კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზანს ისახავდა სტალინის მიერ მოფიქრებული საიდუმლო ოპერაცია „სერპანტინი”

1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დიდი სამამულო ომის პირველი ექვსი თვე დიდი დანაკარგებით წარიმართა საბჭოთა კავშირისთვის და ქვეყანა უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. დაიღუპა ორ მილიონზე მეტი ადამიანი. ამდენივე ტყვედ ჩავარდა და სახელმწიფოს უდიდესი მატერიალურ-ტექნიკური ზიანი მიადგა. მრავალი წლის განმავლობაში, მთელ ამ უბედურებას ერთადერთ ადამიანს, ქვეყნის მთავარსარდალს, იოსებ სტალინს აბრალებდნენ. კიდევ უფრო დამამცირებელია მავანთა მტკიცება, თითქოს ომის დაწყების წუთებიდან, საბჭოთა ბელადი პანიკამ შეიპყრო, შოკში ჩავარდა და სამი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამ აბსურდის დამადასტურებელ ფაქტად კი, ის მოჰყავთ, რომ 22 ივნისს, შუადღეს რადიომიმართვით საბჭოთა ხალხის წინაშე წარდგა ვიაჩესლავ მოლოტოვი და არა – სტალინი. არსებობს აკადემიკოსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ევგენი პორტნოვის დოკუმენტურად დადასტურებული განცხადება, რომ სტალინი 20-30 ივნისს ანგინის უმძიმესი ფორმით იყო ავად. მას მაღალი სიცხეები ჰქონდა და არამც თუ რადიოთი გამოსვლა შეეძლო, საჭმელსაც კი ვერ ჭამდა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ბელადი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა და წამითაც არ დაუკარგავს კონტროლი ქვეყნის მართვაზე.

როგორც კი, 1940 წლის დასაწყისში გამოჟონა ცნობებმა „ბარბაროსას” შესახებ, სტალინმა 19 იანვარს დაიბარა თავდაცვის მინისტრი – კლიმენტი ვოროშილოვი და გენერალური შტაბის უფროსი – ბორის შაპონშიკოვი. შეხვედრა შედგა კუნცევოს, ეგრეთწოდებულ ახლომდებარე აგარაკზე. საბჭოთა ბელადმა სტუმრები კაბინეტში მიიწვია და ახლად მიღებული სამი სადაზვერვო ინფორმაცია წაუკითხა. სხვადასხვა წყაროსგან გამოგზავნილი ეს ცნობები შინაარსით აბსოლუტურად იდენტური იყო და ეწერა, რომ ფაშისტური გერმანიის გენერალურმა შტაბმა დაიწყო საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმის შემუშავება და რომ მისი სამუშაო სახელია „ბარბაროსა”.

– რას იტყვი, კლიმ? შენი აზრი მაინტერესებს. – ჰკითხა სტალინმა თავდაცვის მინისტრ კლიმენტი ვოროშილოვს და სადაზვერვო ცნობები მაგიდაზე დადო.

– რა უნდა გითხრა, კობა. ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია, ვვარაუდობდით. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზეც ამიტომ წავედით, რომ დრო მოგვეგო (ლაპარაკია 1939 წელს, საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე თავდაუსხმელობის შესახებ), – მიუგო სტალინს ვოროშილოვმა, ფაშისტებმა ყინული დაძრეს და „სერპანტინის” მომზადება უნდა დავაჩქაროთ.

– მართალი ხარ, – დაეთანხმა სტალინი ვოროშილოვს. შემდეგ გენერალური შტაბის უფროსს, ბორის შაპონშიკოვს მიუბრუნდა და ჰკითხა:

– ბორის მიხაილოვიჩ, როგორ მიმდინარეობს „სერპანტინისთვის” მზადება?

– გეგმურად, ამხანაგო სტალინ, ჯგუფების შეკრება, შეიარაღება და მომზადება ზუსტ გრაფიკშია ჩასმული, – ზოგადად თქვა შაპოშნიკოვმა.

– კონკრეტულ ციფრებზე გადადით, – თქვა სტალინმა.

შაპოშნიკოვმა ჩაახველა და სტალინს ზეპირად მოახსენა:

– ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი წლის პირველი მაისიდან დღემდე მომზადებულია პარაშუტისტების ათი ათასი ჯგუფი. თითოეული მათგანი უახლესი მსუბუქი შეიარაგებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებითაა აღჭურვილი. აგრეთვე, ათდღიანი მშრალი საკვები აქვთ და ნებისმიერ დროს მზად არიან, ბრძანების შესასრულებლად. ანუ, დღე „იქსისთვის”, იმ პერიოდში არსებული ძალა მაქსიმალურად შეძლებს დასმული ამოცანის შესრულებას.

სტალინმა, მაგიდაზე დადებულ სადაზვერვო ცნობებზე მიუთითა გენერალური შტაბის უფროსს და უთხრა:

– ამ ცნობებიდან გამომდინარე, დღე „იქსის” გადმოწევა მოგვიწევს და „სერპანტინი” ადრე უნდა ჩავატაროთ. თუმცა, ოპერაციის ხარისხი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც დავგეგმეთ. ამიტომ, ყველაფერი მომავალი წლის აგვისტოს მიწურულისთვის მზად უნდა იყოს და ამისთვის კი, მზადების ტემპები გაასამმაგეთ! – ბოლო სიტყვა სტალინმა დამარცვლით წარმოთქვა და იქვე, დასძინა, – „ოსოავიაქიმს” კადრების მოზიდვის ტემპები დააჩქარებინეთ და ჩემს ახალ ბრძანებასთან მოიყვანეთ შესაბამისობაში. მე კი, დღესვე დავავალებ შესაბამის უწყებებს, უპირველესად, მსუბუქი შეიარაღებისა და საფრენი აპარატების წარმოების გასამმაგებას. იმატებს, აგრეთვე, უახლესი ტანკებისა და მობილური ჯავშანტექნიკის წარმოებაც. წარმატებას გისურვებთ.

