კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მზე ქართველების სიზარმაცის ერთ-ერთი მიზეზი და რატომ არ სჯერა შეთქმულების თეორიის გიორგი ნაკაშიძეს

ეროვნება – ქართველი

საცხოვრებელი ადგილი – თბილისი

პროფესია – მსახიობი (რომელიც სხვადასხვა პროფესიებს ირგებს)

დაოჯახებული – ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

სამუშაო ადგილი – თუმანიშვილის თეატრი (ასევე, სხვა თეატრებიც, ფილმებიც და სერიალებიც...)

– ეროვნება ადამიანის, უპირველესად, მისი სულიერება, მისი მენტიალობა და ის გეოგრაფიული ადგილსამყოფელია, რომელშიც იმყოფება – დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს. ყველაფერი მოქმედებს ადამიანის ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებაზე. მზის აქტიურობა, გარემო პირობები, კლიმატი, არა მხოლოდ ქართველის, ყველა სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ხასიათს ძერწავდა საუკუნეების განმავლობაში. ამიტომაც ვერ იქნება ეროვნება მხოლოდ პასპორტში ჩაწერილი ტერმინი. 

– ანუ, თუ ქართველი დაიბადება და გაიზრდება, მაგალითად, ცივ ქვეყანაში, ის აღარ იქნება სრულფასოვანი ქართველი?

– არსებობს ასეთი გამოთქმა – სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო და ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი. ბევრი უცხოეთში დაბადებული და მცხოვრები ქართველი მინახავს, რომელიც იმ ქვეყნის თამაშის წესებს იღებს, სადაც არის და სხვანაირად ვერც იცხოვრებს იქ.  ექსტრემალურ სიტუაციაში, ჭირში თუ ლხინში, ქართველში მაინც მისი გენისა და სისხლის ყივილი გაიღვიძებს,  რაც ყველა ჩვენთაგანისთვის არის დამახასიათებელი.

– როგორ და რაში ვავლენთ ჩვენს ქართველობას, თქვენი აზრით?

– ამაზე ხშირად მიფიქრია. ალბათ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი „იდენტიფიკატორი“ არსებობს. ბალანსი სამყაროში ყოველთვის დაცულია და თუ ერთი ცუდით ავლენს თავს, მეორე კარგით აბალანსებს. 

მე მიყვარს და მომწონს ის, რომ ქართველისთვის სტუმარი ღვთისაა. როდესაც ქართველთან სტუმარი ჩამოდის, მან შეიძლება, ბოლო თანხა გაიღოს ისე, რომ არანაირი ანგარება არ ამოძრავებდეს. ეს ჩვენი, ქართული ხასიათის თვისებაა, რომელიც შეიძლება, ვიღაცისთვის ზედმეტიც იყოს... საერთოდ, ყველა თვისება შეიძლება განვიხილოთ ორმაგ ჭრილში. მონეტას ხომ ორი მხარე აქვს. ჩვენი ყველა პრობლემაც რაღაცეების მიმართ ორმაგი მიდგომებიდან მოდის. არასოდეს ვსაუბრობ რამეზე ცალსახად. ამიტომ, ჩვენი ყველა თვისებაც – ღირსება იქნება ეს, თუ ნაკლი, ასე უნდა გავიაზროთ და გავაცნობიეროთ.

ჩვენი, ქართველების მთავარი „ვალუტა“ ჩვენი კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება და სპორტია, რასაც ძალიან უნდა მიექცეს ყურადღება. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამას ვერ ვხედავ.

– შენი გმირი „მანდარინებიდან“ ძალიან ქართულ ხასიათს ავლენს, თუმცა ის ჩეჩენია...

– არსებობენ ერები, რომლებთანაც ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო. მაგალითად, იგივე ოს და აფხაზ ძმებთან. ამას განაპირობებს რეგიონი, სადაც ჩვენ, ყველანი ვცხოვრობთ და ის რაღაც განსაკუთრებულ ენერგიას ასხივებს. ისეთ თვისებებს ანიჭებს ადამიანებს, რაც ჩვენთვის ახლობელია, სხვისთვის – შეიძლება, გაუგაბარი. ჩეჩნებიც „ჩვენს“ სიაში არიან  და ვფიქრობ, კავკასიური თანამეგობრობის იდეა, თუნდაც აბსურდულად ჟღერდეს, შესაძლებელია. სულ მგონია, ჩვენ ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. იმიტომ რომ, ძალიან ბევრ საკითხში ერთნაირად ვაზროვნებთ.

