კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა საკითხები უნდა განემარტოთ ნაფიც მსაჯულებს პროცესში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის მიღებამდე და ვინ უნდა მისცეს მათ ეს განმარტებები?  

პასუხი: გაცნობებთ, რომ პროცესის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს: ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს; მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს; უდანაშაულობის პრეზუმპციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება; რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და გამოიყენონ ჩანაწერები; რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს; რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით; რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით; თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს; რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანმიმდევრობით; რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისთვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას, ბოლოს კი სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის შეხსენებით, რომ მათ დადეს ფიცი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს მოწმის სასამართლოში წარმოდგენას და შეუძლია თუ არა მოსამართლეს, თავისი ინიციატივით გამოიძახოს მოწმე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი მოწმეების გამოცხადება სასამართლოში; ამასთან, თუ მხარე არ აპირებს რომელიმე პირის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ პირის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რა უფლებებით სარგებლობს ნაფიცი მსაჯული საქმის სასამართლო განხილვის დროს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს: სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის შესახებ; წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;  სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ; მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ. 

скачать dle 11.3