რა მოხდა ამ დღეს
22 დეკემბერი
1216 – რომის პაპმა, ჰონორიუს მესამემ, დაამტკიცა დომინიკელ ბერთა ორდენი, რომელიც მომავალში ინკვიზიციის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.
1882 – ედუარდ ჯონსონმა გამოიგონა ნაძვის ხის ელექტროგირლანდები.
1933 – მარკუს ვან დერ ლიუბეს სიკვდილი მიუსაჯეს ბერლინის რაიხსტაგის დაწვისთვის.
1989 – რუმინეთში დაემხო ჩაუშესკუს რეჟიმი.
23 დეკემბერი
1888 – ვინსენტ ვან გოგმა საფრანგეთის ქალაქ არლიში ნერვული შეტევის ნიადაგზე მოიჭრა მარცხენა ყური.
1947 – ამერიკელმა მეცნიერებმა – უილიამ შოლკმა, უოლტერ ბრატტეინმა და ჯონ ბარდინმა შექმნეს პირველი ტრანზისტორი.
1953 – დახვრიტეს ლავრენტი ბერია.
24 დეკემბერი
1726 – სამხრეთ ამერიკაში დაარსდა ქალაქი სან ფელიპე-ი-სანტიაგო დე მონტევიდეო (ურუგვაის ამჟამინდელი დედაქალაქი).
1866 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა რასისტული ორგანიზაცია – „კუ-კლუქს კლანი“.
1871 – კაიროში შედგა ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ პრემიერა.
25 დეკემბერი
336 – პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შობის დღესასწაული რომის იმპერიაში.
1066 – უილიამ დამპყრობელი გახდა ინგლისის მეფე; ინგლისში დამკვიდრდა ნორმანთა დინასტია.
1989 – ნიკოლაი და ელენა ჩაუშესკუების დახვრეტა რუმინეთში.
1991 – საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა მიხაილ გორბაჩოვი.
26 დეკემბერი
1606 – ლონდონში პირველად დაიდგა უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“.
1825 – დეკაბრისტების უიღბლო აჯანყება სანკტ-პეტერბურგში.
1865 – ჯეიმს მეისონმა გამოიგონა ჩაიდანი საწურით.
1946 – ლას-ვეგასში გაიხსნა პირველი სამორინე – „ფლამინგო“.
27 დეკემბერი
1871 – ლონდონში, „ბროლის სასახლეში,“ მსოფლიოში პირველად მოეწყო კატების გამოფენა.
1979 – რუსებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება ავღანეთში.
28 დეკემბერი
418 – რომის პაპმა ბონიფაციუსმა, პირველმა რომის მღვდელმთავართაგან, თავი გამოაცხადა ყველა ქრისტიანის სულიერ მამად.
1869 – უილიამ ფინლი სემპლმა მიიღო პატენტი საღეჭ რეზინზე.
1895 – კინემატოგრაფის დაბადების დღე. ამ დღეს ძმებმა ლუიმერებმა პარიზში წარმოადგინეს ფილმი – „მატარებლის შემოსვლა სადგურზე“.
1908 – სიცილიაში ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ქალაქი მესინა.
1973 – პარიზში გამოქვეყნდა სოლჟენიცინის რომანი – „არქიპელაგი გულაგი“.