კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯოიაშვილი-ჯორჯიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯოია.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ჯოიას უცხოვრია სოფელ ტბისის ეკლესიის გვერდით, სულ მარტოს. როგორც ჩანს, ის იქ ეკლესიის განძს იცავდა. ერთხელ, ლაშქრობიდან მიმავალ მეფე ერეკლეს ამ ეკლესიის მახლობლად დაუსვენია. მამაცი მეფის წვევით გახარებულ ჯოიას ერეკლესთვის საკუთარი ოქროს ჯამი მიურთმევია. მეფეს ესიამოვნა ასეთი ძღვენი და უკითხავს, რით გადაგიხადო ეს პატივისცემა, რას მთხოვ სამაგიეროდო. ჯოიას უთქვამს, არაფერს გთხოვთ, მხოლოდ ერთი მეზობელი კაცი დამისახლე გვერდით, რომ ხმა გავცეო. შემდეგ ირკვევა, რომ ჯოიას მარტოდმარტო ვერ გაუძლია, ალგეთის პირას, უფრო დაბლა ჩამოუნაცვლია და ხალხის გვერდით, დიდ ენაგეთში დასახლებულა.

1906 წლის 31 მარტამდე ცნობილი გვარი იყო ჯოიაშვილი. 1 აპრილს, მეფის ჟანდარმერიამ გენერალ გრიაზნოვის მკვლელის გვარად დაასახელა ჯარიაშვილი, ორი დღის შემდეგ ის შეიცვალა გვარით – ჯავიაშვილი, რამდენიმე დღის შემდეგ კი – ჯორჯიაშვილით. ასე გაჩნდა ჯოიაშვილიდან გვარი ჯორჯიაშვილი. (ჯორჯიაშვილების რამდენიმე ოჯახი გადავიდა მეტეხში და იქ ბოგველებად დაეწერნენ).

ჯორჯიაშვილების სოფელს ადრე ბოგვი ერქვა.

საქართველოში 92 ჯოიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 63, თეთრი წყაროში – 28, ახალგორში – 1.

ზარიძე-ჯამაგიძე 

გვარიდან ზარიძე მომდინარეობს გვარი ჯამაგიძე. 1842 წელს, ერთ-ერთ ჯამაგიძეს სახელად ერქვა ზარიძე. სახელი „ზარიძე” დადასტურებულია ბადაგიძეების, ზაქაიძეების, ასტამაძეების, კარელიძეების გვარებში. 

მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის დავთრების მიხედვით, ერთ-ერთ კარელიძესაც ზარიძე ერქვა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქსნის ხეობაში მოსახლე კარელიძეები ზარიძეებიდან წარმომავლობენ. 

სისველაური-სისველაშვილების გვარის ძირიც გვარი ზარიძეა, ისინი გადმოსახლებულები არიან ღუდიდან. გიორგი ზარიძე გვარით ჩაჩუნაშვილი, იყო მემკვიდრედ, თელათაგორს ნასახლები. 

„წირდალს მცხოვრებ ზარიძე გულბაათს ჰყავს განაყოფი შიორშა, რომელთან ერთადაც ალექსანდრე მეფემ ის შესწირა სვეტიცხოველს (1570 წელი)”. 

საქართველოში 1 103 ზარიძე ცხოვრობს: თბილისში – 800, თიანეთში – 167, რუსთავში – 136. 

371 ჯამაგიძე. თბილისში – 181, თიანეთში – 162, გარდაბანში – 28. 

ქალიაშვილი 

ქალ ფუძიდან ბევრი სახელია ნაწარმოები. სწორედ ქალი დასდებია საფუძვლად და გაჩენილა მისგან საკუთარი სახელები: ქალალა, ქალდან, ქალურა, ქაილ, ქალა, ქალაია, ქალთათავი, ქალთამზე, ქალია, ქალიკა, ქალიკელი, ქალილა, ქალიმათ. 

აქედანაა ნაწარმოები გვარები – ქალებაშვილი და ქალიაშვილი. 

მეჩვიდმეტე საუკუნის მესამე მეოთხედში მოიხსენიება, ასევე, გვარი ქალიძე. 

ზემოთ ხსენებული გვარის წარმომადგენლები ქართველები და მართლმადიდებლური სარწმუნოებისანი არიან. 

საქართველოში 406 ქალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 144, თელავში – 30, ბორჯომში – 21. არიან სხვაგანაც. 

ჭყოიძე

ილია მაისურაძე წერს: „გვარი ჭყოიძე ზესტაფონსა და ხარაგაულის რაიონებში აღიარებულია, როგორც ჭყონიძისგან მომდინარე”. სხვა მკვლევრები და ავტორებიც მიანიშნებენ, რომ ჭყოიძეთა გვარი ჭყონიძიდან მომდინარეობს – ადრე ასე იყვნენ ჩაწერილნი, შემდგომ კი ასო ნ დაიკარგა და მივიღეთ ჭყოიძე. ასეთი მაგალითები მრავლადაა ისტორიულ წყაროებში. 

ჭყოიძეთა გვარის ფუძედ გამოყენებულია ჭყო. ეს ფორმა არც ერთ ლექსიკონში, მათ შორის, სულხან-საბასთანაც კი არ იძებნება. ამ ფუძით მას ნახსენები აქვს მხოლოდ ორად ორი სიტყვა, კერძოდ: ჭყორველი და ჭყორი. 

ამ გვართან დაკავშირებით კვლევა დღესაც გრძელდება. 

საქართველოში 1 260 ჭყოიძე ცხოვრობს: თბილისში – 353, ხარაგაულში – 332, ზესტაფონში – 118. არიან სხვაგანაც. 

45 ჭყონიძე. დმანისში 18, თბილისში 16, ბოლნისში 11. 

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

скачать dle 11.3