კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კაცი ვარ და ქუდი მხურავს“

თუმცა ისინი ერთად არიან დავანებულები საბაჟო კავშირში და ევრაზიულშიც იმავეს აპირებენ, ბელორუსის პრეზიდენტმა, სიყვარული სიყვარულადო, მაგრამ ბელორუსის მთავრობას დაავალა, სულზე უტკბესთან, ანუ რფ-სთან ანგარიშსწორება მყარ ვალუტაში განახორციელონ.

სახელდობრ, „ბატკად“ წოდებულმა ბრძანა: „გვაქვს ამოცანა, რომ ვივაჭროთ არა რუბლებით, არამედ – დოლარებით, რადგან ჩვენ ენერგორესურსების საფასურს რუსეთს სწორედ დოლარებით ვუხდით“. – 

ეს შეუსაბამობა ბ-ნმა ლუკაშენკომ ბელორუსის მთავრობის ნაკლად მიიჩნია და ეკონომიკური პრობლემებისადმი მიძღვნილ თათბირზე განაცხადა, რომ ბელორუსი არ აპირებს, საკუთარი ვალუტა სამარეში ჩააყოლოს თუნდაც სულზე უტკბესს.

მეტიც – ვერდიქტიც გამოუტანა: „არ ვაპირებთ, გავეკიდოთ რუსეთს, ეს კატეგორიულადაა აკრძალული, იმიტომ რომ, არავინ იცის, რა მოხდება რუსეთის ბაზარზე.“

მეორე მხრივ, ბელორუსში რფ-ის ელჩმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბელორუსში უფრო მეტი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი იქნება და იქვე შეგვახსენა, ჩვენ რა – ბელორუს კოლეგებს შეახსენა, რომ 2013 წლის დეკემბრიდან ბელორუსიის ცაზე სამხედრო პატრულირებას ეწევიან რუსული ავიაგამანადგურებლები.

თუმცა, ზემოთ ვნახეთ, ამ კეთილი სამხედრო ჟესტის მიუხედავადაც, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხუილი, ერთგულია ქართული სიბრძნისა: ძმამ ძმას ანგარიში უყო, მაგრამ ისევ ძმებად დარჩნენო. – 

скачать dle 11.3