კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იდუმალი ძალა გააჩნია ნანა მაჩაბლის ნახატებს და როგორ იკურნებიან მათი ენერგეტიკით ადამიანები

თვითნასწავლი მხატვარი ნანა მაჩაბელი, უკვე თორმეტი წელია, მოსკოვში, არბატზე  ცხოვრობს და ამ ქვეყანაში მოღვაწეობს. მას, „კეთილ ფერიას” ეძახიან იმის გამო, რომ მის განუმეორებელ ფერებს ნახატებში უხილავ სამყაროში გადაჰყავს ადამიანი. უფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის დასკვნაში კი ვკითხულობთ: „ნანა მაჩაბლის ნამუშევრები ბიოლოკაციის მეთოდით შემოწმდა და დადგინდა, რომ თითოეული ნახატი დიდი დადებითი ენერგეტიკის მატარებელია. მათ შეუძლიათ კეთილისმყოფელი გავლენა იქონიონ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოენერგეტიკულ მდგომარეობაზე, ღვთითბოძებული მადლით შემოსონ ისინი.” ასევე, იქვე ვკითხულობთ, რომ ქალბატონი ნანას ხელით  შესრულებული ყველა ნახატი, აჯანსაღებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს.

ნანა მაჩაბელი: 30 წლის ასაკში დავიწყე ხატვა, მანამდე ფუნჯიც კი არ ამიღია ხელში. ეკლესიაში ვიყავი,  საღამოს კი ცუდ განწყობაზე გახლდით, ადრე დავიძინე და სიზმარში ულამაზესი ფერები და ამ ფერებით შეზავებული ხეები ვნახე. ხეები ლექსებივით იკითხებოდა ფერების საშუალებით. როცა გავიღვიძე, ძალიან მომინდა ხატვა. დაქალი მყავდა და იმას ვუთხარი, რა მემართება არ ვიცი, უბრალოდ, ძალიან მინდა რამე დავხატო, მაგრამ არასდროს არაფერი დამიხატავს და ეს როგორ მოვახერხო-მეთქი. მან კი მითხრა, დახატე რამე და კარგ განწყობაზე დადგებიო. მეც, უბრალოდ, დავუჯერე, თუმცა, ვფიქრობდი, არაფერი დამიხატავს და ახლა რა უნდა დავხატო-მეთქი. თუმცა, ავიღე თუ არა ფუნჯი ხელში, სიმშვიდე ვიგრძენი და, პირველი ჩემი ნახატი იყო ცისფერი მზე. როგორც შემდეგ სპეციალისტებმა მითხრეს, ეს ღვთაების სიმბოლოა. მერე ხეების ხატვა დავიწყე და მინდოდა, სულ ისინი მეხატა. თუმცა, დავხატავდი ხეს და მასში ადამიანს მოვიაზრებდი. საბავშვო აკვარელით ვქმნიდი ნახატებს და ამით ვიყავი გატაცებული. დღეში ორმოცი მინიატურაც კი დამიხატავს. ორი თვის დაწყებული მქონდა ხატვა, როცა ხელოვნების მუშაკთა სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, მოიტანეთ თქვენი ნახატები, გამოფენა-კონკურსია და იქნებ ბედი სცადოთო. ეს იყო, 1982 წელი. მეც, ვცადე ბედი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემმა ნახატმა პირველი ადგილი აიღო. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, თუმცა ის განცდა, ახლაც კარგად მახსოვს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი კარიერა. 1987 წელს „მერანის” საგამოფენი დარბაზშიც გამოიფინა ჩემი ნახატები. ეს იყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. ამის შემდეგ მოსკოვში, მხატვართა კავშირშიც მიმიწვიეს გამოფენაზე და იქაც დიდი წარმატება მხვდა წილად. ახლა მოსკოვში ვცხოვრობ და ვმუშაობ. 

– როგორც მითხრეს, თქვენი ნახატები, ცნობილი ადამიანების, ოლიგარქების პირად კოლექციებში ინახება და საკმაოდ ძვირადაა შეფასებული. თუ საიდუმლო არ არის, რა თანხაზეა საუბარი?

