კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების სექს-სკანდალების ტოპ-შვიდეული

 

ფეხბურთის ვარსკვლავები, ისევე, როგორც შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, მუდმივად ჟურნალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და, შესაბამისად, მათი ნებისმიერი „არასწორი” ნაბიჯი განსჯის საგანი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სექსუალური ხასიათის სკანდალს ეხება. გთავაზობთ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალების ტოპ-შვიდეულს.

ჯონ ტერი

„ჩელსის” კაპიტნისა და მისი თანაგუნდელის მეგობარი ქალის რომანის შესახებ მსოფლიო სპორტულ პრესას ბევრი აქვს დაწერილი. უეინ ბრიჯის საცოლესთან, ფრანგ მოდელ ვანესა პერენსელთან რომანი ჯონ ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნის წოდების ჩამორთმევად დაუჯდა, რის შემდეგაც მან საბოლოოდ დაასრულა საერთაშორისო დონის კარიერა. 

ოლივიე ჟირუ

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ოჯახის წევრებისა და თაყვანისმცემლებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. საქმე ისაა, რომ ჟირუმ ერთ-ერთ მოდელთან ერთად გაატარა ღამე სასტუმროში და ეს ფაქტი ცნობილი გახდა ჟურნალისტებისთვის. ოჯახის შენარჩუნება ოლივიე ჟირუს დიდ ნერვიულობად დაუჯდა.

ფრანკ რიბერი და ქარიმ ბენზემა

 2008 წელს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს არასრულწლოვან მაროკოელ მეძავთან კავშირში ედებოდათ ბრალი. როგორც გაირკვა, რიბერთან და ბენზემასთან შეხვედრის მომენტში მავანი მეძავი 16 წლის ყოფილა, თუმცა ფეხბურთელებისთვის ეს ფაქტი უცნობი იყო. ყველა ბრალდება ფეხბურთელებს საბოლოოდ მხოლოდ 2013 წელს მოეხსნათ.

ეშლი კოული

ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელის, ეშლი კოულისა და  პოპ-მომღერალ შერილ კოულის ქორწინებას მალე მოჰყვა ფეხბურთელის ღალატი. ეშლი არაერთ სასიყვარულო რომანში ამხილეს, რამაც სანიმუშო ოჯახის კაცის რეპუტაცია საბოლოოდ დაუნგრია ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველს.

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელები

  2010 წელს კოლუმბიის ნაკრებთან გამარჯვება მექსიკის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა „დიდებულად” აღნიშნა: კარლოს ველასა და კარლოს სალციდოს 14 მეძავი და ერთი ტრანსექსუალი მოემსახურა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა პრესას. შედეგად, მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელები ფულადი ჯარიმითა და დისკვალიფიკაციით „დააჯილდოვა”.

უეინ რუნი

მეძავებთან კავშირში ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი უეინ რუნიც არის შემჩნეული. ერთ-ერთი მათგანი, მავანი ქალბატონი, ყვითელ პრესაში სტატიის გმირადაც მოგვევლინა – მისი თქმით, რუნი მისი ხშირი კლიენტი იყო და დიდძალ ფულსაც ხარჯავდა გართობაში.

რონალდო

2008 წელს ბრაზილიელი რონალდო უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა: სასტუმროს ნომერში ორ ლამაზმანთან ჩაკეტილმა ფეხბურთის ვარსკვლავმა აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში საქმე ტრანსსექსუალებთან ჰქონდა. მოგვიანებით ერთ-ერთი „ტრანსი” რონალდოს დაშანტაჟებას ცდილობდა. თავად ლეგენდარული მოთამაშის თქმით, ეს ისტორია უცუდესია მის ცხოვრებაში.

 

 

სექსუალური ირინა შეიკის გულახდილი ფოტოსესია

ცნობილმა სუპერმოდელმა და კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა ქალმა ირინა შეიკმა ბრენდ „აგუა ბენდიტას” 2015 წლის საზღვაო სეზონისთვის განკუთვნილი საცურაო კოსტიუმების სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. გადაღებები ტროპიკულ ჯუნგლებში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე ჩატარდა, სადაც „რეალის” ვარსკვლავის სექსუალურმა გერლფრენდმა თავისი უნაკლო სხეულით, რუჯითა და დაუვიწყარი მზერით 2015 წლის საუკეთესო საცურაო კოსტიუმების დემონსტრირება მოახდინა.

 

გარეთ ბეილი და ლუის ჰემილტონი წლის ადამიანის პრემიისთვის იბრძვიან

ლუის ჰემილტონი, სამეფო რბოლების წლევანდელი გამარჯვებული, სპორტში „ბიბისის” მიერ დაწესებულ „წლის ადამიანის” ნომინაციაში გამარჯვების რეალურ ფავორიტად სახელდება. ჰემილტონთან ერთად ჯილდოს ფავორიტებად მეგოლფე რორი მაკილროი და მადრიდის „რეალის” უელსელი ვინგერი გარეთ ბეილი სახელდებიან. სამეულთან ერთად ნომინირებულია კიდევ შვიდი სპორტსმენი, თუმცა, ბრიტანეთის სპორტული მედია მათ შორის გამარჯვებულს ვარაუდობს.

скачать dle 11.3