კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხოცავდა ნაჯახით ქალებსა და ბავშვებს მოსკოვის ქუჩებში თბილისელი მანიაკი

სერიული  მკვლელი,  მანიაკი. დღეს ამით უკვე ვეღარავის გააკვირვებ.  საბჭოთა ეპოქაში  ამ  თემას ტაბუ ედო. პირველი სერიული მკვლელი,  რომლის საქმეც  გახმაურდა, ისტორიაში „მოსგაზის“ მეტსახელით დარჩა.  ამაზე   გვესაუბრება,  საქართველოს მწერალთა კავშირის  წევრი, ისტორიის  დოქტორი,  ნიკა  თევზაძე.

–  ადამიანი,  რომელიც  სრულიად უმიზეზოდ  მკვლელობაზე  მიდის, ავადმყოფია. საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებული  იყო მოსაზრება,  რომ  მანიაკები, სადისტები,  სერიული მკვლელები მხოლოდ კაპიტალისტურ სისტემაში  არსებობენ.  „მოსგაზი“ პირველი  საბჭოთა სერიული მკვლელი გახლდათ,  რომლის საქმეც გახმაურდა. საბჭოთა გაზეთებში  ამის თაობაზე  ერთი სიტყვაც არ  ყოფილა. მოსკოვში მომხდარი სერიული მკვლელობების ამბები კი ჯერ თვითგამოცემაში,  შემდეგ კი რადიო „თავისუფლებაში“ მოხვდა.  ამის  შემდეგ „ბი-ბი-სიმ” მიუძღვნა ვრცელი გადაცემა.   გაზეთებმა  „ტაიმსმა,“ „მონდმა“  კი,  მოუხელთებელი  საბჭოთა  სერიული მკვლელის  თემას  ვრცელი სტატიები მიუძღვნეს.  

– აქამდე მსგავსი  ამბები არ ხმაურდებოდა.  როგორ მოხდა,  რომ „მოსგაზის“  გარშემო  ასეთი აჟიოტაჟი ატყდა?

– დავიწყოთ იქიდან,  რომ დანაშაული, თავისი სისასტიკიდან გამომდინარე, მართლაც  არაადამიანური  იყო.  მანიაკი მოსკოველთა  ბინის კარებზე რეკავდა და  შეკითხვაზე,  ვინა ხარო, პასუხობდა, რომ  „მოსგაზიდან”  იყო. მასაც ბინაში უშვებდნენ. თუკი დაინახავდა,  რომ ქალი ან ბავშვი მარტო იყო,  მათ  ნაჯახით   კლავდა.  

ნიკიტა სერგეევიჩმა  მაშინდელი  ძალოვნები  დაიბარა და უთხრა:  რაც გინდათ ქენით, მაგრამ  ეს „მოსგაზია“  თუ ვიღაც,  ცოცხალი ან მკვდარი მომგვარეთო.  საბჭოთა მილიცია  მანიაკის შეპყრობას კეთილსინდისიერად ცდილობდა, მაგრამ ეს, როგორც გითხარით, ძალიან ძნელი აღმოჩნდა. პროფესიონალი დამნაშავისაგან განსხვავებით, მანიაკი  ყოველგვარი მოტივის გარეშე კლავს.  მას  არც კრიმინალურ წრეებში გააჩნია კონტაქტები. ასე რომ, მისი  მოქმედების გათვლა ძნელია.  

„მოსგაზმა“ პირველი მკვლელობა  1961 წელს ჩაიდინა. დადგა 1964 წლის იანვარი,  მოუხელთებელი მანიაკი კი თავისუფლად დანავარდობდა.

– და  ქალებსა და ბავშვებს  ხოცავდა?

– დიახ.  ერთ-ერთი ასეთი  „ოპერაცია“ მარცხით დამთავრდა.  შედეგად მილიციამ  მკვლელის სიტყვიერი პორტრეტი  შეადგინა. 

– ეს  როგორ  მოხდა?

