კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების 2015 წლის დევიზი და როგორ ვიმოქმედოთ, რომ ბედნიერი წელი დავიბედოთ

19 თებერვალს, როცა ცხენი დაუთმობს თავის ადგილს თხის ზოდიაქოს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი და თუ როგორი იქნება ის აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 12 ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის გვესაუბრება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. 

– 19 თებერვალს, როცა ცხენი თავის ადგილს თხის ზოდიაქოს დაუთმობს, ეს მოვლენა იქნება მეტად წარმატებული მათთვის, ვინც ამ დღეს ჩაიფიქრებს სურვილს, რადგან, ის მომავალში აუცილებლად ასრულდება. 

ვერძებისთვის ეს წელი ძირითადად წარმატებული იქნება. საშუალება მიეცემათ კარგად დაისვენონ, აღიდგინონ ძალები, იპოვონ ახალი პარტნიორები ან არსებული ურთიერთობების ტრანსფორმირება შეძლონ. ეს არის აქტიური ცვლილებების წელიწადი. წლის დევიზია: „იშრომეთ, მაგრამ, არ დაივიწყოთ დასვენება”. თუ მარტოხელა ხართ, 20 თებერვლიდან დიდი შანსია, 2 აპრილამდე პერიოდში იპოვოთ პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა დინამიკურად წარიმართება, უკვე ნოემბრის დასაწყისში და, შესაძლოა, ეს ურთიერთობა ქორწინებითაც დასრულდეს, თუმცა, ამ საკითხში არ გირჩევთ სულსწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. კარგი წელიწადია ასევე, კარიერული წინსვლისთვის. იანვარ-თებერვალში გამოავლინეთ მეტი ინიციატივა და ეს მეტ წარმატებებს მოგიტანთ. ივლისი და ნოემბერი ის თვეებია, როცა უნდა დაგეგმოთ კარიერული ცვლილებები. ფინანსური თვალსაზრისით, ეს წელიწადი, ზოგადად, კარგია. 

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის, 2015 წლის დევიზია: „ისწავლეთ თქვენი სურვილებისა და ემოციების მართვა”. იყავით მეტად აქტიური და მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან. ხშირად წადით საზოგადოებრივ შეხვედრებზე. მეტად დაეყრდენით ინტუიციას და ის დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმაში. მთელი წლის განმავლობაში იგრძნობთ, რომ სასიყვარულო სფეროში ვარსკვლავები გეხმარებიან და თქვენს მხარეს არიან. ნუ განმარტოვდებით. თუ მარტოხელა ხართ, დიდი შანსია, 14 მარტისა და 31 მაისის შუალედში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც დიდი სასიყვარულო გრძნობა დაგაკავშირებთ მომავალში, ამიტომ, მის მიმართ მეტად რომანტიკული და მიმნდობი იყავით. ახალი ნაცნობობა კარგ პერსპექტივებს გპირდებათ მთელი წლის განმავლობაში, თუმცა, მთლიანად ნუ მიენდობით გრძნობებს და გონებაც დაიხმარეთ. 17 ივლისიდან 2 ნოემბრამდე პერიოდიც კარგია ახალი სასიყვარულო კავშირის დასამყარებლად. მარტში კი ყურადღება მიაქციეთ მოვლენებს, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებაში განვითარდება და შესაბამისად იმოქმედეთ. პროფესიონალური სფერო თხის წელიწადში მოგიტანთ სასიამოვნო სიურპრიზს. ამ მხრივ დააკვირდით 22 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდს. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი და უნარი. 1 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში მოერიდეთ გაუაზრებელი გადაწყეტილებების მიღებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, კონფლიქტებს, ხელმძღვანელებთან კონტაქტს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი კვლავ დაიწყება კარიერული აღმავლობის პერიოდი. ამ დროს კარგია საფინანსო ოპერაციებიც. 

