კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ბრენტანო: ეგოიზმი გვაიძულებს, მივისწრაფოდეთ იქითკენ, რომ სხვებს მოვწონდეთ.

ბალზაკი: შური ზიზღის ერთი ყველაზე მოქმედი შემადგენელი ნაწილია.

პასკალი: ღმერთს უფრო ჩვენი ნების დაუფლება სურს, ვიდრე ჩვენი გონების. სრული ნათელი სასარგებლო იქნებოდა გონებისთვის, მაგრამ, ავნებდა ნებას. უნდა დაითრგუნოს ცუდმედიდურობა.

ლაროშფუკო: სიკეთის გამო ქების ღირსია მხოლოდ ის კაცი, ვისაც იმის ძალაც შესწევს, რომ ხანდახან ბოროტი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკეთე უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა მცონარობა ანდა ნებისყოფის სისუსტე.

დოსტოევსკი: ის, ვინც არ იცის საკუთარი დანიშნულება, ყველაზე ხშირად მოკლებულია საკუთარი ღირსების გრძნობას.

სენკევიჩი: სიყვარული, რომელსაც სურს, მარტო სულიერ სიყვარულად დარჩეს, აჩრდილად გადაიქცევა; ხოლო, სულიერ საწყისს მოკლებული სიყვარული – გარყვნილებად.

ბრეხტი: ყველაზე საჭირო სიტყვად – საბოლოო სიტყვა მიმაჩნია.

ციცერონი: ვერ შეიყვარებ ვერც იმას, ვისიც გეშინია და ვერც იმას, ვისაც შენი ეშინია.

ბომარშე: დასახული მიზნის მისაღწევად საქმოსნობა ცოდნაზე არანაკლებ საჭიროა.

სტერნი: ცოდნის წყურვილი, ისევე, როგორც სიმდიდრის წყურვილი, ძლიერდება, რაც უფრო მეტს ვიძენთ.

ტიურგო: რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო ნაკლებად ეჭვობ; რაც უფრო ნაკლები აღმოაჩინე, მით უფრო ნაკლებს ხედავ აღმოსაჩენს.

ლიხტენბერგი: სიამაყე, როგორც კეთილშობილური გრძნობა, მუდამ გრძნობს თავის ნაკლოვანებებს; მათ მხოლოდ ქედმაღლობა ვერ ამჩნევს.

ტერენციუსი: ძნელი მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ბარნოვი: ყველა ხელობა თავის დაღს ასვამს ადამიანების აგებულებას, მის მოძრაობას, სულსაც იმისას.

ჰეგელი: ადამიანი ის არის, რა საქმეც ეხერხება.

პლუტარქე: ხშირად კითხვას ვსვამთ არა პასუხისთვის, არამედ, მივილტვით, მოვისმინოთ მეორე ადამიანის ხმა და განწყობა. პასუხის დასწრება, სხვათა სმენისა და გონების დაკავება, იგივეა, რომ შენს ალერსსა და კოცნას თავს ახვევდე იმას, ვინც სხვის ალერსს ლამობს.

ოდენი: თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ თქვენს გემოვნებაში, იცოდეთ, რომ ის თქვენ გაქვთ.

ნაპოლეონი: კარგი ქალები ყოველთვის კარგ მამაკაცებზე უკეთესები არიან.

скачать dle 11.3