კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა იძიოს შური მოღალატე ქმარზე ჭკვიანმა ქალმა და დააბრუნოს ოჯახში

როცა საყვარელი ადამიანი გულს გტკენს, გიჩნდება სურვილი, შენც ზუსტად ისე მოექცე მას, როგორც თავად მოგექცა. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ ამ დროს შურისძიების მოთხოვნილება ბუნებრივია და ნორმალური. უბრალოდ, ბევრმა არ იცის, როგორ იძიოს შური ისე, რომ საკუთარი თავი არ დააზარალოს. როცა გიყვარს, ძნელია, ცივი გონებით მიიღო გადაწყვეტილება, რადგან, ცუდისთვის მაინც ვერ იმეტებ იმას, ვინც სიცოცხლე ასე გაგიმწარა. თუმცა, გააჩნია ტკივილის სიმწვავესაც. შეიძლება, მან სიყვარული საერთოდ შთანთქოს და ბოროტებად აქციოს. ვისაც შეუძლია, მართოს თავისი ემოციები, ის ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვა...

თათული (36 წლის): არასდროს მქონია იმის პრეტენზია, რომ ვარ ჭკვიანი ქალი, არაფერი განსაკუთრებული. გულახდილად გეტყვით, საკუთარ თავსაც არ ვიცნობდით წესიერად, ჩემი შინაგანი შესაძლებლობების შესახებაც კი არ მქონდა წარმოდგენა. ჩვენ ხომ ძალიან ბევრ თვისებას კრიტიკულ სიტუაციაში ვავლენთ, განსაკუთრებით – ჩვეულებრივი ქალები. დიახ, ჩვეულებრივი ქალი ვარ, ჩვეულებრივი მოთხოვნილებებით, ემოციებით. ძალიან მაგრად და ღრმად დამჭრეს, ისე ღრმად, რომ ჩემში შურისმაძიებელი და ველური გააღვიძეს. ეს არ იყო ჩემი ბრალი, არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომლებსაც სხვების გრძნობებზე თამაში შეუძლიათ. მაგრამ, როცა მე თავად მომექცნენ ასე, ბუმერანგივით უკან დავუბრუნე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე დღესაც ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ისევ დაბრუნებულიყო ჩემს ცხოვრებაში.

– ანუ, წავიდა და უკან მოაბრუნეთ?

– ფაქტობრივად, ასე გამოვიდა. თუმცა, ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. წარმოიდგინეთ ვულკანის ამოფრქვევა – სწორედ ასეთი რაღაც მოხდა ჩემში... ერთი წლის წინ ჩემმა ქმარმა სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა, რომ მიდიოდა ჩემგან. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

– მანამდე რამდენ ხანს იყავით ერთად?

– ხუთი წელი, წასვლა-მოსვლიანად – ექვსი. არ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი სიყვარულის შედეგად შეიქმნა ჩემი ოჯახი – ეს ყველაფერი ლირიკაა, მაგრამ, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით (ანუ, ხუთ წელს ვგულისხმობ, სანამ ჩემი ქმარი წასვლის განცხადებას გააკეთებდა), მე მისთვის აბსოლუტურად არაფერი შემინიშნავს. არც ეჭვიანი ვარ, მაგრამ, არც დებილი და სულელი. ამბობენ, შეყვარებული ქალი ყოველთვის გრძნობს, როცა მისი საყვარელი ადამიანის გულში ვიღაც სხვა შემოდისო. მე არაფერი მიგრძნია. ყველაფერი ძალიან კარგად იყო: მზრუნველი, ყურადღებიანი, თბილი და, უცებ – ასეთი განცხადება.

– პირდაპირ გითხრათ, სხვასთან მივდივარო?