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, წლის დევიზია: „რაც შეიძლება სწრაფად გადადით აქტიურ მოქმედებებზე”. უფრო მეტად დაგეგმეთ წინასწარ საქმეები კარიერულ და სასიყვარულო სფეროებში და ისე იმოქმედეთ. 2015 წელს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, რისთვისაც მზად უნდა იყოთ. კარგია ახალი ნაცნობობა. წლის დასაწყისში მოსალოდნელია თავბრუდამხვევი რომანტიკული შეხვედრები. თუ მარტო ხართ, მარტის შუიდან თვის ბოლომდე დიდი შანსია, იპოვოთ სასურველი მეორე ნახევარი.  მოერიდეთ უაზრო ფლირტაობას და ზედმეტად ნუ აეჭვიანებთ საყვარელ ადამიანს. სასიყვარულო კავშირისთვის განსაკუთრებით სარისკოა 28 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდი. კარიერის თვალსაზრისით, თხის წელიწადი ერთგვარი ტრანსფორმირების წელია. მარტსა და აპრილში იგრძნობთ დადებით ცვლილებებს პროფესიონალურ სფეროში. მეტად დაფიქრდით, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. ნუ დაგეგმავთ ახალ საქმეებს დამოუკიდებლად, ჰკითხეთ რჩევები გამოცდილ ადამიანებს. 18 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდი ცოტა რთულია კარიერული თვალსაზრისით და, ამიტომ, არ გირჩევთ რადიკალურ ცვლილებებს, თუმცა, ეს წელი გაცილებით სტაბილური იქნება გასულ წელთან შედარებით. არ გირჩევთ სესხის აღებას, რადგან ამ წელს მათი გასტუმრება გაგიჭირდებათ. 

კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის, წლის დევიზია: „მე ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელი შესაძლებელია”. 2015 წელი თქვენთვის შედარებით სტაბილური იქნება. დასახეთ ახალი მიზნები, იმოქმედეთ აქტიურად და იყავით წინდახედული. გაზაფხულის შუა პერიოდი და შემოდგომის დასაწყისი თქვენთვის ცვლილებების პერიოდია როგორც კარიერულ, ასევე, პირად ცხოვრებაში. ზაფხულში მოაგვარებთ საოჯახო პრობლემებს და გელით სასიამოვნო სიურპრიზები. წლის პირველ ნახევარში ბევრი თქვენგანი პირად ცხოვრებაში ცვლილებების წინაშე აღმოჩნდება. ამ მხრივ განსაკუთრებით პოზიტიურია აპრილი და მაისი. ზაფხულში მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. 5 აგვისტოდან გაუმჯობესდება სიტუაცია საყვარელ ადამიანთან. წელს მეტად დაეყრდენით ინტუიციას, რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ. 2015 წელს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი, რომელიც თქვენს შემოსავალს აღემატება და მოგიწევთ მისი სესხება. 12 თებერვლამდე ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს კარიერულ სფეროში. ზამთრის თვეებში მოერიდეთ კრედიტების აღებას, გაზაფხულზე კი მოიმატებს დაპირისპირება. მაისის ბოლოს მოსალოდნელია ფინანსური სტაბილურობა, 5 აგვისტოდან კი ამ მხრივ იღბალი მოიმატებს. მეტად აკონტროლეთ ხარჯები 13-დან 28 სექტემბრის ჩათვლით. 

