ანეგდოტები
წარმატებული ბიზნესი ის არის, როდესაც გაქვს საკუთარი არა მარტო ბიზნესი, არამედ გყავს საკუთარი ადვოკატი, საკუთარი პროკურორი და საკუთარი მოსამართლეც...
***
– ვაა, რა საჩუქრებით მოდიხარ?
– ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და პულტიანი მანქანა ვუყიდე?
– და ორი ერთნაირი რად გინდოდა?
– მამა-შვილმა რომ არ იჩხუბოს.
***
მძინარე მზეთუნახავი იმიტომ იყო მზეთუნახავი, რომ ეძინა, არ ჩხუბობდა, ისტერიკას არ იმართებდა და საერთოდ, ნერვებს არავის უშლიდა.
***
ორი ქალი ჩხუბობს.
– არ გინდა თავის მოჩვენება, სულაც არ ხარ ლედი... შენ ისიც კი არ იცი, ვინაა შენი დედა ან ბებია...
– ჰო, მართალია... ბებიაჩემზე ბევრ რამეს ამბობენ, იმასაც კი, თითქოს ბებიაჩემი შენ ხარ...
***
ასეულის მეთაური ნასვამ რიგითს შენიშვნას აძლევს:
– ასე არ შეიძლება, რომ არ სვამდე, უკვე კარგა ხნის წინ ლეიტენანტი გახდებოდი...
– ბატონო ასმეთაურო, რა ლეიტენანტი, როცა დავლევ თავი პოლკოვნიკი მგონია, ხანდახან – გენერალიც...
***
ცოლ-ქმარი ტაქსით მგზავრობს.
– აი, იმ კორპუსის ბოლოში გააჩერეთ, – ეუბნება ქმარი.
– ზუსტად იქ, სადაც კატაა, – აზუსტებს ცოლი.
– წინა თათებთან თუ უკანასთან?