კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გახდა ვარკეთილში 19 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი და რას ამბობენ მეგობრები მომხდართან დაკავშირებით

15 დეკემბერს, ღამით, ვარკეთილში, 19 წლის  დავით ხარაზიშვილი მეგობარი გოგონას მამამ მოკლა. შემთხვევის ადგილზე არასრულწლოვანი გოგონას ძმა და ბაბუაც იმყოფებოდნენ.  გარდაცვლილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცივი იარაღით, ზურგის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა. დავით ხარაზიშვილის ახლობლების თქმით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.  გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა გარდაცვლილის შეყვარებული იყო,  თუმცა, ამას არ ადასტურებენ დავით ხარაზიშვილის ნათესავები.

გიორგი ელიზბარაშვილი (გარდაცვლილის ბიძა):  „გოგოს, რომელსაც დათო შეხვდა, პირადად იცნობდა. სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს გოგონა მისი შეყვარებული იყო; უბრალოდ, ისინი მეგობრობდნენ,  შესაძლოა, ერთმანეთი მოსწონდათ, თუმცა, სტატუსი არ ჰქონდა მათ ურთიერთობას. მათ შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ამ გოგოს მამამ, ბიძამ და ძმამ დათოს მობილური ტელეფონი წაართვეს. ის  ცდილობდა, სახლამდე დაჭრილს მოეღწია, რომ ვინმესთვის შეეტყობინებინა ეს ამბავი, თუმცა, შუა გზაზე სისხლისგან დაიცალა. მხოლოდ მანქანის გაღება და გაჩერება მოასწრო. ის მანქანიდან გადმოვარდნილი იპოვეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას დაააკავებენ, ეს იყო ჯგუფური მკვლელობა“.

როგორც ცნობლია, დავით ხარაზიშვილი გოგონასთან შესახვედრად დედის მანქანით წავიდა.  ამბობენ, რომ მას არასრულწლოვანთან კონფლიქტი არ ჰქონია. 

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ გარდაცვლილის მეგობრები.

გიორგი ბაბოშვილი: „ვიცი, რომ ამ გოგომ მისწერა „ფეისბუქზე“,  საქმე მაქვს და მნახეო.  დათო წავიდა შესახვედრად და სადღაც გავიდნენ მანქანით. როგორც გაირკვა, ჯავახეთის ქუჩაზე შეხვდნენ ამ გოგოს ბაბუას, მამასა და ძმას. სწორედ აქ მოხდა დათოს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლის დროსაც დანით დაჭრეს და გარდაიცვალა“.

გიორგი რიჟამაძე: „შეყვარებულები არ ყოფილან, არასწორი ინფორმაციაა. დათო ისეთი ადამიანი იყო, ვერ შეძლებდა, ვინმესთვის რამე დაეშავებინა.  თქვეს, რომ ეს გოგო მანქანაში ეჯდა, როდესაც დაჭრესო. სინამდვილეში რა მოხდა, არ ვიცით, ჩვენც გავრცელებულ  ინფორმაციას ვეყრდნობით. ვინც დათოს იცნობდა, დარწმუნებული ვარ, მასზე ცუდს ვერავინ გაიფიქრებს. ვერ გადმოვცემ, ისეთი ადამიანი იყო. როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ? ყოველთვის მეგობრებთან ერთად იყო. ქუჩაშიც იშვიათად გამოდიოდა. როცა ბიჭები ვთხოვდით, გამოდი, სადმე გავიდეთო, გვეუბნებოდა, რომ მასთან ავსულიყავით. ერთად თუ წავიდოდით, მხოლოდ რაღაც საღამოზე. ძირითადად სახლში იყო. არ უყვარდა გარეთ ხეტიალი. მას არ უნდა შემთხვეოდა ასეთი რამე. მაგ გოგოსთან დაკავშირებით ძმაკაცებთან არასდორს ლაპარაკობდა“.

ნოდარ ხიდაშელი: „მართლა არ ვიცი, რის გამო შეიძლებოდა, ეს ჩაედინათ. შეყვარებულები იყვნენ თუ არა, ესეც არ ვიცი. ჩემთვის ცნობილია, რომ რაღაც ურთიერთობა ჰქონდათ. ეს გაიგეს მშობლებმა და, მას შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით. ერთი ჭრილობა მიაყენეს ზურგში და მოკლეს“.

გიორგი ბაღუშვილი: „ამ გოგოს მიუწერია „ფეისბუქზე“, საქმე მაქვს, ლაპარაკი მინდა შენთანო. დეტალები არაა ჩვენთვის ცნობილი, თუმცა, როგორც ვიცით, შემთხვევის ადგილზე ის გოგოც იმყოფებოდა“. 

ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ არასრულწლოვანი გოგონას მამა. ძმა და ბაბუა კი, ახლობლების ინფორმაციით, ჯერ დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.  მეგობრები დათოს იხსენებენ როგორც უწყინარ, კარგ ადამიანს. ის ფოტოების გადაღებით იყო გატაცებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 1979 წელს დაბადებულმა კახა. ფ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით ზურგის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა 1995 წელს დაბადებულ დავით ხარაზიშვილს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით  მიმდინარეობს.  

скачать dle 11.3