– მანიაკმა  მოსკოვის  მცხოვრების,  ვინმე  იაროშინსკების ბინის კარზე დარეკა.  კარი ცამეტი წლის გენკამ გაუღო. მკვლელმა ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: მე „მოსგაზიდან” ვარ. ბიჭმაც  ის ბინაში შეუშვა.  ამ  დროს მეორე ოთახიდან გენკას უფროსი და გამოვიდა. მკვლელი, ეტყობა, ამას არ მოელოდა, შეტრიალდა და გაიქცა. ნახევარი   საათის  შემდეგ მანიაკი მეზობელ  სახლს  მიადგა, სადაც გენკას  მეგობარი,  საშკა გორელიკი ცხოვობდა. საშკა ბინაში  მარტო  იყო. მკვლელმა  ის ნაჯახით აკუწა. ბუნებრივია,  მეზობლებში უმალ  გავარდა  ხმა.  გენკამ და  მისმა დამაც გაიხსენეს,  რომ  უცნაური  ტიპი მათ ბინასაც მოადგა.  თავი „მოსგაზის” თანამშრომლად გაასაღა, ხოლო შემდეგ, ანაზდად გაიქცა. მილიციამ და-ძმა გულდსამით დაკითხა.  მათ  ოპერმუშაკი სოფია ფაინშტეინი ესაუბრა და პატარა კურიოზი მოხდა.

– მართლა?

– გენკამ  და მისმა დამ  დაუპატიჟებელი სტუმრის გარეგნობა დაწვრილებით აღწერეს.  აღმოჩნდა, რომ  ეს „მურის” ერთ-ერთი  თანამშრომლის  გარეგნულ ნიშნებს დაემთხვა.  ის დააპატიმრეს, თუმცა  დაპირისპირებისას და-ძმამ ერთსულოვნად განაცხადა:  არა, ეს ის არააო.  თანამშრომელიც გაათავისუფლეს,  თუმცა „მურს”  მკვლელის მიახლოებითი პორტრეტი  უკვე ჰქონდა.  რაკი მაშინ ფოტორობოტები ჯერ არ იყო,  ფაინშტეინმა დახმარებისთვის მხატვარს მიმართა, რომელიც  მისი  საყვარელი იყო. ფაინშტეინის  თხონით,  მან  დახატა მანიაკის  პორტრეტი, რომელსაც საფუძვლად და-ძმა   იაროშინსკების ჩვენება  დაუდო.

ამასობაში მანიაკმა  ახალი მკვლელობის ჩადენა სცადა.  მსხვერპლი ამჯერად  ახალგაზდა ქალი, ვინმე  იულია პეტრენკო აღმოჩნდა.  მკვლელმა მასაც თავში ნაჯახი ჩაარტყა,  მაგრამ  რაღაც სასწაულით, ქალი გადარჩა.  ფაინშტეინმა ქალი პირადად დაკითხა,  შემდეგ  მისი  საყვარლის მიერ დახატული პორტრეტი მიაჩეჩა.  „ეს ისაა!“ – შესძახა ქალმა.  ამრიგად,  დამნაშავის გარეგნული ნიშნები საბოლოოდ დადგინდა.  თუმცა, მოსკოვის  სისხლის  სამართლის სამძებროს (მური)  მიერ დაგებულმა  ვერც ერთმა ხაფანგმა  ვერ იმუშავა.

– ამასობაში,  მანიაკმა  მორიგი დანაშაული ჩაიდინა? 

