კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

32-ე ვარსკვლავის გახსნა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში

29 ნოემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ეთერ კაკულიას საიუბილეო საღამო, შემდეგ კი, საზეიმო ვითარებაში, თბილისის ფილარმონიის წინ გაიხსნა ქალბატონი ეთერის ვარსკვლავი. საღამოზე შესრულდა ვაჟა აზარაშვილის, ოთარ ტატიშვილის, ნუნუ გაბუნიას, რუსუდან სებისკვერაძისა და ეთერ ჭელიძის სიმღერები, რომლებიც შექმნილი იყო გალაკტიონ ტაბიძის, მორის ფოცხიშვილის, ალეკო კაკულიას, დოდო გვიშიანისა და ნანა ცინცაძის ლექსებზე. ქალბატონი ეთერის ჰიტებს ასრულებდნენ: ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თიკა ჯამბურია, ნინი ბადურაშვილი, ელენე ფოჩხუა, ბორის და სოფო ბედიები, „ფორტე”, მაკა ზამბახიძე, თეატრალური კვარტეტი „ალილო”.          

ქალბატონ ეთერს იუბილე მიულოცა ქართული სცენის დედოფალმა ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნინო ჩხეიძემ, ბესო კალანდაძემ, თემურ წიკლაურმა და საბავშვო ვოკალურმა სტუდია „გვირილამ” (ხელმძღვანელი – ქალბატონი ერნა წიფურია). საიუბილეო საღამოს უძღვებოდა ნიკოლოზ წულუკიძე, ქალბატონი ეთერის ჩაცმულობაზე იზრუნა კომპანია „მარიგოლდმა,” პროექტის ავტორი იყო დავით ოქიტაშვილი, საიუბილეო საღამოს ავტორი – ნინო ჩიხლაძე, ხოლო საიუბილეო საღამოს რეჟისორი – ზაალ ჩიქობავა.

ჩატარდა ჭეშმარიტად ქართული სიმღერის საღამო.

დავით ოქიტაშვილი: მე და ის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ამ საიუბილეო საღამოზე, ზაფხულში ვგეგმავთ დიდ გალა კონცერტს სტადიონზე, სადაც 100 სიმღერას შეასრულებენ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და ეთერ კაკულია, ამიტომ, ქალბატონ ეთერს უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო! 

ნინო ჩიხლაძე: ძალიან ბედნიერი ვარ ულამაზესი ატმოსფერო სუფევდა ამ საიუბილეო საღამოზე, სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. დიდი მადლიერების გრძნობით მინდა მოვიხსენიო ბატონი დავით ოქიტაშვილი, რომელმაც შექმნა თავის დროზე ეს უნიკალური პროექტი და 29 ნოემბერს ქალბატონ ეთერს აჩუქა უპრეცენდეტოდ ლამაზი გარემო, სიყვარული და პოზიტივი.

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი: მივესალმები და დიდი მადლობა მათ, ვინც ხელი შეუწყო ამ პროექტს. მიხარია და მეამაყება, რომ ეთერ კაკულიას მე დავუწერე პირველი სიმღერა – „მზე ჩემი კარგი მეგობარია,” მორის ფოცხიშვილის ლექსზე, რომელიც შესანიშნავად შეასრულა ნინი ბადურაშვილმა. დიდი მადლობა პროექტის ავტორს, ბატონ დავით ოქიტაშვილს და დიდი მადლობა ნინო ჩიხლაძეს – ამ ლამაზი საღამოს ავტორს. მინდა ქალბატონ ეთერს ვუსურვო ჯანმრთელობა და აღვნიშნო, რომ 20-მდე სიმღერა მაქვს დაწერილი ქალბატონი ეთერისთვის და მომავალშიც ჩემზე იყოს ახალი სიმღერები. 

ეკა მამალაძე: ამ საიუბილეო საღამოზე იყო ძალიან დიდი სითბო და, კარგია, რომ ეს საღამო მის დაბადების დღეს  დაემთხვა. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ეთერს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიყვარული მოდიოდა დარბაზიდან.

ნანი ბრეგვაძე: ეთერ კაკულიამ თავისი ყოფით დაიმსახურა ხალხის დიდი სიყვარული. ის შესანიშნავი ადამიანი და მომღერალია. 

ანრი ჯოხაძე: მინდა მივულოცო ქალბატონ ეთერს ეს ჯილდო და ვუსურვო ჯანმრთელობა, რათა კიდევ დიდხანს გვესმოდეს მისი რაკრაკა ხმა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. 

скачать dle 11.3