კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოჭრა მამამ შვილს ყელი ხერხით და რა როლი შეასრულა სასტიკ მკვლელობაში მოღალატე რძალმა

ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც  სოფელში უცბად გახმაურდა, სამართალდამცველებისთვის გარდაცვლილი მამაკაცის, გოგა ქ-შვილის მეზობლებისგან გახდა ცნობილი.  ჩხუბი და ხმაური სოციალურად დაუცველ ოჯახში, სადაც ცოლ-ქმარი, მათი ორი მცირეწლოვანი შვილი და გარდაცვლილის მამა – 68 წლის ნუგზარ ქ-შვილი ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი რამ იყო. თუმცა, დანაშაულის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.   

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების მისვლამდე რამდენიმე მეზობელი მივიდა. მათ  ბინაში საზარელი სურათი დახვდათ: გოგა  ქ-შვილი საწოლში იწვა ყელგამოჭრილი, საწოლი სისხლით იყო მოსვრილი. იქვე ეგდო დანაშაულის იარაღი – პატარა ხერხი, რომელსაც საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის იყენებდნენ.  მცირეწლოვანი  ბავშვები გარდაცვლილი მამის ცხედრის ირგვლივ ტრიალებდნენ. იქვე იყვნენ  ოჯახის სხვა წევრებიც – გარდაცვლილის მამა და მეუღლე, შორენა კ-ძე. ქალი მეუღლეს დასტიროდა და ამბობდა,  რომ გოგამ  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამას გამოძიებასთან ადასტურებდნენ თვითმხილველებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ.  ამონაწერი მოწმის, ლეილა ტ-ის ჩვენებიდან: „ჩემი სახლი ქ-შვილების ბინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. როცა ქალის კივილი შემომესმა, მეუღლე გავაღვიძე და ვუთხარი: შორენას ხმაა, ალბათ, რამე ხდება და გადავალ-მეთქი.  ჩემმა ქმარმა სასტიკად იუარა, რომ გამომყოლოდა. მე მაგათი თავი არ მაქვს, შენ რაც გინდა ის ქენიო.  ამ ოჯახზე ყველას აცრუებული ჰქონდა გული. მაგრამ, ქალებს გვეცოდებოდა  ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში იზრდებოდნენ და რითაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით ხოლმე. ნუგზარი სოფელში ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ახალგაზრდობაში ორჯერ იყო ნასამართლევი, მეზობლების ბინების  გაქურდვისთვის. მთელი ცხოვრება უსაქმოდ,  ჩხუბსა და აყალმაყალში  ჰქონდა გატარებული. მას შემდეგ, რაც დაქვრივდა, ორჯერ მოიყვანა ცოლი, მაგრამ ვერც ერთმა ქალმა ვერ გაძლო რამდენიმე თვეზე მეტი ამ ოჯახში.   ბოლო დროს ნუგზარი და გოგა  ხშირად ჩხუბობდნენ,  ორივე სასამელს ეტანებოდა და როგორც კი, რომელიმე დალევდა, ჩხუბი გარდაუვალი იყო. ბოლო ორ თვეს კი მამა-შვილს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. შვილმა რომ არაფერი იცოდა, ნუგზარმა და შორენამ სახლი  ჩუმად მიჰყიდეს ჩვენს სოფელში ჩამოსულ ფერმერს, რომელსაც იქვე, ახლოს, ფერმისთვის მიწები ჰქონდა ნაყიდი. როცა  გოგამ ეს გაიგო, ცოლი სასტიკად  სცემა, მამასთან კი, დიდი დაპირისპირება მოუხდა. მეზობლები გოგას  მხარეზე ვიყავით. სად უნდა წასულიყვნენ ორი მცირეწლოვანი ბავშვით, მაგრამ მაინც  ვანუგეშებდით, მაგ ფულით რამე პატარა ბინა მოგივათ და იქ გადახვალთ საცხოვრებლადო. გოგა ისე იყო გამწარებული, ცოლს და მამას მოკვლით ემუქრებოდა. იმ ღამეს, როცა კივილი გავიგე, ვიფიქრე, გოგამ  მუქარა სისრულეში მოიყვანა-მეთქი, მაგრამ, როცა სახლში მივედი, თავად ვნახე ყელგამოჭრილი. შორენა ტიროდა,  არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ დავიჯერე თვითმკვლელობა.  შემთხვევის  ადგილზე მეზობლები მოგროვდნენ, ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა.   ნუგზარი  ხმას არ იღებდა, მხოლოდ შორენა ყვებოდა იმ დეტალებს, თუ როგორ გამოაღვიძა მომაკვდავი  მეუღლის ხროტინის ხმამ, რომელსაც ყელი საკუთარ საწოლში ჰქონდა გამოჭრილი.”