– მან   12 წლის გოგონა ნაჯახით აჩეხა. როგორც ჩანს, გოგონა შეძლებული ოჯახის შვილი გახლდათ, რადგანაც ბინაში იყო ტელევიზორი „სტარტი“.  მაშინ ტელევიზორი   მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ.  მანიაკმა  ტელევიზორი გაიტაცა, რამაც  ის დაღუპა. მეზობლებმა  მილიციას განუცხადეს,  რომ  შენიშნეს  მოკლულის ბინიდან გამოსული მამაკაცი,   რომელსაც ტელევიზორი მიჰქონდა.  მამაკაცმა  მანქანა გააჩერა,   შიგ ჩაჯდა და გაუჩინარდა.  ერთ-ერთმა მეზობელმა   მანქანის ნომერი დაიმახსოვრა. მილიციამაც  ამის მიხედვით   ადვილად მოძებნა მისი მფლობელი.  დანარჩენი ტექნიკის  საქმე იყო. მძღოლმა აჩვენა,  რომ  მართლაც  ჩაისვა მანქანაში მგზავრი,  რომელსაც ტელევიზორი მიჰქონდა.  „მე  ის რიგის ვაგზლის მიდამოებში გადმოვსვი“, – თქვა მძღოლმა. სავარაუდოდ, მანიაკი ამ  რაიონში ცხოვრობდა. რაკი ტელევიზორი გაიტაცა,  მის რეალიზებასაც შეეცდებოდა. ტელევიზორი კი, როგორც  აღვნიშნე, მაშინ ერთეულებს ჰქონდათ.  თუკი  ახლო-მახლო  უბნის მცხოვრები  ტელევიზორის გაყიდვას შეეცდებოდა,  ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. მურს,  მოგეხსენებათ,  მოსკოვის ყველა უბანში ჰყავს ინფორმატორები.  ამიტომაც, უცებ შეიტყვეს,  რომ რიგის ვაგზლის მახლობლად  მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვინმე  ლუსია  სამოილენკომ ტელევიზორი „სტარტი“ ძალზე იაფად შეიძინა.  მაღაზიაში  ასეთი ტელევიზორი 380  მანეთი ღირდა, სამოილენკომ  კი, ის  120  მანეთად  იყიდა. სამოილენკოს წარმოდგენაც არ ჰქონდა,  თუ  რა გზით იყო ეს ტელევიზორი შეძენილი.  ამიტომ, მეზობლებში დაიტრაბახა:  „სტარტი“ თითქმის მუქთად ვიყიდეო.  ეს ამბავი „მურის” ყურამდეც მივიდა.  მალე  ოპერმუშაკი ფაინშტეინი სამოილენკოს  მიადგა.  ქალმა უმალ უთხრა,  ტელევიზორი მომყიდა  ჩემმა მეგობარმა ალევტინა დმიტრიევამ,  რომელიც ჩვენგან  ორ ნაბიჯზე ცხოვრობსო.  „დმიტრიევა  მარტო ცხოვრობს?“ – შეეკითხა ფაინშტეინი. „არა,  მამაკაცთან ერთად“, – იყო პასუხი.  „რა ჰქვია  მის მეგობარს,“ – შეეკითხა  ფაინშტეინი. „ვლადიმერ  იონესიანი,“ – მიუგო სამოილენკომ. მაშინ ფაინშტეინმა  მისი საყვარლის მიერ დახატული პორტრეტი ამოიღო.  სამოილენკომ უმალ იცნო.   დიახ, ეს იონესიანიაო, – განაცხადა.  

– და  ის დააპატიმრეს?

– ფაინშტეინი  „მურისაკენ” გაემართა და თავის  უშუალო უფროსს ყველაფერი მოახსენა.  მალე დმიტრიევას ბინაზე ოპერატიული ჯგუფი გაგზავნეს. იონესიანი  იქ არ დახვდათ.  ალევტინა დმიტრიევა  კი  ახალგაზრდა, ლამაზი ქალი აღმოჩნდა.   შეკითხვაზე,  იონესიანს თუ იცნობთო, მიუგო: რასაკვირველია,  ის ჩემი საქმროა. ახლა  სადააო, რომ ჰკითხეს, უპასუხა: მოვლინებაშიო.  „კონკეტულად  სად?“ – შეეკითხა ფაინშტეინი. „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში“, – მიუგო  დმიტრიევამ. ფაინშტეინი უმალ სუკისაკენ გაქანდა.  აღმოჩნდა, რომ  არავითარი იონესიანი  იქ არ მუშაობდა.  