შაპონშიკოვი და ვოროშილოვი თავიანთ უწყებებში დაბრუნდნენ და სტალინის  ბრძანების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ. საბჭოთა ბელადმა კი, საბჭოთა სამხედრო იარაღის მწარმოებელი უწყებების ხელმძღვანელები დაიბარა და იარაღის წარმოების გაზრდა დაავალა. თუმცა, ოპერაცია „სერპანტინის” შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს მათთან.

სტალინისა და საბჭოთა სამხედრო უწყებების ხელმძღვანელთა საუბარი, ამ ცოტა ხნის წინ გასაიდუმლოებული საარქივო დოკუმენტაციებიდან გახდა ცნობილი, რომელიც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა. 

„ოსოავიაქიმი”, „დოსააფის” წინამორბედი, 1927 წელს, სტალინის უშუალო მითითებით შექმნილი უწყება იყო და ის მეპარაშუტე ახალგაზრდებს ამზადებდა. ანუ, ერთი შეხედვით, ეს იყო პარაშუტით ხტომის მოყვარულთა კლუბი. სინამდვილეში კი, მომავალ პროფესიონალ მეპარაშუტეებს ამზადებდა და სტალინის ჩანაფიქრით, შორს მიმავალი გეგმები გააჩნდა. ეს უწყება საიდუმლო ოპერაცია „სერპანტინის” ბაზისს წარმოადგენდა. საიდუმლო ოპერაცია „სერპანტინი” კი იყო, არც მეტი არც ნაკლები, ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვით ფაშისტური გერმანიის ტერიტორიაზე ელვისებური შეჭრა უზარმაზარი ძალებით ჰაერიდან. შემდეგ, ამ ქმედებას უნდა მოჰყოლოდა ჯავშანტექნიკის შესვლა და ჰაერიდან შეჭრილი მედესანტეების მხარდაჭერა. რასაც, საბოლოო ჯამში, სტალინის თქმით, მთელი ევროპის „გაწითლება” უნდა მოჰყოლოდა... ანუ, სტალინი თავადვე გეგმავდა ფაშისტურ გერმანიაზე ელვისებურ თავდასხმასა და მასზე გამარჯვებას. თავდასხმის თარიღად კი 1942 წლის აგვისტო იყო მიჩნეული, ანუ – დღე „იქსი”  და სწორედ „ბარბაროსას” შესახებ მიღებულმა ცნობებმა შეაცვლევინა საბჭოთა ბელადს პირველი გეგმა და ჰიტლერზე თავდასხმა 1941 წლის აგვისტოსთვის გადმოიტანა.

„ჩვენს ყოჩაღ მეომრებს სერპანტინივით ჩამოვყრით ევროპის ცაზე,” – ამბობდა სტალინი თავის უახლოეს გარემოცვასთან და ოპერაციის საბოლოო სახელწოდებაც სწორედ მან მოიფიქრა. თითოეული ჯგუფი ათი მეომრისგან შედგებოდა და 1941 წლის აგვისტოსთვის სტალინს ორასი ათასი ჯგუფი, ანუ ორმილიონიანი შეიარაღებული ჯგუფები უნდა დაეტეხა თავზე ფაშისტებისთვის. საგულისხმო ფაქტია, რომ 22 ივნისისთვის, ანუ ომის დაწყების დღეს, საბჭოთა  კავშირს გერმანიაზე სამჯერ მეტი მსუბუქი თვითმფრინავი ჰყავდა, რომელსაც დესანტირება შეეძლო. ორ-ნახევარჯერ მეტი მსუბუქი შეიარაღება იწარმოებოდა იმ დროს საბჭოთა კავშირში, ვიდრე გერმანიაში. მეპარაშუტეთა რაოდენობამ კი ორ მილიონს გადააჭარბა... გაზრდილი იყო აგრეთვე ჯავშანტექნიკის წარმოებაც და არმიის საკვები პროდუქტებით მომარაგებაც. ერთი სიტყვით, 22 ივნისისთვის თითქმის დასრულდა „სერპანტინისთვის” მზადება და დანიშნული  იყო ამ ოპერაციის დაწყების დღე - 1941 წლის 23 აგვისტო, კვირა, ღამის 4 საათი და 30 წუთი.

სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ თავდასხმისთვის მომზადებულმა საბჭოთა სამხედრო მანქანამ ომის დასაწყისში თავდაცვაზე გადაწყობა ვერ მოასწრო. თუმცა, ყოვლად გაზვიადებულია ის, რომ თითქოს სტალინი რეალობას მოწყდა, ჰიტლერს ენდო და ომის დასაწყისში ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა.

ფაქტს, ოპერაცია „სერპანტინის” არსებობის შესახებ, საბჭოთა კავშირი მხოლოდ იდეოლოგიური მოსაზრებით მალავდა, რადგან, პოლიტიკური საბჭოთა დოქტრინა მშვიდობისმოყვარეობას და პაციფიზმს ქადაგებდა. „სერპანტინი” კი ხაზს გადაუსვამდა ამას. 

ნიკა ლაშაური

скачать dle 11.3