– საკმაოდ ბევრი ნახატი მაქვს გაყიდული და ისინი მართლაც ინახება ცნობილი ადამიანების თუ ოლიგარქთა პირად კოლექციებში. როგორც ისინი ამბობენ, ჩემს მხატვრობას ანალოგი არ აქვს, და ეს ახალი სიტყვაა ხელოვნებაში. ჩემი ერთი ნახატი, არ დაგიმალავთ და, ასი ათას დოლარადაც კი შეფასდა. თუმცა, ხუთი ათას ევროთაც გამიყიდია და ძალიან ბევრი ბინის კედლებს ამშვენებს. მაგრამ, ყველას არ შეუძლია ამხელა თანხის გადახდა, მე კი მინდა, ჩემი ბიოენეგეტიკული ნახატებით, ბევრ ადამიანს დავეხმარო. ამიტომ, გავაკეთე მათი ქსეროასლები და როცა უფოლოგმა ერეკლე შონიამ შეამოწმა ისინი სპეციალური ხელსაწყოთი, აღმოჩნდა, რომ ორიგინალების ანალოგიურ ენერგეტიკას ფლობენ. ამიტომ, იგივე ენერგეტიკული ზემოქმედების უნარი გააჩნიათ ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

– უფოლოგმა ბატონმა თალეს შონიამ წლების წინ, როცა თქვენი ნახატები ნახა, თქვა, ისინი ბიოენერგეტიკული თვალსაზრისით შეუფასებელიაო. მართლაც ასე იყო?

– დიახ,  ერთ დღეს, ბატონი თალეს შონია მოვიდა ჩემთან და ნახა ჩემი ნახატები. ძალიან მოეწონა და თქვა: ამ ნახატებს უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვთ, რასაც შეუძლია ადამიანს უარყოფითი ენერგეტიკა ააცილოს თავიდან, დადებითად დამუხტოს და ნებისმიერი დაავადებისგან განკურნოსო. სწორედ მან მომიყვანა სახლში ცნობილი გერმანელი, რუსი და ქართველი უფოლოგ-მეცნიერები, რომლებმაც სპეციალური ხელსაწყოებით დაიწყეს ჩემი თითოეული ნახატის შესწავლა. გაოცდნენ და ერთხმად აღიარეს, რომ მათ, მართლაც ჰქონდათ უდიდესი ენერგეტიკა, ბიოდენი, რომლის გამოყენებაც ადამიანების სასიკეთოდ და განსაკურნებლად შეიძლება. ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ნახატები, ჩემი შვილებია. როგორც ორსული ქალი ატარებს ნაყოფს ცხრა თვე მუცლით, ისე ვატარებ მე ჩემს მუზას. მერე იწყება მშობიარობა და ქალები აჩენენ ახალ სიცოცხლეს, მე კი ახალ ნახატს ვქმნი (იცინის).

– ასეთი, რამდენი „შვილი” გყავთ „გაჩენილი”?

