კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ავიწყდება სალომე ბაკურაძეს, რომ პირში სხვისი კბილები აქვს და რა საკითხში არ აძლევს კითხვის დასმის საშუალებას მას მეუღლე

პროექტ „ერთი ერთშის“ მესამე სეზონი არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა. უკვე ოთხი ლაივი ჩატარდა და, შესაბამისად, მაყურებელმა თითოეული მონაწილის ოთხი არაჩვეულებრივი გარდასახვა იხილა. ბოლო ლაივის და, ზოგადად, კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი  მომღერალი სალომე ბაკურაძეა. ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი მისი მეუღლე – ლაშა ბასლანძეა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო  ცოლის ფანების მობილიზება და, როგორც სალომე ამბობს, ეს იმდენად კარგად გამოსდის, რომ, უნდა, ამ საქმეს გაჰყვეს. .

სალომე ბაკურაძე: თავიდანვე თვალყურს ვადევნებდი პროექტს „ერთი ერთში“ და ძალიან მომწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მეჩვენებოდა, მაინც დიდი სურვილი მქონდა, თავი გამომეცადა. დადგა ამის დროც და, ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი. მანამდეც საკმაოდ დატვირთული ვიყავი, მაგრამ, ამ პროექტმა მაინც სულ სხვა რეჟიმში გადაიყვანა თითოეული მონაწილის გრაფიკი. ეს დიდ შრომასა და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და, ვცდილობ, რომ ჩემს არცერთ ნომერს არ ეტყობოდეს ზერელე დამოკიდებულება, თუმცა, შედეგი კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

– უკვე ოთხი მომღერალი განასახიერე, რომელი იყო ყველაზე ახლოს შენთან?

– ყველას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა. მისი ელიოტი რომ გამოვარჩიო და ვთქვა, ის იყო ყველაზე კარგი-მეთქი, არ მინდა, იფიქრონ – ლიდერი გახდა  და იმიტომო. ვერცერთი მონაწილე ვერ იზამს იმას, რომ რომელიმე ნომერს რამე დააკლოს. ყველაში დიდი შრომა გვაქვს ჩადებული და რთულია გამოყოფა. თუმცა, ყველაზე თავისუფლად მაინც მისი ელიოტის როლში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე რთული ნომერი იყო და, არ ვიცი, რა ძალამ შემაძლებინა იმხელა ტექსტის სწავლა, იმ რიტმში ლაპარაკი და, ამ ყველაფერთან ერთად, ცეკვა და იმიჯის მორგებაც.  ჩემთვის ყველაზე წარმატებული ნომერი აღმოჩნდა. არასდროს გამირეპავს და არც მსგავსი იმიჯი მქონია, ამიტომ, ძალიან კარგი იყო. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს გულშემატკივარსა და მხარდამჭერს. მათ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ამ კონკურსებში დიდხნიანი პაუზა გამომივიდა და არ ვიცოდი, ისევ ვუყვარდი თუ არა მაყურებელს. აღმოჩნდა, რომ ვუყვარვარ და ძალიან დიდი მადლობა მათ. ზოგადად, არცერთი მომღერალი არ იყო ადვილად შესასრულებელი, მაგრამ, პირველი ლაივი მაინც გამორჩეული იყო და ძალიან ვნერვიულობდი. არ არის ამ ყველაფრის მორგება და შესრულება მარტივი, რთულია, გამოყო, რა უფრო მთავარია. თუ მარტო ვოკალზე იქნები ორიენტირებული, ნომერი არ გამოვა. თუ ისე იმღერე, როგორც შენ გრძნობ, „ერთი ერთში“ არ გამოვა – მე სულ სხვა მომენტში მინდება ხელის გაშლა, იმ მომღერალს კი – სხვა მომენტში. მაღალი ბგერების აღების დროს, ზოგს თვალი ეხუჭება, ზოგს კი – ეჭყიტება და კიდევ ბევრი ნიუანსია. შენ როგორც გრძნობ, ის გვერდზე უნდა გადადო და უნდა იგრძნო ის, რასაც ის მომღერალი გრძნობდა იმ მომენტში, თან, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ყალბი; ამას ემატება ცეკვა და სხვა გარემოებები. თუმცა, არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ ჩვენთვის ეს დიდი ტრაგედიაა; სირთულეებს მართლა უკავშირდება, მაგრამ, როცა გამოდიხარ და შენს ნომერს მღერი, გავიწყდება, რა გიკეთია სახეზე, ვისი კბილები გაქვს პირში თუ ფეხსაცმელი გიჭერს; გავიწყდება ყველანაირი დისკომფორტი და ბოლომდე კარგ შესრულებაზე გაქვს აქცენტი. 

– შენი მთავარი გულშემატკივარი, ალბათ, მეუღლეა.

