რა მოხდა ამ დღეს
15 დეკემბერი
1749 – დაარსდა ქალაქი დონის როსტოვი (რუსეთი).
1840 – ნაპოლეონის ნეშტი წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში გადმოასვენეს და „ინვალიდთა სახლში“ დაკრძალეს.
1939 – ამერიკაში შედგა პრემიერა ფილმისა „ქარწაღებულნი“.
1948 – საფრანგეთში ამოქმედდა პირველი ატომური ელექტროსადგური.
16 დეკემბერი
1653 – ოლივერ კრომველი გამოცხადდა ინგლისის „ლორდ პროტექტორად“ (ფაქტობრივად, დიქტატორად).
1773 – „ბოსტონის ჩაის სმა“, ბოსტონის მცხოვრებლებმა ინგლისის ეკონომიკური გავლენის საწინააღმდეგოდ – პროტესტის ნიშნად ზღვაში გადაყარეს ინგლისიდან შემოტანილი ჩაით სავსე ყუთები.
1899 – იტალიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „მილანი“.
17 დეკემბერი
1777 – საფრანგეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც სცნო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა.
1791 – ნიუ-იორკში მსოფლიოში პირველად გაჩნდა ქუჩები ცალმხრივი მოძრაობით.
1903 – ავიაციის დაბადება, ცაში აიჭრა ძმები რაიტების პირველი თვითმფრინავი.
1962 – „ბითლზი“ პირველად გამოჩნდა ტელეეკრანებზე – რასაც ბიტლომანიის აფეთქება მოჰყვა.
18 დეკემბერი
1865 – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კონსტიტუციის მე-13 ჩასწორება, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად აიკრძალა მონობა ნებისმიერი ფორმით.
1892 – ჩაიკოვსკის ბალეტის „მაკნატუნას“ პრემიერა სანკტ-პეტერბურგში.
1936 – ინდოეთიდან ამერიკის კონტინენტზე ჩაიყვანეს პირველი პანდა.
1940 – ადოლფ ჰიტლერმა დაამტკიცა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის – „ბარბაროსას“ გეგმა.
19 დეკემბერი
1863 – ინგლისელმა ფრედერიკ უოლტონმა დააპატენტა ლინოლეუმი.
1909 – დაარსდა საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“.
1941 – ადოლფ ჰიტლერმა საკუთარ ხელში აიღო სრულიად რაიხის ჯარების ხელმძღვანელობა.
1997 – ეკრანებზე გამოვიდა ჯეიმს კემერონის ფილმი „ტიტანიკი“.
20 დეკემბერი
1880 – ბროდვეიზე პირველად მსოფლიოში აინთო ელექტრული ქუჩის განათება.
1892 – ამერიკელებმა ბრაუნმა და სტილმანმა აიღეს პატენტი პნევმატურ საბურავებზე ავტომობილებისთვის.
21 დეკემბერი
1898 – პიერ და მარია კიურებმა აღმოაჩინეს რადიუმი.
1902 – ბერლინში გამოჩნდა მოძრაობის პირველი მარეგულირებელი გზაჯვარედინზე.
1937 – შედგა პრემიერა უოლტ დისნეის პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმისა – „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.
1967 – კეიპტაუნში გარდაიცვალა ლუის ვაშკანსკი – პირველი ადამიანი, რომელსაც გული გადაუნერგეს – მან გადანერგილი გულით 18 დღე იცოცხლა.