დანაშაულის იარაღი – პატარა ხერხი  თავიდანვე გახდა საეჭვო. სამართალდამცველების განცხადებით, ადამიანი ამ ტიპის ხერხით საკუთარ თავზე სასიკვდილო დაზიანებას ვერ მიიყენებდა.  სამართალდამცველებმა დაკითხეს ინციდენტის თვითმხილველნი. ნუგზარ ქ-შვილმა განაცხადა, რომ  შვილის თვითმკვლელობის შესახებ რძლისგან მაშინ შეიტყო, როცა შორენამ საწოლში, გარდაცვლილი აღმოაჩინა.  შორენა  კ-ძემ პირველივე დაკითხვისას  დეტალურად მოუთხრო გამოძიებას  ინციდენტის შესახებ. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „იმ საღამოს ყველა ადრე დავწექით დასაძინებლად. გოგა  ნასვამი იყო და შემეშინდა, მამასთან კიდევ არ მოსვლოდა კონფლიქტი. ამიტომაც, საწოლამდე მივიტყუე. როგორც კი დაწვა, მაშინვე დაეძინა. მე იმავე ოთახში, მეორე საწოლში ვიწექი ბავშვთან ერთად. ჩემი მამამთილი გვერდით, საძინებელში იწვა. გვიან ღამით, უცნაური ხმა შემომესმა, ხროტინს ჰგავდა. თვალი გავახილე, მივიხედ-მოვიხედე. სიბნელეში ვერაფერი დავინახე, მაგრამ გავიგე დავარდნის ხმა. საწოლიდან წამოვდექი, შუქი ავანთე და საწოლში სისხლით მოსვრილი გოგა  დავინახე. იქვე, ძირს იყო ჩამოვარდნილი პატარა ხერხი, რომლითაც მას ყელი გამოეჭრა. მაშინვე ჩემი მამამთილის ოთახში შევვარდი. ნუგზარს ეძინა, გავაღვიძე და ვუთხარი, გოგამ თავი მოიკლა-მეთქი.  ჩემს კივილზე ბავშვებსაც გამოეღვიძათ. ტირილი დაიწყეს, მალე  ჩვენს ბინაში  მეზობლებიც   მოგროვდნენ და პოლიციაც მოვიდა.”                  

   მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. თვითმხილველთა ჩვენების მიუხედავად, თვითმკვლელობა საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა: როგორ გამოიჭრა ყელი  მამაკაცმა  საკუთარი ხელით ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო. პატარა ოთახში, სადაც ორ ბავშვს და მეუღლეს ეძინათ, ეს ძნელი წარმოსადგენი იყო. ბევრ საეჭვო გარემოებას შეიცავდა გარდაცვლილის მამისა და მეუღლის  ჩვენებებიც, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.  ყველაზე მეტი ინფორმაცია გამოძიებას გარდაცვლილის უფროსმა შვილმა, 12 წლის ნანა  ქ-შვილმა მიაწოდა. მასწავლებლის თანხლებით დაკითხვის დროს, მან განაცხადა, რომ დაინახა, როგორ ეჭიდავებოდა პაპა მამას და როგორ „დაახტა” მას ზურგზე შორენა კ-ძე. რის შედეგადაც, შეშინებული  ბავშვი საწოლში დამალულიყო. საბოლოოდ, გამოძიების მიერ ჩიხში მოქცეულმა  რძალ-მამათილმა აღიარა, რომ გოგა ქ-შვილი თავად მოკლეს. ეს კი ინციდენტამდე  ერთი თვით ადრე დაგეგმეს.  ნუგზარ ქ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა – როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა იყო, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს მამისა და ცოლის ურთიერთობაზე,  მათ ინტიმურ კავშირზე ჰქონდა. ეს კავშირი მოგვიანებით ნუგზარ ქ-შვილმა და მისმა რძალმაც აღიარეს. ამაზე ეჭვი ჰქონდათ მეზობლებსაც.  მამა-შვილის დაპირისპირების მიზეზი ჩუმად გაყიდული ბინა კი არა,  მამამთლისა და რძლის ინტიმური ურთიერთობა იყო, რასაც გარდაცვლილიც ხვდებოდა.  როგორც საქმის მასალებით  დადგინდა, მკვლელობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გოგა ქ-შვილმა ალერსის დროს შეუსწრო მამას და მეუღლეს. მათ გოგა საძინებელში მოკლეს, შემდეგ კი საწოლში ჩააწვინეს და თვითმკვლელობის სცენა გაითამაშეს.   

ჩადენილი დანაშაულის დეტალები აღიარა ნუგზარ ქ-შვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ შვილის  თავიდან მოშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარი რძალი შეუყვარდა.  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნუგზარ ქ-შვილს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობის თანამონაწილე შორენა კ-ძეს კი, 9 წლით პატიმრობა შეეფარდა.     

скачать dle 11.3