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის წლის დევიზია: „ფულს ესაჭიროება პერიოდულად გადათვლა!”. წლის პირველი ნახევარი მეტად ნაყოფიერია. მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები, შემოქმედებითი უნარი და ინტელექტი. ამ პერიოდში, ასევე, მოსალოდნელია სიურპრიზები საქმიან და პირად ურთიერთობებში. აგვისტოდან წლის ბოლომდე კი ნუ ელით სერიოზულ ცვლილებებს, რადგან, ცხოვრება სტაბილურად გაივლის. თხის წელიწადი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით მეტად სტაბილურია, თუმცა, პერიოდულად მოსალოდნელია თავბრუდამხვევი რომანტიკული შეხვედრები და ფლირტები, განსაკუთრებით – ზაფხულის პერიოდში. არ არის გამორიცხული, დაფიქრდეთ დაოჯახებაზე. 6 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ კონფლიქტებს კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. 21 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით კარგად დააკვირდით, რას გთავაზობთ გარემოებები. სამსახურის დასაწყებად კი კარგი შანსი 21 მარტიდან 21 აპრილამდე მოგეცემათ. 12-30 მაისის პერიოდში იყავით მეტად თავდაჭერილი და მოერიდეთ კამათს. ივნისის პირველი ნახევარი გამოიყენეთ დასვენებისთვის. 20 ივნისიდან 20 ივლისამდე მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბიზნესის გაფართოება ან პროფესიონალური სასიკეთო ცვლილებები. 24 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე მოერ იდეთ სესხის აღებას, 29 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე კი იღბალი მეტად გაგიღიმებთ.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის 2015 წლის დევიზია: „იმოქმედე სიტუაციის მიხედვით”. 10 იანვრიდან 3 თებერვლამდე კარგია ახალი იდეების ჩამოყალიბება. 27 იანვრამდე პერიოდი კი საუკეთესოა ახალი ხალხის გასაცნობად, რადგან ისინი მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს პირად ცხოვრებაში. 28 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდში მოსალოდნელია, ახალი სასიყვარულო კავშირის წინაშე აღმოჩნდეთ – შესაძლოა, ერთი ნახვით შეგიყვარდეთ. ზოგადად, წელს პირადი ურთიერთობები მეტად გაუმჯობესდება, მთავარია, გამოხატოთ თქვენი ემოციები და სურვილები. ეცადეთ, არ დაუშვათ შეცდომები და გონივრულად იმოქმედოთ. 21-22 დეკემბერი სარისკო დღეებია სასიყვარულო ურთიერთობისთვის, რადგან, დიდია საყვარელ ადამიანთან სერიოზული კამათის ალბათობა; ამიტომ, შეიკავეთ თავი და იყავით დამთმობი. რაც შეეხება კარიერულ სფეროს, იანვრის შუა რიცხვებამდე ნუ დაგეგმავთ ცვლილებებს. 22 იანვრის და 11 თებერვლის შუალედში მეტად იჩენს თავს ფინანსური პრობლემები. ეცადეთ, მოძებნოთ დამატებითი შემოსავლის წყარო. 10 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით სიტუაცია დასტაბილურდება. კარიერული თვალსაზრისით, წლის ბოლომდე რთული წელიწადია. 15-25 ნოემბრის ჩათვლით ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. 

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის, 2015 წლის დევიზია: „მომავლის საძირკველი ახლა უნდა ჩაიყაროს!” თხის წელიწადი  ცვლილებების დროა. მოემზადეთ ახალი შეხვედრებისთვის, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობდით. ხშირად აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში და წარმატებით გადაწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს. წლის მეორე ნახევარში კი, დიდი შანსია, სასურველი მეორე ნახევარი იპოვოთ. წლის დასაწყისშივე თქვით უარი უსარგებლო ნაცნობობაზე. ეს ეხება როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებას. ხშირად დაეკითხეთ რჩევები გამოცდილ ადამიანებს. ნუ იქნებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც არ ენდობით. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი. 24 დეკემბრიდან ვარსკვლავები იღბლიანობას გპირდებიან წლის პირველი ნახევრის შუა რიცხვებამდე, ამიტომ, იყავით ყურადღებით. ასევე, მთელი წლის განმავლობაში ფინანსური გასავალი მეტი იქნება, ვიდრე ეს წინა წელს იყო. იანვარშივე იგრძნობთ ცვლილებებს კარიერულ სფეროში. 8-16 მაისის შუალედში დააკვირდით, რას გთავაზობთ გარემოებები პროფესიონალურ სფეროში. 23 სექტებბერს უკვე იგრძნობთ, რომ ხელმძღვანელი პირები თქვენი მუშაობით კმაყოფილები არიან, რაც ფინანსურ მოგებასა და კარიერულ წინსვლას გპირდებათ. 

