კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარადი ქალწულები

ანუ ყვავილებდამჭკნარი ძვირად ღირებულები

თუმცა ჩვენებური მამაკაცები კვლავაც არ აღიარებენ, რომ ჩვენს სამშობლოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია არსებობს (ისევ იმ ვერსიაზე დგანან: ქალები ჩვენი ცხოვრების ყვავილები არიანო), სტატისტიკა და კვლევები საპირისპიროს ამტკიცებენ.

კერძოდ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ საქართველოში მამაკაცის საშუალო ანაზღაურება „ცხოვრების ყვავილების“ საშუალო ანაზღაურებას 411 ლარით აღემატება. – 

მაგრამ განა მხოლოდ ეს?! აღმოჩნდა, რომ ამ ორს შორის განსხვავება, ანუ ქალთა დისკრიმინაცია ისეთ პროზაულ ასპექტებშიც შეინიშნება, როგორიცაა: სამსახურში აყვანა, ტრენინგები და დაწინაურება, დათხოვნა, ხელფასები, სხვა სახელფასო სარგებელი, თანასწორობა მოპყრობისას და გენდერული და სექსუალური შევიწროება. 

რაც მთავარია, მიუხედავად „შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებისა (დეკრეტული შვებულება 600 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდა და დედობა არ არის დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი), რაც არის, ისიც არ მუშაობს.

კერძოდ, დედობა კვლავ სასჯელია (საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ქვეყნის მოქალაქე მამრობითი სქესის დამსაქმებლებისთვის). რადგან, როგორც წესი, გასაუბრებისას პოტენციური დამსაქმებლები მდედრობითი სქესის სამუშაოს მაძიებლებთან აზუსტებენ არა მხოლოდ იმას, არიან თუ არა ეს უკანასკნელები დაოჯახებულები, არამედ იმასაც კი, მომავალში ხომ არ აპირებენ ამ მავნებლობას და ზედაც – მორიგი მავნებლობის, შვილის გაჩენის დამატებას.

ჯერჯერობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ქალწულობის დამადასტურებელ ცნობას არ ითხოვენ, თუმცა, თუ დამსაქმებელთა შემართებას გავიხსენებთ, არ გამოვრიცხავ, დაზღვევის მიზნით, დამსაქმებლებმა ამ ტიპის ცნობის პერიოდულად წარდგენა სავალდებულოც გახადონ.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გენდერული თანასწორობა ჩვენი კულტურული ტრადიციაა, რის ცხოვრებაში გატარებასაც ჩვენი თანამედროვე მამაკაცების უმეტესობა ვერ ახერხებს, აშკარაა, რომ ოცდამეერთე საუკუნის ქართველები მეთორმეტე საუკუნის ქართველების ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან.

скачать dle 11.3