კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

1987 წელს დაკარგული მამა-შვილი ერთმანეთს ეძებს

ოლესია ალექსანდრეს ასული მაისურაძე ეძებს 56 წლის ალექსანდრე მაისურაძეს.

ისტორია: ვეძებ მამას, 56 წლის ალექსანდრე მაისურაძეს. ბოლოს მამა 1987 წელს ვნახე, როდესაც ის ჩემს სანახავად სკოლაში იყო მოსული. იმის შემდეგ მამა აღარ მინახავს და ძალიან მინდა მისი პოვნა. მე რუსეთში ვცხოვრობ და მამის მოძებნა ტერიტორიული სიშორის გამო ძალიან მირთულდება. მაქვს მამის ახალგაზრდობის ფოტო, სადაც მე და მამა ერთად ვართ, იმედია, ის გამოგადგებათ.

– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი მამა-შვილმა?

– ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მე დედასთან დავრჩი. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მამა მაინც მახსოვს. ის მოდიოდა და მნახულობდა ხოლმე. ბოლოს მამაჩემი 1987 წელს ვნახე, ის სკოლაში იყო მოსული ჩემს სანახავად. ვიცი, რომ მას შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა, თავის სამშობლოში, მე კი რუსეთში ვცხოვრობ. მამის მოძებნა უზომოდ მინდა. მაინტერესებს, როგორ აეწყო მისი ცხოვრება, მყავს თუ არა ნახევარდაძმები – ბუნებრივია, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

– ამდენი წლის განმავლობაში მამის მოძებნა ერთხელაც არ გიცდიათ?

– რაც თავი მახსოვს, მამას სულ ველოდები, ანუ, სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ მამა მოვა, წერილს მომწერს ან დამირეკავს, მაგრამ,  სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მე გადავწყვიტე, მამა თავად მომეძებნა, მაგრამ მასზე თითქმის არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ მყავს მამიდა, რომელიც თბილისში ცხოვრობს (სამწუხაროდ, მისი სახელი არ ვიცი და არც დედას ახსოვს). მამას პოვნის იმედს მის ფოტოზე ვამყარებ. მივმართე სამძებრო საიტებს, მაგრამ, ვიცი, რომ ძებნის პროცედურები, შეიძლება, წლები გაგრძელდეს, ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა.

– ანუ, ამდენი წლის განმავლობაში მამა არასდროს შეგხმიანებიათ?

– სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია, რაც მე და დედამ საცხოვრებელი მისამართი შევიცვალეთ და, არაა გამორიხული, რომ მამა ამის გამო არ შემხმიანებია. დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდებოდა ჩემი პოვნა. რა არის ამის მიზეზი, დანამდვილებით მისი პოვნის შემდეგ გაირკვევა, მაგრამ, ჯერჯერობით ასე მგონია.

– მამის პოვნის შემთხვევაში, თუკი, რა თქმა უნდა, ისიც დაგვთანხმდება შენთან დაკავშირებაზე, აპირებთ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას?

– საქართველოს ნახვა ყოველთვის მინდოდა. ასეა თუ ისე, მე ქართველი ვარ და მამის სამშობლოში ჩამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. იმედია, მას ვიპოვი და შევხვდებით ერთმანეთს. ფიზიკურად მამას ვგავარ და, საერთოდაც, ქართველს მამსგავსებენ. მთელი ცხოვრება ყველა მეკითხებოდა – ქართველი ხარო? ძალიან მინდა, მამა მალე ვიპოვო და ჩვენი ურთიერთობის დაკარგული წლები ერთად ავინაზღაუროთ.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3