_ სამწუხაროდ, პირადი ცხოვრება ტრაგიკული მქონდა, შვილები არ მყავს. მაგრამ, ნახატების სახით უამრავი შვილი შემეძინა. 1989 წელს, ფრანგი ექსპერტები ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ ჩემს ნამუშევრებს და ასეთი დასკვნა დადეს: „ეს ახალი სიტყვაა ხელოვნებაში, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.” ჩემი შემოქმედების პირველ ნაწილს სიმბოლურად ერქვა „ხეები ზეზეურად კვდებიან”, მეორე ნაწილს კი – „სასუფეველი ღვთისა ჩვენშია.” აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მე არ ვიცი რას ვხატავ, ეს გაუცნობიერებლად ხდება. თუმცა, მოწმე ვარ იმ საოცრების, რასაც ჩემი ნახატებით ადამიანები იღებენ. მაგალითად, უამრავი ადამიანი საშინელი სენისგან განიკურნა, უშვილო წყვილმა იყიდა ჩემი ნახატი, დაკიდა კედელზე და სამ თვეში სასიხარულო ამბავი შეიტყვეს – ისინი მემკვიდრეს ელოდებოდნენ. დღემდე არ ვიცი, როგორ ხდება ეს, თუმცა, ამაში რომ ღვთის მადლი და ხელი ურევია, ეს ნამდვილად ვიცი და დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, როცა ხატვას ვიწყებ, უმაღლესი ძალები ამოძრავებენ ჩემს ხელს. სხვათა შორის, ჩემს ნახატებს მომავლის მხატვრობა უწოდეს, მისი დახამრებით ბევრი ადამიანი გახდა ბედნიერი, ჯანმრთელი, შეეძინა შვილი და ეს ძალიან მახარებს. მიხარია, რომ ჩემს ნახატებს „მკურნალ ხელოვნებად” მოიაზრებენ მსოფლიო უფოლოგ-მეცნიერები და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. ჩემი ყოველი ნახატი დედანია, რადგან არ მეორდება, სულიერი და სამკურნალო თვისება აქვს და ამით უნიკალურია. იყო შემთხვევა, როცა ჩემი ნახატი ჭრილობაზე დაადეს რეანიმაციაში მყოფ ავადმყოფს, რომელსაც სეფსისი ეწყებოდა. ნახევარ საათში სისხლდენა შეჩერდა. დღეს ის ცოცხალია და სრულიად ჯანმრთელი. ამბობენ, ჩემს ფერებს, რომელიც ფურცელზე გადამაქვს, უხილავ სამყაროსთან აქვს კავშირიო და ეს ასეცაა. ჩემი თითოეული ნახატი, იგივე ადამიანის ემოციური სამყაროა, რომელიც მიყვარს, ვუფრთხილდები. ვცდილობ, ყველა სულიერს სიმშვიდე, ბედნიერება და  კეთილდღეობა მივანიჭო. 

– ქალბატონო ნანა, უცხოეთიდან არ მიგიღიათ მიწვევა?

– როგორ არა, უარმავი შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, თუმცა, მე მაინც რუსეთი ვამჯობინე. სხვათა შორის, პიერ კარდენისგან მხატვარ-სტილისტის შემოთავაზებაც მივიღე. თუმცა, მეგობარი – ია, რომელთანაც ერთად უნდა წავსულიყავი იქ, სამწუხაროდ, მოულოდნელად გარდაიცვალა სისხლის მოწამვლით. დიდი სტრესი მივიღე მისი დაკარგვით და მის გარეშე, აღარ წავედი. 

– ქალბატონო ნანა, სასულიერო პირები თუ დაინტერესდნენ თქვენი შემოქმედებით და ისინი როგორ აფასებენ ამას?

– არასდროს დამავიწყდება დღე, როცა ილია მეორემ მიმიღო. საქართველოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორე შემხვდა, ჩემი ნახატები ნახა და დამლოცა. მას, ჩემი დახატული საქართველოს დროშა ვაჩუქე და კედელზე დაკიდა. სწორედ მაშინ შემომთავაზა უწმიდესმა,  ქართული სახარების თავსართის და ბოლოსართის მოხატვა. ის ხბოს ტყავზე იწერებოდა და რუსუდან ფეტვიაშვილი ხატავდა. კი ვუთხარი, რომ ვერ შევძლო-მეთქი, მაგრამ მომეფერა და მითხრა: არ ინერვიულო, დაწყნარდი, შენ ამას შეძლებო. მადლობა ღმერთს, უმაღლესი ძალებისა და უწმიდესის დახმარებით, ეს შევძელი. როცა ვმუშაობდი, ვგრძნობდი, რომ ანგელოზებიც მეხმარებოდნენ, რადგან ცხრა საათი შეუსვენებლად ვხატე და დავასრულე ხატვა. ბავშვობაში, სულ მინდოდა, ვყოფილიყავი ფერია, მქონოდა ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ადამიანებს შევეხებოდი და გავაბედნიერებდი. ეს ოცნება დღემდე მაქვს და შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ჩემი ნახატების ჯადოსნური ენერგეტიკით, ყველა ადამიანი ბედნიერი გავხადო.

скачать dle 11.3