კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფრიკული ვოიაჟი და პაპანაქება სიცხეში წაგებული 1:5

აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში გვაქვს თამაში. სიცხეა ისეთი, რომ თავის მოკვლა მოგინდება კაცს. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? დიდი ამბით დაგვხვდნენ იქაურები. 

მოკლედ, მაგარ პატივისცემაში ვართ ქართველი „ფუტბოლისტები“, მაგრამ, რად გინდა?! ბედი უნდა ყველაფერს და ავტობუსის კონდიციონერი შუა გზაზე გადაიწვა. ვიბუღებით ამ პაპანაქებაში. რაღა რუსული „პარნოი“ და რაღა ის ავტობუსი. ასე, „პარში გამოყვანილები“ მივედით სასტუმროში. სიცხე იქ უნდა გენახათ... მოკლედ, ოკეანიდან გამორიყული მომაკვდავი თევზებივით ვაღებთ პირს და ვპარავთ ჟანგბადს ერთმანეთს. 

ღამით დავიძინეთ... დავიძინეთ ჰქვია, თორემ კოშმარში ვართ. მე, პირადად, ნაწილ-ნაწილ მესიზმრება ჩაციებული „ბორჯომი“, ცივი ლაღიძის წყალი – ლიმონი ნაღებით, ცივი შამპანური და... ჯოჯოხეთია!

გათენდა.

ცოტა გრილოდა და „მოვითელეთ“.

მატჩი რომ დაიწყო, ერთმანეთს ძლივს ვცნობდით..

იქაურები, ანუ მოწინააღმდეგეები, თავს მშვენივრად გრძნობდნენ და პირველსავე წუთზე შემოგვიტიეს. თუმცა, მოვიგერიეთ (ჯერ კიდევ „ცინცხლები“ ვართ). კონტრშეტევაზე სწრაფად გადავედით. პასი რეზის – რეზიმ დამიბრუნა... ორი მოვატყუე და ბურთი ისევ რეზის გავუგზავნე. შესაშურად გასცდა ორს... დაარტყა – არის! – 1:0. ვიგებთ. ეს იყო და ეს.

დაგვაწვა სიცხე და რა დაგვაწვა!!!

ყრუ დაცვაზე გადავედით. ასეთი ტაქტიკა არასდროს ამართლებს და ბახ! – 1:1. გაგვიქვითეს მაშინვე. ვინ ფიქრობს, თუ გიყვარდეთ, მოგება-წაგებაზე?! 

ჩრდილო იარუსთან, მოედანზე ჩრდილია. უმალ იქით გადავიტანეთ თამაში. აფრიკელებიც, კოლეგიალურად, გადმოგვყვნენ, ან სხვა რა გზა ჰქონდათ?! – ვიჯუჯგებით 20 კაცი იმ პატარა ჩრდილში. მხოლოდ იმათი და ჩვენი მეკარეები არიან სიცხეში. ჩვენმა იმარჯვა და „შტანგას” ამოეფარა. იმათმა მეკარემ ესეც ვერ მოახერხა და გამოტვინებული დგას შუა კარში. დგას, არ იქცევა, თორემ ცოცხალია თუ არა – კაცმა არ იცის. იმდენი ვიჯაჯგურეთ ამ ჩრდილში, რომ ერთი ჩვენიანი წაიქცა. მსაჯმა თამაში გააჩერა. ეს ჩვენი კი წაიქცა, მაგრამ ბევრი არაფერი მოსვლია. მაინც წაივლო ხელი ფეხზე პროტესტის ნიშნად და აღებს პირს: ვაი, ვაიო! გაჩერდა თამაში და გავგორდით ჩვენც... მიწა მაინც ცოტათი გრილია.

გამოცვივდნენ ჩვენი „ნასილკიანი“ ექიმები, დაეხვივნენ დაზარალებულს, დაასხეს მუხლზე გამყინავი „სპრეი“ (არადა, კოჭს იტკიებდა). ესეც გაგრილდა ცოტათი, მაგრამ, რა შვილი ადგება, გიჟი კი არაა!

წაქცეულ დაზარალებულს ახლა კოჭზე დასცხეს „სპრეი“..

გვიხარია... ვისვენებთ...

როგორც იქნა, მატჩი განახლდა... საკაცეზე წევს ჩვენიანი და უნდა წაიყვანონ... გაიყვანონ მოედნიდან...

მაგრამ „ცირკი“ აქ მოხდა. დაზარალებული წამოდგა, კვანჭალ-კვანჭალით და მწყობრშია...

„აბა საკაცეზე ვინ წევს?“ – გავიფიქრე...

ჩვენი მურთაზ შელია არ გაშხლართულა? – ვერ მიცნობენო, უფიქრია, მაგრამ გასახდელთან იცნეს და „სიმულიანტი“  ისევ შემოაგდეს მოედანზე.

1:5 წავაგეთ... სასტუმროში გვითხრეს, თორემ, ისიც არ ვიცოდით...

 

აჩი არველაძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3