– არის დღეს ჩვენში იმის დეფიციტი, რასაც ეწირებიან ფილმის გმირები: კაცური სიტყვის, მოყვასის სიყვარულისა და ერთმანეთის გატანის...

– ხელოვნება ყოველთვის არის რეაქცია იმ რეალობაზე, რომელიც დამაკმაყოფილებელი არ არის. როცა არის პრობლემა, ის შემდეგ პრეზენტირებულია ფილმში, ხასიათში, მუსიკალურ ან ლიტერატურულ ნაწარმოებში... სხვანაირად ხელოვნებასაც დაეკარგებოდა აზრი. იმის ილუზია არ მაქვს, რომ თუნდაც კინოსამყაროში არსებულ სისასტიკეს შეცვლის, მაგრამ რეალურ ადამიანებს უფრო სულიერს გახდის და ალბათ, ეს არის ხელოვნების ყველაზე სწორი შეფასება. 

ტექნიკური პროგრესის, ინფორმაციული შემოტევის, კიდევ ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების მიზეზით, სამყაროს დღეს ძალიან აკლია სიყვარული. ადამიანები მეტისმეტად მატერიალისტები გახდნენ. დღეს ხშირად, ფულია უფრო მთავარი. „მანდარინების“ წარმატებაც დიდწილად ამან განაპირობა. მიმაჩნია, რომ ფილმმა თავისი მისია უკვე შეასრულა, მიუხედავად იმისა, აიღებს ის „ოქროს გლობუსზე“ მთავარ პრიზს თუ არა...

აკლია სამყაროს დღეს სიყვარული, სითბო და ერთმანეთის გატანის უნარი... ამ სამყაროს ნაწილი ვართ ჩვენც... ქართველები.

– გვართმევენ ქართველობას... რას ფიქრობ ამაზე?

– მე, ზოგადად, არ მჯერა შეთქმულების თეორიების. ჩვენი ცუდი თვისება, რომ სხვის თვალში ბეწვი დავინახოთ, საკუთარში კი სპილოც ვერ შევამჩნიოთ, ძალიან გვიშლის ხელს რეალობის აღქმაში. არ არის საჭირო სხვისკენ თითის გაშვერა. ქუჩაში რომ მიდიხარ მანქანით, შუშას რომ ჩამოსწევ და იქიდან ნაგავს გადმოაგდებ დიდი პარკით, არაფერ კავშირში არ არის იმასთან, რომ ვიღაცას ჩვენთვის ცუდი უნდა. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და ჰკითხოს საკუთარ თავს, რას აკეთებს სასარგებლოს, მაშინ გამოსწორდება ყველაფერი. თუ მართლა არსებობს ძალა, ვისაც ჩვენი ტრადიციების შეცვლა უნდა, ადვილად მოგვერევა, სანამ ვიქნებით სუსტები და ყველაფერში სხვას დავადანაშაულებთ. სხვას შევაჩეჩებთ იმ პასუხისმგებლობას, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა და ქართველობა ჰქვია. რანაირი ქართველი ხარ, თუ არ გესმის ის მოვალეობა, რასაც შენი ისტორია, შენი გვარიშვილობა თუ ტრადიციები გაკისრებს. საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცი-ოთხმოცდაათი პროცენტის პრობლემაა ის, რომ წიგნს არ კითხულობს. არც ისტორია იცის და არც ის, თუ საიდან მოვდივართ. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წუხდა ამაზე და ამბობდა, რომ წიგნების კითხვა ერის მთავარი მამოძრავებელია. არანაირად არ ვარ ტექნიკური პროგრესისა და კომპიუტერის წინააღმდეგი, პირიქით, თავის დროზე, ტელევიზორი რომ მოიგონეს, ალბათ, ვიღაც ამბობდა, რომ ის ცუდიაო. მე ახლა ვამბობ, რომ ტელევიზორი ცუდია და არ ვუყურებ. იმდენი აგრესია, ნეგატივი მოდის ტელევიზორიდან, მირჩევნია, ვაჟა-ფშაველა ან ჰემინგუეი წავიკითხო... ფილმსაც ვერ უყურებ სიამოვნებით, ისეა რეკლამებით დაჭრილი და ვიღაც გიბურღავს ტვინს, რომ „კოლგეიტი“ კარგია (იცინის). ვერ დავხარჯავ ასეთ სისულელეებზე დროს. ყველა ქართველმა, თუნდაც მხოლოდ ილია ჭავჭავაძის ყველა ტომი რომ წაიკითხოს, დამიჯერეთ, ბევრად უკეთეს რეალობაში ვიცხოვრებთ. 

