კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მეგობარი მიწოდე“

„გომბიოები“

გასულ კვირას ამ ჩვენმა სახმინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა, ამ ჩვენსავე სეპარატისტებს მეგობრობის ხელი გაუწოდა (პათოსით: „მეგობარი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე“), ანუ პირდაპირი დიალოგი შესთავაზა, თუმცა, მხოლოდაღიარებულებმა შორს დაიჭირეს (ოკუპანტური პრინციპით: „ტამბოვსკი ვოლკ ტებე ტოვარიშჩო“).

„იუჟნაია ოსეტიელი“ „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ პირით შემოგვითვალეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მორიგი ინსინუაციებია (ეს ულვაში მომპარსეთ, რომ არა ეს განცხადება, თუ დამეჯერებინა, რომ ცხინვალის შემოგარენში ეგზომ რთული  ტერმინებიც იცოდნენ) და მიზნად განა აფხაზ და ოს საზოგადოებებთან კონტაქტს, საერთაშორისო საზოგადოების შეცდენას ისახავსო.

სახელდობრ, ზემონახსენები თვითმარქვია უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვაა, ნებისმიერი, მათ შორის ძალისმიერი გზით აიძულოს „იუჟნაია ოსეტია“, საქართველოს შემადგენლობაში შევიდესო.

ეს ამბავი კი იმიტომ არ უნდათ, რომ დღეს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით დაბალი ყოფილა, ვიდრე „იუჟნაია ოსეტიაში“! ზედაც, დაამატეს, რომ სამხერთელი ოსებისთვის საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოსყიდვაა (რაც, ძალაუნებურად იწვევს ოკუპანტურისავე ასოციაციას: „ს კატერტიუ დოროგა“ მიქელ-გაბრიელთან შესახვედრად, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ  – ). 

უფრო მეტიც, ძველი „ცოდვებიც“ გაგვიხსენეს: „რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რომელიც ქართულ-ოსური 1993 წლის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკურ აღმშენებლობას ითვალისწინებდა, საქართველოს ერთი რუბლი არ გამოუყვია მის მიერ სამხრეთ ოსეთში დანგრეული ობიექტების აღსადგენად (ისე, რუბლს როგორ გამოყოფდა?!).“

ზემომოყვანილი განცხადების პოლიტიკური მოტივი მარტივად გასაგებია: ცხინვალი რფ-სთან ინტეგრაციის შეთანხმების გასაფორმებლად ემზადება და ყოველწლიურად 5 მილიარდი რუბლის მიღების იმედი აქვს (რომელიც უკვე 100 000 აშშ დოლარს ჩამოსცდა), თუმცა ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ჩვენებური სეპარატისტები ისევ იმ „გომბიოებივით“ არიან, ბუმბულში ჩაგორებას მაინც ფუჩეჩ-ფუჩეჩები რომ ურჩევნიათ. – 

скачать dle 11.3