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების 2015 წლის დევიზია: „მე ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ვარ!“. თვითრწმენა დაგეხმარებათ აზრებისა და შესაძლებლობების კონცენტრირებაში. გარშემო მყოფები ეცდებიან, წყობიდან გამოგიყვანონ, მაგრამ, არ აყვეთ მათ ამბიციებს და დაიცავით შინაგანი სიმშვიდე. ნუ დაარღვევთ წესებსა და კანონებს. ზამთრის თვეებსა და ნოემბერში მოგინდებათ მეტი თავისუფლება და, ამის გამო, არ არის გამორიცხული, საყვარელ ადამიანთან სიტუაცია დაგეძაბოთ. ეცადეთ, არ აჰყვეთ ნეგატიურ ზეგავლენებს. 23-24 თებერვალს დიდი შანსია, ბედ-იღბალში მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. სასიამოვნო რომანტიკულ-სასიყვარულო შეხვედრებისთვის კარგი დროა ივნისის მეორე ნახევარი და 10-20 ოქტომბრის შუალედი. 25 ივლისიდან 7 სექტემბრამდე თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია დაბრუნდნენ ძველი თაყვანისმცემლები, რომლებიც თავბრუს დაგახვევენ, მაგრამ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ძველი კავშირების აღდგენა და ყველაფერის თავიდან დაწყება. ამ წელს ახალ სამსახურში გადასვლა წარმატებებს მოგიტანთ. ეს დაგეგმეთ 11-24 თებერვლის პერიოდში, რადგან ამ დროს სწორი არჩევნის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. კარიერული თვალსაზრისით კარგი პერიოდია 11-23 აპრილის შუალედი. ივნისში კი მოერიდეთ რისკსა და ფინანსურ გარიგებებს. საბუთების მხრივ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ 4-21 დეკემბრის შუალედში, რადგან დიდია მოტყუების ალბათობა. 

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის 2015 წლის დევიზია: „რაც უფრო ნელა მიდიხარ, მით მეტად შორს წახვალ!”. თხის წელიწადში გახდებით უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. სხვების აზრები ნაკლებად მოახდენს თქვენზე ზეგავლენას. აგვისტო თქვენთვის ცვლილებებისა და იღბლიანობის პერიოდია. ამ პერიოდში იყავით ყურადღებით. იფიქრეთ პირადი ცხოვრების შცვლაზეც. გადახედეთ განვლილ გზას და გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი. კარგია ახალი ნაცნობობა. ნუ ინერვიულებთ, თუ რამე არ გამოდის და შეინარჩუნეთ სიმშვიდე – ასე უფრო მეტად მოიგებთ. 12 ოქტომბრიდან პერიოდი ხელს შეუწყობს ახალ ადამიანებთან ურთიერთობას, სასიყვარულო შეხვედრებსა და რომანტიკულ ნაცნობობას. 14 თებერვლამდე კი ნუ იჩქარებთ ახალი საქმის დაწყებას, შემოიფარგლეთ ყოველდღური საქმიანობით. 24 თებერვლიდან 12 მარტამდე კარგი პერიოდია ახალი სამსახურის დასწყებად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სესხის ასაღებად. 2-22 აპრილს მეტად გაგიმართლებთ კარიერაში. 6-9 ივნისის პერიოდში ხელმძღვანელი პირები მეტად დაგაფასებენ. 13 ნოემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით გამოავლინეთ მეტი შრომისუნარიანობა და აღებული ვალდებულება ბოლომდე შეასრულეთ – ეს კარგ ფინანსურ შემოსავლებს მოგიტანთ. 

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების დევიზი წელს იქნება: „მე ყველფერი შემიძლია, მთავარია, მოვინდომო!”. თხის წელიწადი თქვენთვის ერთგვარი გამოღვიძების, ცვლილებებისა და აღმოჩნების წელიწადია. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ფრთხილად მიუდექით ახალ ნაცნობობას. გადააფასეთ პირად ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯები. სასიყვარულო კუთხით გაგიმართლებთ 15-30 ოქტომბრის ჩათვლით, როცა მეტად გაგიღიმებთ ბედი. ზოგადად, სასიყვარულო-რომანტიკული თვალსაზრისით, 2015 წელი თქვენთვის გარდამტეხია. ნებისმიერ სიტუაციაში გამოიჩინეთ ინიციატივა და იმოქმედეთ აქტიურად. წლის პირველ ნახევარში მეტად მართეთ ემოციები. ზამთრის თვეებში მოსალოდნელია ახალი კავშირები, რომლებიც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს მომავალ ცხოვრებას. სექტემბრის პერიოდი კი განსაკუთრებით კარგია ბედ-იღბალში ცვლილებების შესატანად. წლის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე მოერიდეთ სარისკო ნაბიჯებს კარიერაში, აკონტროლეთ ფინანსური მოქმედებები. 29 თებერვლიდან 19 აპრილამდე მაღალია მოტყუების ალაბათობა. ამ პერიოდში ნუ აჰყვებით მაცდუნებელ წინადადებებს. პროფესიონალური თვალსაზრისით  კარგი პერიოდია 1-10 ივნისისა და 3 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდები. წლის მეორე ნახევარში შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატების მიღწევა. ზოგადად, კარიერული და პროფესიონალური თვალსაზრისით, 2015 წელს პოზიტიურია 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით და  14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდები. 