ჩვენი ყოველწამიერი ქმედებების ჯაჭვისგან შედგება ქართველობა და ჩვენი ეროვნული თვითშეგნება.

– ძალიან დავშორდით თამარ მეფის ან დავით აღმაშენებლის ეპოქის ქართველს?

– მე არ ვიცი, როგორი იყო თამარ მეფის ან დავით აღმაშენებლის ეპოქის ქართველი. წიგნიდან რაც ვიცი, ეს სუბიექტურია და ცოტათი აუცილებლად მისტიკურიც. როგორები იყვნენ მეთორმეტე საუკუნეში ქართველები, ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ისტორიკოსიც კი. მე ვფიქრობ, რომ არანაირადაც არ დავშორდით. ქართველის ძირითადი მახასიათებლები, რაც მაშინ იყო, დღესაც იგივეა. მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში გერმანელებმა ადამიანები ცოცხლად გამოწვეს მასიურად და ისე გაანადგურეს. გააჩნია, ადამიანს და არა მარტო ქართველს ეხება ეს, როგორ პირობებს შეუქმნი და როგორ გარემოში აცხოვრებ. ამის მიხედვით გამოავლენს ის თავის თვისებებს – ან კარგს, ან ცუდს. სასათბურე პირობებში, მშვიდ გარემოში, ირგვლივ რომ ყველაფერი დაბალანსებულია და არავის უჭირს, ყველა კეთილია. თუ გაჭირვებაში შეინარჩუნებ ღირსებას, მაშინ ხარ პიროვნება.

– სამი მთავარი ნაკლი ქართველისა...

– პირველი ის არის, რომ ვერ ვაანალიზებთ ჩვენს წარსულს, რომელიც ძალიან ჰგავს დღევანდელობას და გამუდმებით ერთი და იმავე შეცდომებს ვუშვებთ. ნაკლია ის, რომ საკუთარი პასუხისმგებლობის სხვისთვის შეჩეჩებას ვცდილობთ... აი, ის გვიშველისო და როცა ის ვერ გვშველის, ვბრაზდებით და მესამე ნაკლი – ძალიან ვაფათურებთ ხელს სხვების ცხოვრებაში, მაშინ, როცა საკუთარი მისახედი გვაქვს.

გული მტკივა, როგორ არ ვუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ზოგიერთებისთვის ფული წყვეტს ყველაფერს და მისთვის ყველაფერი „მოსულა“ – მოსულა პარკების გაჩეხვა და იქ რესტორნების აშენება... კულტურული მემკვიდრეობის განადგურება... მაშინ არავის ახსენდება ქართველობა და საქართველო... ჩემი მეგობარი, ნიკო გომელაური რომ წერდა „ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულაო...“ დღესაც ასე გრძელდება და სიტყვამ შეცვალა ქმედება: ვამბობთ ერთს, ვაკეთებთ მეორეს. გიყვარდეს მოყვასი შენი –  არ არის სიტყვა, არამედ არის ქმედება. როცა სიტყვა მხოლოდ სიტყვად რჩება, სანთლის დანთება – სანთლის დანთებად და პირჯვრის წერა – პირჯვრის წერად, ეს უკვე ფორმალიზმია. ფორმალიზმს კი არც ქვეყნისთვის მოაქვს კარგი, არც ადამიანებისთვის.

скачать dle 11.3