კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

შექსპირი: ბედი სწორედ უნამუსო ქალია: ღარიბი სძაგს, მდიდრის ეშხით მთვრალია.

შილერი: უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.

პომპადური: კაცს თვითონ უნდა ჰქონდეს ღირსება, სხვისი ღირსება რომ აღიაროს.

პითაგორა: ერთი საათი, კარგ საქმეზე მოხმარებული, უფრო მეტი ღირს, ვიდრე მრავალი წლის უქმი განცხრომა.

ლამეტი: ცუდმედიდობა სხვის ქებას ეძიებს, ჭეშმარიტი სახელოვნება კი – ჩუმ მოწმობას სინდისისას.

ლაროშფუკო: ჭკუას უფრო დიდი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე ქონებას; სისულელეს უფრო მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე ბოროტმოქმედებას.

ლინენდეიკი: ნახევარსწავლულნი უფრო ბევრს გვავნებენ, ვიდრე მილიონი სულელი ერთად.

ევრიპიდე: ჭეშმარიტი ვაჟკაცობა – სიფრთხილეა.

ეზოპე: უნარი ნიჭი არ არის, ხოლო ნიჭი შემოქმედებას შორ მანძილზე ჩამორჩება.

ედმონდი: ისტორია ცივილიზაციისა რვა სიტყვით გამოითქმის: რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო მეტი შეგიძლია.

დუსოლი: თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თვის მბრძანებლობა მაინც უნდა შევძლო.

ერეკლე მეორე: სიფრთხილით სიფრთხილე ასწავლეთ თქვენს მორჩილთა კაცთა!

სენეკა: მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს.

პლუტარქე: მე ისეთი მეგობარი არ მინდა, რომელიც ჩემთან ერთად იცვლის ფერს და ყოველ ჩემს თავის დაკანტურებასაც კი იმეორებს – ამ საქმეს ხომ ჩემი ჩრდილიც კარგად არსულებს.

ჰორაციუსი: თავდაჭერილი რისხვა – მცირეხნოვანი სიგიჟეა.

მაქსველი: გაუბედაობა ღირსებაა უღონობისა.

პრუდონი: ვინც თავს იწონებს რომელიმე საიდუმლოს ცოდნით, მას ამ საიდუმლოს ერთი ნახევარი უკვე ნათქვამი აქვს და მეორე ნახევრის თქმასაც არ დააყოვნებს.

მონტენი: შეუძლებელია სწორად აზროვნება იქ, სადაც მთელი ფიქრი ადამიანისა ლუკმაპურის მოპოვებას უნდება.

ლემონტეი: სადაც არ არის მართლმსაჯულება, იქ ბუნაგია და არა მამული.

გოლდონი: დიდსა თუ პატარაში, ამპარტავნება სულმდაბლობის ნიშანია.

გოეთე: ადამიანის თვისებაა, ჰკიცხოს ყოველივე ის, რისი უნარიც თვითონ არ აქვს.

სმითი: ქორწინება მაკრატელს ჰგავს, რომელიც ორივე მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ, ჭკუას ასწავლის მას, ვინც მათ შორის ჩადგება.

скачать dle 11.3