კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შ.პ.ს. ალსს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო” – 20 წელი ქვეყნის სამსახურში

ასული საუკუნის 90-იან წლებში, ყველაფერთან ერთად ჯანდაცვაც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთელი რიგი საავადმყოფოებისა გაჩერდა. არ იყო სინათლე, გათბობა.  სწორედ ამ პერიოდში, ორმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, სასწრაფო დახმარების ექიმმა ქეთი ბეჟანიშვილმა და მთავარი ექიმის მოადგილემ, ნატალია ქართველიშვილმა, გადაწყვიტეს, შეექმნათ კერძო სასწრაფო დახმარების ბრიგადები ყოფილი მეოთხე სამმართველოს N2 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ბაზაზე. თუ როგორ უნდა აეწყოთ ეს სისტემა, ბევრი არც უფიქრიათ, საამისოდ უკვე ძალიან კარგი ცოდნა და გამოცდილება გააჩნდათ. შეიძინეს პირველი სასწრაფო დახმარების მანქანა და დაიწყეს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. 1995 წლის 20 იანვარს, ზუსტად ოცი წლის წინათ, ბრიგადა პირველ გამოძახებაზე გავიდა. დანარჩენს თავად, დღეს უკვე „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის”  გენერალური დირექტორი ქეთი ბეჟანიშვილი მოგიყვებათ.    

   

– ქალბატონო ქეთი, ფაქტობრივად, თქვენ ბიზნესი იმ უმოძრაობის პერიოდში დაიწყეთ, როცა ჯერ ისევ  თბილისის ომის კვამლი იდგა, ქვეყანა კი დანგრეულ-გაპარტახებული იყო. ეს საკმაოდ გაბედული ნაბიჯია. როგორ დაიწყეთ, ეს უკვე ვიცით, მაგრამ, როგორ ვითარდებოდა და მოხვედით აქამდე, ამის შესახებ გვიამბეთ.  

– იქ, სადაც ვმუშაობდით, მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე, დაცარიელებული ოთახები იყო, თითქმის არცერთი განყოფილება აღარ ფუნქციონირებდა. განყოფილებებს დიდი ბოქლომები დაადეს და სახლებში წავიდნენ. ჩვენ ჩვენი თანამშრომლები არ გავუშვით სახლში; საკუთარი სახსრებით, ჩვენივე ხელით გავარემონტეთ რამდენიმე ოთახი, დავდგით ოთხი საწოლი და ჩამოვაყალიბეთ პირველი რეანიმაციული განყოფილება. ტანკის აკუმლატორებითა და ჰალოგენის პატარა ნათურებით ვანათებდით. პლედშემოხვეულები ვისხდით, ერთხელ შეშის ღუმელიც კი დავანთეთ. ნამდვილად მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებოდით, მაგრამ, ხელი არ ჩაგვიქნევია და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით საქმეს. ამ დროს შემოიღეს საქართველოში ფასიანი მედიცინა, მანამდე ერთი-ორი კერძო განყოფილება არსებობდა. ჩვენ ვიყავით პირველი პოლიპროფილური სამედიცინო დაწესებულება – საავადმყოფო საავადმყოფოში. ბევრი ვერ იგებდა, რას ნიშნავდა ეს; ანუ, შენობა იყო სხვისი და ჩვენ ვიყავით არენდით. დღესაც იჯარით ვართ იქ. მოკლედ, რეანიმაციულ განყოფილებას მოჰყვა ტრავმატოლოგია, ქირურგია და, როდესაც დაიწყო ლიცენზირება, დაერქვა „პოლიპროფილური საავადმყოფო”. დიდი სკოლა შეიქმნა ჩვენს ბაზაზე. ბევრი ინსტიტუტდამთავრებული ახალგაზრდა მოდიოდა და ჩვენთან იდგამდა ფეხს. დღეს, ისინი, რომლებიც ჩვენთან აღარ მუშაობენ, თავს „ალსელებს” უწოდებენ, ხშირად იკრიბებიან ერთად და დიდი სიამაყით აღნიშნავენ, რომ ისინი „ალსელები” არიან. 

– და მიხვედით იქმადე, რომ შექმენით კიდევ ერთი კლინიკა,  რომელიც დღეს არამიანცის საავადმყოფოს  ტერიტორიაზეა. 

– 2010 წელს სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა ყოფილი არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე კლინიკა. ჩვენ შევიძინეთ ორი – „სინთეზი” და „გადაუდებელი ქირურგიის კლინიკა”, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი”. შემდგომ მას შემოუერთდა სხვა (სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის, ნეიროქირურგიის, რეანიმაციული,  მიმღები, „ემერჯენსის”) განყოფილებები. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ძალიან წარმატებით ვმუშაობთ. თვეში 200-ზე მეტი ოპერაცია კეთდება ჩვენს კლინიკაში. აგრეთვე, ჩვენ ვართ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და კიდევ რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის ბაზა; აქვე მუშაობს კათედრა, სადაც სწავლობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც ლექციები ინგლისურ ენაზე უტარდებათ. ვცდილობთ, დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, თუმცა მოგეხსენებათ, მედიკამენტები, განსაკუთრებით კი – აპარატურა, ყველაფერი ეს საკმაოდ ძვირად ღირებულია. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ის სიტუაცია, რომ ამაში დიდი ფული ჩაიდოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ ამას.  

скачать dle 11.3