კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 1 ივლისს, საღამოს 22 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა. თუ მირჩევთ იქ კარიერის გაგრძელებას?

პასუხი: თუ ორმაგი ძალისხმევა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა არ გამოავლინეთ, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. საერთოდ, პროფესიული თვალსაზრისით, თქვენთვის უკეთესია ისეთი სფეროები, როგორიცაა: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოს. ამიტომ, თქვენთვის მთავარია ოჯახის შექმნა, სტაბილურობა ნათესავებთან ურთიერთობაში და პატრიოტიზმი. დროებით კი, მაგალითად, ცოდნისა და კაპიტალის დასაგროვებლად, კარგია შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, შოტლანდია, ჰოლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ნორვეგია, დანიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა.

კითხვა: მე დავიბადე 1986 წლის 21 მაისს, დილის 6 საათზე, ჩემი რჩეული კი – 1988 წლის 10 თებერვალს. გაგვიმართლებს თუ არა სამომავლოდ ურთიერთობა სასიყვარულო-ოჯახური თვალსაზრისით?

პასუხი: ურთიერთობა თქვენ შორის, საერთო ჯამში, მისაღებია როგორც წლების, ასევე თვეების მიხედვით. ხასიათში ბევრი მსგავსებაა, რაც  სამომავლოდ, ჰარმონიულ ურთიერთობას გპირდებათ ოჯახსა და სიყვარულში.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 2006 წლის 21 ოქტომბერს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე და რომელ პროფესიაში ელის მეტი წარმატება ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით?

პასუხი: თქვენი დის კარმული მისიაა, იყოს მომავალში აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი; ასევე, – ლიდერი, უშიშარი, მებრძოლი. სადაც შევა, სიმშვიდე და ჰარმონია შეიტანოს. შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პროფესიული დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 18 იანვარს, ღამის საათებში, ჩემი რჩეული კი – 1987 წლის 20 იანვარს, დილის საათებში. როგორ შევეწყობით ერთმანეთს?

პასუხი: თქვენი ურთიერთშეწყობა საშუალოა. წლების მიხედვით, ეს, შეიძლება, შევაფასოთ ხუთბალიანი სისტემიდან სამი ბალით. დასავლური კალენდრით ორივე „თხის რქა“ ხართ. აქედან გამომდინარე, ურთიერთგაგება იქნება, მაგრამ, ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებიც არის მოსალოდნელი. თუ შეძლებთ თვითკონტროლს, დათმობას, მაშინ ურთიერთობა ოთხი ბალით შეფასდება.

კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1999 წლის 17 აპრილს. გთხოვთ, გვითხრათ, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ელის წარმატებები?

პასუხი: რაც შეეხება კარმულ-კოსმიურ მისიას, მისთვის აუცილებელია ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორებიცაა: აქტიურობა, ინიციატივიანობა, ენერგიულობა; უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზატორული ნიჭი; ამავდროულად, უნდა იყოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი; ეყრდნობოდეს კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს; შეეძლოს შუამავლის როლის შესრულება ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის. მისი კარმული მისია უცხოეთია. ამიტომ, იქ გამგზავრება და ცოდნის, კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვება დაეხმარება სამშობლოში წარმატებების მიღწევაში. პროფესიებიდან კი მისთვის მისაღებია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია და იურისპრუდენცია.

скачать dle 11.3