დმიტრიევა პეტროვკაზე წაიყვანეს, დაკითხეს.  ქალმა  ამომწურავი ჩვენება მისცა.  მან განაცხადა, რომ იონესიანი  ორენბურგის  მუსკომედიის  თეატრში გაიცნო.  იონესიანმა მას განუცხადა,  სუკის საიდუმლო თანამშრომელი ვარო. მალე  ორივენი მოსკოვში ჩამოვიდნენ და  პატარა, ოროთახიანი ბონა იქირავეს.  იონესიანი ეგრეთ წოდებულ „მივლინებებში“ ხშირად მიემგზავრებოდა,  თავის საყვარელს კი ეუბნებოდა, საიდუმლო დავალებებს ვასრულებო.  „ახლა  ის ყაზანშია“, – განაცხადა დმიტრიევამ,  – „ზეგ  მასთან უნდა ჩავიდე. დამირეკა  და მითხრა, ჩამოდიო.  მეც ვუთხარი, მოსკოვი-ყაზანის მატარებლით ჩამოვალ-მეთქი,  ის ვაგზალში დამხვდება.“  დმიტრიევამ  მურის თამამშრომლებს  ბილეთიც აჩვენა.  

– და  ის სატყუარად გამოიყენეს?

– „მურში” ჩათვალეს,  რომ  ეს სარისკოა. ვაი თუ დმიტრიევამ თავის სატრფოს სიგნალი მისცეს?  ჰოდა, ერთ-ერთ ოპერატიულ მუშაკს  დმიტრიევას პარიკი გაუკეთეს.  შორიდან მათი გარჩევა შეუძლებელი იყო. იონესიანმაც  საკენკი აკენკა და  ეგრეთ წოდებულ „დმიტრიევას“ მიუახლოვდა.  ანაზდად ის  შედგა, ეტყობა, რაღაც იყნოსა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. „მურის” თანამშრომლებმა  ხელბორკილი დაადეს.

– და  რატომ  აკეთებდა  ამას იონესიანი?

– ვლადიმერ იონესიანი ფრიად კოლორიტული პირივნება გახლდათ. ის თბილისში დაიბადა,   დაამთავრა მუსიკალური სკოლა, სწავლობდა კონსერვატორიაში.  მეორე კურსზე იყო, როცა მისი მამა გაფლანგვისთვის დააპატიმეს და გაასამართლეს.  ყმაწვილიც, როგორც იტყვიან, ქუჩაში გავიდა, ეგრეთ წოდებულ „ძველი გაგების  ხალხს“  დაუახლოვდა.  მალე ხულიგნობისთვის (რესტორანში ჩხუბი ატეხა) კონსერვატორიიდან გარიცხეს. ამის  შემდეგ იონესიანს  ჯარში  იწვევენ.  ის ცდილობს, ამას თავი აარიდოს,  რის გამოც აპატიმრებენ.  სასჯელის  მოხდის შემდეგ, იონესიანი  დაქორწინდა, თუმცა თავის ძველ ძმაკაცებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია.  მალე  ქურდობისთვის კვლავ  დააპატიმრეს. სიმამრმა   ქრთამის ფასად პირობითი სასჯელი გაუხერხა.  ოჯახმა გადაწყვიტა, სიძე „პადელნიკებისთვის“ მოერიდებინა, რისთვისაც შორეულ ორენბურგში ნათესავთან გაგზავნეს.  აქ იონესიანმა ადგილობრივი მუსკომედიის  თეატრში დაიწყო მუშაობა.  ბუნებრუვია, მას მეორეხარისხოვან როლებს აძლევდნენ,  იონესიანი კი მიიჩნევდა, რომ უკეთესისთვის იყო დაბადებული, ჰოდა გაბოროტდა. ფსიქიკა  უდავოდ წესრიგში  არ ჰქონდა.  ამავე  დროს, აქტიური, მებრძოლი ბუნების იყო.  ასეთი  ადამიანები  არ ლოთდებიან, დეპრესიაში არ  ვარდებიან. ისინი საზოგადოებაზე შურისძიებას  იწყებენ, ანუ   ხდებიან ტერორისტები,  რევოლუციონერები,  რათა  დაანგრიონ  ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა,  რომელიც მათ,  როგორც თავად ჰგონიათ, თვითრეალიზაციის  საშუალებას    არ აძლევს.  მაშინ,  60-იანი წლების  საბჭოთა კავშირში, არც  რევოლუციონერობა,  არც  ტერორისტობა მოდაში არ  იყო. იონესიანიც სერიული მკვლელი გახდა.  ასეთია  ოფიციალური  ვერსია.

