“გვირილას„ მხიარული სიმღერები და ლამაზი სიურპრიზებით სავსე ბარბარობა
მოგესალმებით! მოგეხსენებათ ბარბარობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და, ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით „თბილისი მოლში” ჩატარდა სტუდია „გვირილას” აქცია – „სელიას” საჩუქარი თბილისელ ბავშვებს”.
აქციის მონაწილე მარიკა კუტალია: ყოველთვის მოუთმენლად ველი „სელიას” აქციებს, სადაც დიდსა თუ პატარას ელის უამრავი სიურპრიზი.
მომღერალი ნუგზარ კვაშალი: „გვირილებს,” ყველა პატარას და სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო ბარბარობა, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიხარული, წინსვლები და ულევი წარმატება!
პროექტის ავტორი ნინო ჩიხლაძე: ამ წინა საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდნენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „სელიას” დათუნიამ ღონისძიებაზე ბავშვებს გადასცა ბევრი საჩუქარი, რითაც ძალიან გაახარა პატარების გულები, ხოლო დიდების მასპინძელი იყო კომპანია „პელე” თავისი გემრიელი პროდუქტით. დიდი მადლობა მათ და ჩვენ მასპინძელს – „თბილისი მოლს”!
ანსამბლ „გვირილას” ხელმძღვანელი: მინდა საქრთველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს მივულოცო ბედნიერი „ბარბარობა” და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მათ. დიდი მადლობა, ვინც ჩვენს გვერდით იყო!