კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასარგებლოა თუ არა გახდომის მიზნით „ჰერკულესის” ჭამა და აძლიერებს თუ არა ზამთარში ორგანიზმის იმუნურ სისტემას წყალში გახსნილი თაფლის მიღება

ხშირად მსმენია, თუ ადამიანს ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ზამთრის პერიოდში ვირუსები, გაციება და გრიპი ვერ შეაშინებსო. ექიმებიც გვაფრთხილებენ, რომ იმუნიტეტი უნდა ავიმაღლოთ, თუმცა, ზოგადად, ორგანიზმის რა სისტემაა ეს, ცოტამ თუ იცის. ასე რომ, თუ გსურთ, ზამთრის ცივი პერიოდი მშვიდად, დაავადების გარეშე გადააგოროთ, დასნებოვნებული ადამიანებისგან არ გადაგედოთ გრიპი და გაციება, ექიმ-ენდოკრინოლოგის, ქალბატონი ასმათ კევლიშვილის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

 

ასმათ კევლიშვილი: ბევრს საუბრობენ იმუნურ სისტემაზე, თუმცა, რა არის ეს, რა ფუნქცია და როლი აკისრია, ცოტამ თუ იცის. იმუნური სისტემა არ არის ერთი ორგანო, მისი აღდგენისთვის არ არსებობს ბუნებაში წამალი. მაგალითად, ხანში შესული ადამიანები გვეუბნებიან, თუ ხახვსა და ნიორს შევჭამთ, იმუნიტეტს ამით აღვიდგენთ; ვიღაც გვაფრთხილებს, რომ დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეულის ჭამა და წყლის სმა აძლიერებს იმუნურ სისტემას, მაგრამ,  ეს ყველაფერი ცოდნის დეფიციტზე მიუთითებს. იმუნური სისტემა ურთულესი მარეგულირებელი და დამცავი სისტემაა, რომელიც გვიცავს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, მიკროორგანიზმებისგან, ტოქსინებისგან, ალერგენებისა და ავთვისებიანი უჯრედებისაგან. როგორ ფიქრობთ, თაფლიან წყალს რომ დალევთ, ეს გიშველით? უბრალოდ, თაფლიანი წყლის, ნივრის, ხახვისა თუ წიწაკის მიღებით, ორგანიზმს აწვდით მინერალებსა და ფერმენტებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს, რაც მას სჭირდება. ან, დილით თუ თაფლიან წყალს დალევთ ლიმონით და ცოტა ხანში შებოლილ პროდუქტს – კანცეროგენს დააყოლებთ, ეს ორგანიზმს წაადგება? მაგრამ, თუ თაფლიან და ლიმონიან წყალს დალევთ დილით, შუადღეზე ბოსტნეულის სუპს შეჭამთ და მოხარშულ ხორცს დააყოლებთ, მაშინ იმუნური სისტემა დაცული იქნება. თუ არასწორი კვებით იმუნური სისტემა მოიშალა, მერე გინდა თაფლი მიიღე, გინდა ნიორი და გინდა – წიწაკა. თუმცა, ცივ სეზონზე საჭმლის წიწაკით, ხახვითა და ნივრით შეკაზმვა მართლაც გვიცავს მთელი რიგი ვირუსებისგან. გირჩევთ, სეზონური ხილი და ბოსტნეული მიიღოთ და არა ის პროდუქტი, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება და მისი სეზონი დიდი ხანია გავიდა. ასევე, ისწავლეთ კერძების და წვენების ტექნოლოგიურად სწორად მომზადება, თუ გსურთ, რომ ეს თქვენს ორგანიზმს სასიკეთოდ წაადგეს. საკვები მხოლოდ კუჭსა და გემოვნებას კი არ უნდა აკმაყოფილებდეს, არამედ, ის უნდა იყოს საზრდო, რომელიც ორგანიზმს საჭირო „საწვავით” ამარაგებს. ზოგადად, იმუნურ სისტემაში შედის ელენთა, თიმუსი, ძვლის ტვინი, სისხლი და ლიმფური კვანძები, თითოეული მათგანი კი ურთულეს სამუშაოს ასრულებს. როცა გვეუბნებიან, წყალში გახსნილი თაფლი, ხახვი და ნიორი იმუნურ სისტემას ამყარებსო, დაფიქრდით, ეს ყველა ჩამოთვლილ ორგანოს გამოკვებავს და აღადგენს, ასე მარტივად? 

– რა უნდა გავაკეთოთ, რომ არსებული იმუნური სისტემა შევინარჩუნოთ და ცივ სეზონზე  ვირუსების შემოტევებისგან დავიცვათ თავი?

– თუ თანდაყოლილი პათოლოგია არ არის, ასეთ შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმი თვითმარეგულირებელი სისტემაა და მასში უხეში ჩარევა სავალალო შედეგებს იძლევა. თუ იმუნურ სისტემას გაუფრთხილდებით, მაშინ ყველა ორგანო კარგად იმუშავებს და პრობლემასაც აიცილებთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, საკუთარი ორგანიზმის მართვა. თუ ის წყობიდან გამოიყვანეთ, ერთი აბითა და რჩევებით, მას ვერ აღადგენთ. პრობლემა მარტივად მოსაგვარებელი არაა. ერთი ძველი გამონათქვანი გამახსენდა: „დაავადება ორგანიზმში შედის ურმით, მაგრამ, გამოდის წვეთ-წვეთობით”.  უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებამ, შესაძლოა, ისე მოშალოს ადამიანის ორგანიზმი, რომ ის სამწუხარო შედეგამდე მიიყვანოს. როცა მეკითხებიან, როგორ ვიკვებოთ სწორადო, ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, რადგან, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალურად სჭირდება (მისი ორგანიზმის მდგომარეობიიდან გამომდინარე), მისთვის საჭირო კონკრეტული კვება. 