– დიახ, ყოველგვარი შემზადებისა და შესავლის გარეშე. არაფერმა გაჭრა – არც თხოვნამ, არც მუდარამ, არც ცრემლებმა... ისტერიკა არ მომიწყვია – არ ვარ ეგ ტიპაჟი. ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა. ისეთი დარტყმა იყო ეს ჩემთვის, რომ შოკში ჩამაგდო... ისეთი შოკირებული ვიყავი, საერთოდ არაფერი მომიმოქმედებია... ერთი თვე მაინც, იმისი გარკვევაც ვერ შევძელი, ვისთან წავიდა. პრინციპში, ამას არც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ მარტო დავრჩი; რომ საყვარელმა ადამიანმა ისე მიმატოვა, ერთხელაც არ მოუხედავს უკან. მერე ერთხელ დამირეკა: ჩემი წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ შვილს არ ვნახავ. შენ ჭკვიანი ქალი ხარ და, ვიცი, დაბრკოლებას არ შემიქმნი – მინდა, ახალი დედაც გაიცნოს და დაუახლოვდესო... აი, მაშინ კი გავმწარდი და გამიჩნდა სურვილი, რომ შური მეძია ასეთი უსინდისობის გამო.

– ქმარზე გეძიათ შური?

– ჰო, მომინდა, მასაც ძალიან სტკენოდა და, კიდევ, მიმხვდარიყო, რა დაკარგა ჩემი სახით. იაფფასიანი კომედიის დადგმა არ ჩამიფიქრებია. ჩემი მიზანი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოღალატე, ორგული კაცის გამწარება. არ ვიცი, როგორ გამინათდა გონება, მაგრამ, მივხვდი – ჩემი ქმარი ისტერიკით კი არ უნდა დამეფრთხო, პირიქით, ახლოს უნდა მყოლოდა და ისე მემოქმედა.

– ანუ, ის ქალი, ვის გამოც მიგატოვათ, საერთოდ არ გაინტერესებდათ? 

– არ მაინტერესებდა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ, ამ სურვილს ვძლიე, თორემ, დიდი სიამოვნებით ვწვდებოდი თმაში და გავწეწავდი. ქმარი რომ არ მყოლოდა დასაბრუნებელი, ზუსტად ასე მოვიქცეოდი.

– ანუ, ქმარს წინასწარ აპატიეთ?

– ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. ჩემი მიზანი იყო, მოღალატეს სამაგიერო მიზღვოდა და დაბრუნებულიყო ოჯახში.

– ამას მესაკუთრული განცდები არ ჰქვია?

– არა. როცა ხუთი წელი ჩემ გვერდით ხარ და მე შენთვის ჰაერივით აუცილებელი ვხდები; როცა ჩემი დახმარებით გექმნება წარმატებული მომავალი; როცა ჩემზე გადის შენი მაღლა სვლის გზა, უფლება აღარ გაქვს, ისე მომექცე, როგორც სრულიად უცხო ადამიანს, რომლის განცდები არ გაინტერესებს და არ გადარდებს. ჩემი ქმარი არ იყო ჩემთან მართალი, ოღონდ, არ მითხრათ, რომ სიყვარული თავისას შვრება და რომ ჩემს ქმარსაც დიდმა სიყვარულმა ჩაადენინა ეს. რა სისულელეა. სიყვარული უნდა იცოდე. ხუთი წელი ერთი სხეული და ერთი სული ვიყავით და მაინც წავიდა... როგორ დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი დიდი და ახალი გრძნობის გავლენით გააკეთა?! მეცინება ამაზე. უბრალოდ, გონება აურია და მძაფრი ემოციები მოუნდა. კაცები ხომ ინსტინქტებით აზროვნებენ. მათ ძალიან აკლიათ სიღრმე, რაშიც არაფერია გასაკვირი, რადგან, კაცები ბიოლოგიურად ასე არიან მოწყობილები. შეიძლება, სწორედ ქალური ლოგიკის წყალობით, არ გავგიჟდი და გადავირიე მის ღალატზე, თუმცა, ვაღიარებ, რომ მისთვის გულისტკენა ძალიან მინდოდა. მოკლედ, თავი მაქსიმალურად ავიყვანე ხელში და მშვიდად შევხვდი, როცა მობრძანდა, ღიმილიც კი შევძელი. გაოგნდა, არ ელოდა. მივხვდი, რომ ცოტათი გაუტყდა კიდეც, იმ პონტში – აუ, რა ადვილად შემელიაო. მაგრამ, არ შეიმჩნია... ბავშვს მოეფერა და საჩუქრები მისცა. მერე მკითხა, შეიძლება, მაშინ მოვიდე და ვნახო, როცა მომინდებაო? რა თქმა უნდა-მეთქი. ესეც საკმაოდ უჩვეულოდ მოეჩვენა. ერთი თვის შემდეგ ჩემს ყურამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ჩემს ამბებს იძიებდა. აინტერესებდა, ხომ არავინ მყავდა და მეც „ავმოქმედდი“. ჩემი ერთი მეგობრის საქმროს ვთხოვე, ცოტა ხნით ჩემი შეყვარებულის როლი ეთამაშა და ისიც დამთანხმდა.