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის 2015 წლის დევიზია: „ადამიანი, მარტო უფრო მეტად მებრძოლია!”. მიზანსწრაფვით და შეუპოვრობით მეტს მიაღწევთ და უფრო წინ წაიწევთ. ეს სასიკეთო ცვლილებების პერიოდია: მოგეცემათ შანსი, განახორციელოთ ძველი იდეები და დაგეგმოთ ახალი. 22 იანვრიდან 21 მარტამდე რთული პერიოდია სასიყვარულო სფეროში, ამიტომ, მოერიდეთ ახალ ნაცნობობას და სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს. კრიტიკული პერიოდი კი დგება 20 მარტიდან 5 აპრილამდე. 12 აპრილიდან 9 მაისის პერიოდში კი მოსალოდენლია მეგობრული და რომანტიკული შეხვედრები, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუმცა, ნუ იჩქარებთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. 16 ივლისიდან  შემოდგომის შუამდე პერიოდი  ერთგვარ გამოცდას მოგიწყობთ სასიყვარულო სფეროში, ამიტომ, მეტი დაკვირვება და სიდინჯე უნდა გამოიჩინოთ, ოქტომბრიდან კი სიტუაცია გამოსწორდება. 2015 წელი შემოქმედებითი კუთხით პოზიტიურია. მეტი შესაძლებლობა გაჩნდება კარიერული წინსვლისთვის და ახალი საქმის წამოსაწყებად. დააკვირდით რას გთავაზობთ გარემოებები პროფესიონალურ სფეროში 12 აპრილიდან 9 მაისამდე, 21 იანვრიდან 12 თებერვლამდე ფინანსურად სტაბილური პერიოდია, 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი კი ცოტა დაძაბული აღმოჩნდება. ზოგადად, თუ მეტად იშრომებთ და არ დაიზარებთ, წლის მეორე ნახევარში მეტ შემოსავალს მიიღებთ. 26 ოქტომბრის მერე მოიმატებს იღბლიანობა.

თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის 2015 წლის მთავარი დევიზია: „იცხოვრეთ თქვენი სიამოვნებისთვის!”. წელს, როგორც იქნა, გათავისუფლდებით წარსულისგან, რომელიც ხელს უშლის სიახლეებს. მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. სამყარო არაერთი სასიამოვნო ფაქტის წინაშე დაგაყენებთ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გამოიყენებთ შანსებს, რომლებაც თხის წელიწადი გთავაზობთ. 8 აპრილამდე პერიოდში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. კრიტიკული პერიოდებია 11 იანვრიდან 21 თებერვლამდე და 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე და მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, აკონტროლოთ სიტყვები და ქმედებები. ოქტომბრის მეორე ნახევარი მეტად სასიკეთოა სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის; ასევე თქვენს პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება ახალი კავშირები 9 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში. კარიერული და პროფესიონალური კუთხით, წლის დასაწყისი რთულია, თუმცა, 8 აპრილის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება, მანამდე კი ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ მიატოვებთ ძველ სამსახურს. მოერიდეთ, ასევე, მსხვილ დანახარჯებს. დააკვირდით 20-30 აპრილისა და 1-10 მაისის პერიოდებში რას შემოგთავაზებთ გარემოებები. 25 ივლისიდან გააქტიურდება თქვენი საქმიანი კავშირები და მეტი ძალისხმევით შეუდგებით დასახული მიზნების რეალიზებას. 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მოიმატებს იღბლიანობა, რაც თქვენს ფინანსურ მხარეზეც დადებითად აისახება. 

скачать dle 11.3