით, მოგზაურობდა, საინტერესო სახეებს ეძებდა. მაგრამ, მალე მიხვდა, რომ სინამდვილეში, მას შექმნა იზიდავს. მისი ნამუშევრების უმეტესობა კონცეპტუალური ფოტოები და პორტრეტებია. პორტრეტების შექმნისას ფოტოგრაფი ყოველთვის ცდილობს, თავის პერსონაჟს რამე ისტორია მოუფიქროს. ფოტოგადაღებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შუქს და ამისთვის რამდენიმე წყაროს იყენებს – სამიდან ცხრამდე. საჭირო ეფექტის მისაღებად შემდგომ დინმა დამუშავების საკუთარი სტილი შეიმუშავა.
მანათობელი ბუცები „ადიდასისგან“
Adidas Hunt Pack-ის შეზღუდული გამოშვება ფეხბურთის ბუცების Adidas Predator-ის სერიის 20-წლიანი ეპოქის დასასრულს მიეძღვნა. მრგვალი თარიღის აღსანიშნავად, 2014 წელი დიზაინერებმა ბუცების 14 მოდელი გამოუშვეს. დიზაინს საფუძვლად დაედო სერიის სამი ყველაზე წარმატებული მოდელი, რომლებიც გამოვიდა – 1994, 1998 და 2002 წლებში. აღსანიშნავია, რომ ანათებს არა მარტო ბუცების ხელოვნური ტყავი, არამედ მთლიანად ძირი. მთლიანად Adidas Hunt Pack ხომ განკუთვნილია ფეხბურთის სათამაშოდ ყველანაირ მოედანზე – დაწყებული ბუნებრივი მინდვრიდან პარკეტით დამთავრებული.
სპორტული აზარტულობით – კინოსა და შოუ-ბიზნესში
პირადი ღირსებები, რომლებიც საჭიროა კარიერისთვის, როგორც სპორტში, ასევე კინოში – თითქმის ერთნაირია და გასაკვირიც არაა, რომ სპორტსმენები ხშირად წარმატებებს სრულიად სხვა სფეროში აღწევენ. აი, რამდენიმე მათგანი, რომლებიც შესამჩნევი ფიგურები გახდნენ შოუ-ბიზნესში, პოლიტიკასა და კინოში, მანამდე კი, თავიანთი კვალის დატოვება სპორტშიც მოახერხეს
ტილ ლინდემანი (Rummstein) – რამშტეინი 30 წლის წინ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების საკმაოდ ძლიერი მოცურავე იყო. მონაწილეობდა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატებზე და საგზური მოსკოვის ოლიმპიადაზეც მიიღო. მაგრამ, მუცლის კუნთების ტრავმამ და ნაწილობრივ, პოლიტიკურმა შეხედულებებმაც, ხელი შეუშალა. რომში ნაკრებთან ჩასული ლინდემანი, ქალაქის გაცნობის მიზნით, სასტუმროდან ღამე გავიდა და... სექს-შოფშიც შეიარა. შტაზის მიერ აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, მასში სპორტული ენთუზიაზმი, როგორც იტყვიან, ჩაქრა.
ანა სემიონოვიჩი – როდესაც „ბლესტიაშჩის“ სექს-სოლისტი სამი წლის იყო ფიგურულ სრიალზე შეიყვანეს და არცთუ ტყუილად – ორი ათეული წლის განმავლობაში ხშირად იყო საერთაშორისო ტოპ-სამეულში, გახდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი; ვერცხლის მედალი აიღო რუსეთის ჩემპიონატში წყვილში რომან კოსტომაროვთან ერთად.
დოლფ ლუნდგრენი – 70-იან წლებში ლუნდგრენი სამჯერ გახდა გამარჯვებული შვედეთის ჩემპიონატზე კარატეში. მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში. 5 წლის შემდეგ ის ყველამ გაიცნო, როგორც მოკრივე, თუმცა ფილმში – „როკი 4“. აქედან დაიწყო მისი სამსახიობო კარიერაც.
ზემფირა – 90-იან წლებში, მიუხედავად სიმაღლისა – ის მხოლოდ 172 სანტიმეტრია, რუსეთის იუნიორ კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი და ლიდერი იყო. გუნდიდან საუკეთესო გამთამაშებლის წასვლითა და შოუ-ბიზნესში გადასვლით, მან ძალიან დაწყვიტა გული მწვრთნელს.