კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ,  რა შემთხვევაში ტარდება საგამოძიებო  ექსპერიმენტი და აქვს თუ არა ადვოკატს უფლება, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი პირადად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  მიღებული ინფორმაციის ჩვენების და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად, მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. შესაბამისად, ადვოკატი უფლებამოსილია, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ უნდა ჩატარდეს საგამოძებო ექსპერიმენტი, რომელიმე კონკრეტული გარემოების  აღსადგენად? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, ის უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას, ჩვენებას ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მიცემული ინფორმაცია მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო. საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. ამასთან საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს მოწმის ჩვენების სისწორის  შესამოწმებლად და თუ შესაძლებელია, როგორ უნდა მოხდეს საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით მოწმის ჩვენების შემოწმება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის ან მოწმის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე, საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით, კითხულობს შესამოწმებელ ჩვენებას და სთავაზობს ჩვენების მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ჩვენება. ამას თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება. პირი, რომლის ჩვენებაც ადგილზე მოწმდება, განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების გარეშე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პირის ჩვენების ერთდროულად ადგილზე შემოწმება, დაუშვებელია.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია საგამოძიებო ორგანოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას, პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. 

скачать dle 11.3