– სხვა  რომელი ვერსია არსებობს?

– ორენბურგის თეატრში მუშაობისას იონესიანი მსახიობ ალევტინა დმიტრიევას დაუახლოვდა.  დმიტრიევა ძალზე ლამაზი ქალი  იყო, მის გარშემო  უამრავი თაყვანსმცემელი ტრიალებდა.  მიუხედავად ამისა, მან იონესიანი  აირჩია,  თუმცა ის არც  გარეგნობით გამოირჩეოდა,  არც ჭკუით. მეტიც, ნასამართლევი  იყო  და  სამსახურში წინსვლის არავითარი პერპექტივა არ ჰქონდა.  ზოგიერთი მკვლევარი  (მაგალითად, ლეონიდ მლეჩინი) ამტკიცებს,  რომ დმიტრიევა სუკის აგენტი  იყო და ჩეკისტებმა ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელ,  მაგრამ აგრესიული  და მებრძოლი ბუნების იონესიანს  საგანგებოდ მიუჩინეს.

– რატომ?

– მოსკოვის ქუჩებში რამდენიმე წლის განმავლობაში სერიული მკვლელი რომ დანავარდობდა, ამან  შს-ში (იმხანად ეს სტრუქტურა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროდ იწოდებოდა) გარკვეული საკადრო ცვლილებები გამოიწვია.  ახალი კადრები  შელეპინთან  და სემიჩასტნისთან   დაახლოებულთა წრეს განეკუთვნებოდნენ, ანუ  ხრუშჩოვმა უნებლიედ,  საკუთარი ხელით გაითხარა სამარე, დააწინაურა ისინი, ვინც მის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა.  გარდა ამისა, იმან, რომ სერიული მკვლელი  რამდენიმე წლის განმავლობაში დაუსჯელი რჩებოდა,  მოსკოველებში სათანადო განწყობილებები  განაპირობა. ხრუშჩოვი  იმ დროისთვის უკვე საბოლოოდ  იყო გაკოტრებული. უფროსი თაობის ადამიანები, ალბათ, დამეთანხმებიან,  რომ  1964 წლისათვის საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობის საყვარელი გასართობი ნიკიტაზე ანეკდოტების შეთხზვა  იყო.  იონესიანის საქმემ ანტიხრუშჩოვული განწყობილებები განამტკიცა,  აქაოდა, ნიკიტამ ქვეყანა დააქცია,  ქუჩაში ვერ გამოვსულვართ  და ასე შემდეგ... თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიებია.

– ცეცხლი კვამლის გარეშე  არ  არსებობს

– ფაქტი, რაც მოუხელთებელი  მანიაკის   შეპყრობის  შემდეგ მოხდა, რბილად  რომ ვთქვათ, ეჭვებს აღძრავს. იონესიანი  1964 წლის  იანვრის დასაწყისში შეიპყრეს.  ერთი კვირის  შემდეგ შედგა დახურული სასამართლო.  1964 წლის  30 იანვარს  „მოსგაზს“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს  და იმავე დღეს დახვრიტეს. რაც შეეხება დმიტრიევას,  მას  ათი წელი მიუსაჯეს, მაგრამ 1966 წელს გაათავისუფლეს.  მოუხელთებელი „მოსგაზის“  საყვარელი ამის  შემდეგ მუშაობდა თეატრებში,  რამდენჯერმე ფილმებშიც შეასრულა ეპიზოდური  როლები . გარდაიცვალა 2011 წელს. 

скачать dle 11.3