– ავანტიურაზე წახვედით?

– სხვანაირად არაფერი გამომივიდოდა. მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. თამაშში დედაჩემიც ჩაერთო. წარმოიდგინეთ, როგორ შემიწყო ხელი, რომ ყველაფერი გამომსვლოდა. როცა ჩემი ქმარი მოვიდა, უთხრა: თათული, ალბათ, გათხოვდება და, კარგი იქნება, ხელს თუ არ შეუშლიო. სახეზე რომ შევხედე, კედელივით თეთრი იყო, ლამის გული გაუსკდა. ისე ვიცნობ, ეჭვის შეუტანლად გამოვიცანი მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ, ამითაც არ დავკმაყოფილდი. მერე ვუთხარი, მინდა, ბავშვი ახალ მამას შევაჩვიო და, თუ ამას გაგებით არ მოეკიდები, სერიოზული პრობლემები გვექნება-მეთქი. ამან გამანადგურებლად იმოქმედა მასზე, ლამის გაგიჟდა. ეგოისტი ხარ და, შვილზე კი არა, საკუთარ თავზე ფიქრობ. ჯერ საბოლოოდ არც კი გავყრივართ ერთმანეთს, შენ კი უკვე სხვა კაცს ხვდებიო. მე ისევ არ დამიკარგავს სიმშვიდე. უბრალოდ, გავიოცე: რატომ გაქვს პრობლემა. შენ ხომ იპოვე სიყვარული და არ გიფიქრია ბავშვზე, მით უფრო – ჩემზე; მე რატომ მდებ ბრალს ეგოიზმში, განსაკუთრებულად მოვიქეცი-მეთქი? ისეთი ეჭვიანობის სცენები მომიწყო, პირდაღებული ვუყურებდი და... მორჩა, იმ დღის შემდეგ ვეღარ მოვიშორე – სახლიდან ვეღარ ვაგდებდი, ერთი კვირის შემდეგ კი უცერემონიოდ, ბარგით მომადგა, თითქოს სხვა ქალთან კი არა, მივლინებაში იყო წასული. გამაოგნა მისმა უტიფრობამ და მოჩვენებითმა სიმშვიდემ. არც კი მკითხა, ვიღებდი უკან თუ არა. მერე იმ ქალმაც აუტეხა რეკვები – სერიოზულად იყო გამწარებული და ჩემს ქმარს ვუთხარი, თუკი მას არ დაამშვიდებ, სამუდამოდ წახვალ და უკან დაბრუნებაზე არც იოცნებო-მეთქი. ახლაც არ ვიცი, როგორ მოაგვარა იმასთან ურთიერთობა, მაგრამ, მე არავის შევუწუხებივარ. თუმცა, უკვე უზომოდ შემაწუხა ჩემი ქმრის ზღვარგადასულმა ყურადღებამ და ეჭვიანობამ, ერთ ნაბიჯზეც არ მტოვებს. გადამრია... უკვე მეშინია, რომ სულ ამ რეჟიმში ვიცხოვრებ. საკმარისია, ვინმეს შევხედო, ეგრევე გიჟდება. დღემდე არ უკითხავს, ვინ იყო ის კაცი, რომელზე „გათხოვებასაც“ ვაპირებდი. მაგრამ, ისე იქცევა, აშკარად ისევ ძალიან განიცდის და წვალობს. ღირსია... მან ეს აშკარად დაიმსახურა.

скачать dle 11.3