– ხშირად მსმენია რჩევა, რომ თუ დილას შვრიის ფაფით დავიწყებთ, ორგანიზმი სასიცოცხლო ენერგიით მომარაგდება და იმუნური სისტემაც დაცული გვექნება. ეს სწორი მიდგომაა?

– დიახ, ბევრი უწევს რეკომენდაციას შვრიის ფანტელებს, ანუ, ეგრეთ წოდებულ „ჰერკულესს” და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მიირთმევს მას დილით. შვრია პირველადი სახით, ანუ – ხორბლის მარცვალი, შეუცვლელი პროდუქტია, რადგან შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. მაგრამ, როცა ხდება მისი გადამუშავება და ვიღებთ საკვებს ფანტელების სახით, მასში B ვიტამინები აღარ არსებობს, გამოცლილია და მხოლოდ სახამებელს შეიცავს. კვლევებით აღმოჩნდა, რომ შვრიის ფანტელების დილით მიღება უზმოზე, აფერხებს ორგანიზმში კალცისა და D ვიტამინის შეწოვას და, არა მარტო აფერხებს, არამედ, დიდი რაოდენობით გამოდევნის ორგანიზმიდან კალცს. ასე რომ, „ჰერკულესის” დილით ჭამა იმ მიზნით, რომ ორგანიზმს ვაკაჟებთ, იმუნურ სისტემას ვიცავთ ან წონაში ვიკლებთ, სრული აბსურდია. თუ გნებავთ შვრიის მირთმევა, გირჩევთ, იყიდოთ ხორბალი, დაფქვათ ის და დილით მისგან მომზადებული ფაფა მიირთვათ – ეს ძალიან სასარგებლოა.

– ის, რომ ცივ სეზონზე ნივრიანი, ხახვიანი ან წიწაკიანი კერძების მიღება ვირუსებისგან გვიცავს, ტყუილია?

– ნიორი, ხახვი და წიწაკა პანაცეა და იმუნური სისტემის მშველელი რომ იყოს, მის გარდა წამალი აღარ დაგვჭირდებოდა. თუ სწორი კვება მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნება თქვენი მიზანი, დაავადებებს ადვილად დაამარცხებთ. დაქვეითებული იმუნიტეტი რომ აღიდგინო, ჯერ მიზეზი უნდა ეძებო და შემდეგ იზრუნო მის გამყარებაზე. მაგალითად, შემწვარ-მოხრაკული და შებოლილი პროდუქტი რომ ორგანიზმისთვის დამღუპველია, ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ასევე, ცუდია, რძით დამზადებული ფაფების ჭამა. ჯობია, ის წყალში მოხარშოთ და ისე მიაწოდოთ ორგანიზმს. ის ცილები, რომელსაც საქონლის ან თხის რძე შეიცავს, ჩვენი ორგანიზმისთვის მიუღებელია, ამიტომ, ბურღულეული წყალში მოხარშეთ და ასე დაიცავით თქვენი იმუნური სისტემა ბავშვობიდან. ერთხელ ერთმა მშობელმა მითხრა, ყოველ დილით ვასმევ ბავშვს ას გრამ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს – მითხრეს, ძალიან სასარგებლოაო. 

– მეც გამიგია, რომ ახალგამოწურული სტაფილოს წვენი ძალიან სასარგებლოა უზმოზე. ვცდები?

– გეტყვით რომ, ჯერ ერთი, სტაფილო ქართულ მიწაზე უნდა იყოს მოყვანილი და არა უცხოეთიდან შემოსული; თანაც, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ის არ შეიცავს შხამებსა და ტოქსინებს და მოყვანილია სასუქების გარეშე. მაგრამ, თუ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას და ისე ვიყიდით, გამოვწურავთ და დავლევთ, ორგანიზმს ვიტამინებსა და ფერმენტებს მივაწვდით კი არა, ისე დავაზიანებთ, მის აღდგენას წლები დასჭირდება. მით უმეტეს, ბავშვისთვისაა ეს საშიში. კარგია, რომ შვილს სტაფილოსა და ჭარხლის წვენს ასმევთ, მაგრამ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის არ შეიცავს შხამებს და ეკოლოგიურად სუფთაა; ასევე, საჭიროა, ის ტექნოლოგიურად სწორად მოამზადოთ. გეტყვით, რომ იმუნური სისტემის სწორი კვებით შენარჩუნება, ხდება დაბადების წუთებიდან. დღეს ხშირია 10-11 წლის ბავშვებში ანგინები, რინიტი, ნუშურა ჯირკვლების ანთება, გაციება და ასე შემდეგ, ანუ, მათი ორგანიზმი არ არის ჯანმრთელი, რაც იმუნური სისტემის დაქვეითებასა  და ორგანიზმის არასწორ მართვაზე მეტყველებს. ასევე, ძალიან აზიანებს ბავშვის იმუნურ სისტემას სტრესი და მის ნერვულ სისტემაზე აუცილებლად უნდა იფიქროს მშობელმა. ნუ დატვირთვათ მათ ზედმეტად, მიანიჭეთ მას მეტი თავისუფლება და სილაღე – ეს მის იმუნიტეტზე დადებითად იმოქმედებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, ზოგადად, იმუნურ სისტემაზე დიდად მოქმედებს ადამიანის განწყობა ამიტომ, თუ განწყობა გექნებათ დადებითი, ცუდი საკვებიც რომ ჭამოთ, ორგანიზმი მას აუცილებლად მოერევა და არც იმუნური სისტემა დაზიანდება. 

скачать dle 11.3