– დიახ. მთავარ სლოგანად აქვს: „შენ ოღონდ იმღერე და დანარჩენზე არ იდარდო“ . დაიბეჭდა ჩემი საგულშემატკივრო მაისურები, რომლითაც დადის მთელი ქვეყანა; სიურპრიზად იღებენ საგულშემატკივრო კლიპებს, თუმცა, ამას სიურპრიზს ვეღარ დავარქმევ – უკვე მოლოდინი მაქვს და ჩემთან ერთად უკვე სხვებიც ელოდებიან. ამ ყველაფერში, სიმართლე გითხრა, მე არ ვარ ჩართული. ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი მწერს და მოდის საგულშემატკივროდ და ამ ყველაფერს ლაშიკო განაგებს. მე კითხვის დასმის საშუალებაც არ მაქვს. როგორც გითხარით, მეუბნება: „შენ მხოლოდ იმღერე და არაფერზე არ ინერვიულო“. მე, ზოგადად, არ ვარ ის ტიპაჟი, რომელიც თვითპიარს ეწევა, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან მაგარი შეგრძნება და კომფორტი ყოფილა. საქართველოში ყველაფერზე მომღერლებს გვიწევს ზრუნვა: ვინ დაგვიწეროს სიმღერა, ფული როგორ გადავუხადოთ, სად ჩავწეროთ, მერე ეს სიმღერა სად წავიღოთ, ვინ უნდა გადაგვიხადოს ჰონორარი და ასე შემდეგ. დიდი კომფორტი ყოფილა, ამ ყველაფერზე სხვა რომ ზრუნავს და შენგან მხოლოდ სიმღერას მოითხოვს, ძალიან მაგარია. ლაშას ამის კარგი ნიჭი აღმოაჩნდა და, მინდა, მას გაჰყვეს.

– შენს პროდიუსერობას ხომ არ შეითავსებს?

– პროდიუსერობას არა, მაგრამ, პიარის ამბავში მართლა ნიჭიერია და, შეიძლება, ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა.

– თქვენი ოჯახური ცხოვრება როგორია?

– თუ პროექტის პერიოდს არ ჩავთვლით, ძალიან დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცით შეიცვალა ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ ერთად ვცხოვრობთ და ეს უდიდესი ბედნიერებაა, რომელსაც ყოველდღე ვიაზრებთ. ვერ ვიტყვი, რომ რამე პრობლემები და შეზღუდვები მოიტანა ქორწინებამ – ისევ ისე მეგობრულად, ხალისით, ყველანაირი ზედმეტი შეზღუდვებისა და დაბრკოლების გარეშე ვურთიერთობთ. თუმცა, ახლა პროექტის გამო სრული საგიჟეთი გვაქვს და სანახევროდ ლაშიკოს დამსახურებაა, მე რომ წარმატებას ვაღწევ, ასევე, ლაშიკოს ოჯახის, ანუ ჩვენი ოჯახის, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. 

– რას ამბობს ლაშა – როგორი ცოლია სალომე ბაკურაძე?

– ლაშიკო ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ – მიყვარს  მხიარულება და თამაში. არ ვარ ფართო მასებისთვის ცნობილი ცოლი, რაც ნიშნავს, რომ მან რაღაც უნდა აგიკრძალოს, სახლში დროზე უნდა მოგიყვანოს და, რაც არ გინდა, ის გაგაკეთებინოს. ჩვენ ისევ ისე ვთამაშობთ, ისევ ისე ვერთობით, როგორც მანამდე. მე ჩემი საქმე მაქვს, მას – თავისი. ჩემზე რომ ეკითხებიან, ამბობს – ჩვეულებრივი, გიჟი ბავშვიაო.

– საოჯახო საქმეები თუ გიყვარს და გამოგდის?

– ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ, როცა მაქვს, ვაკეთებ რაღაცეებს. საჭმელს თუ მოვამზადებ, გამომდის. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ვიცი და საქორწილო სუფრას გავშლი, მაგრამ, ძირითადი რაღაცეების გაკეთება ნამდვილად ვიცი.

– ლაშას საყვარელი კერძის მომზადება თუ იცი?

– რაც ვიცი და რაც უყვარს, არის სალათები და თევზეული. რთული, ცხელი და წვნიანი საჭმელები არ უყვარს და ამაში ძალიან გამიმართლა, რადგან, მაგას დიდი დრო და ცოდნა სჭირდება. 

– დატვირთული გრაფიკი ახსენე, მაგრამ, დასვენებასა და გართობას, ალბათ, მაინც ახერხებთ?!

– გართობას მაინც ვახერხებთ, თუმცა, ამ პროექტის დროს – ვეღარ. ხან ტექსტი მაქვს სამეცადინო, ხან ძალიან ცოტა ხანს მეძინა და გამოძინება მინდა და ასე შემდეგ. ახლა აბსოლუტურად ჩემს გრაფიკზე ვართ მორგებულები.  ძალიან გვიყვარს ერთად სადმე წასვლა და გართობა, მაგრამ, უფრო უცხოეთში. პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად წავალთ სადმე.

– ახალი წლისთვის რა გეგმები გაქვთ?

– მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გალა კონცერტი იგეგმება, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას, თუ მოხერხდება, რომ ახალ წელს სახლში ვიყო და ერთად შევხვდეთ, გადასარევი იქნება; თუ არა და, მაინც ერთად ვიქნებით ყველგან – სცენასთან, სცენის ქვეშ, კულისებში თუ სხვაგან (იცინის). განსაკუთრებული სამზადისი ჯერ ვერ დავიწყეთ, მაგრამ, გვაქვს ახალი ნაძვის ხე, თავისი ახალი სათამაშოებით, სახლი კი ჯერ ვერ მოვრთეთ – ამისთვის ვერ მოვიცალე. იმდენად მიყვარს ახალი წელი, ტკბილეული, ნაძვის ხე და სათამაშოები, რომ ამ პროცესს სხვას ვერ დავუთმობ, აუცილებლად მე უნდა გავაკეთო, მით უმეტეს, ახალ სახლში, მეუღლესთან ერთად (იცინის).

скачать dle 11.3