კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აუცილებელია თუ არა, სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი? როგორ შევინახოთ და გამოვიყენოთ ის?

პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება როგორც დასალევად, ასევე, მისასხურებლად. სასურველია, თუ ნაკურთხ წყალს ყოველ დილით უზმოზე, ლოცვის შემდეგ დალევთ. ასევე, ყოველთვის მიიღეთ ავადმყოფობისას. ნაკურთხი წყალი უნდა შეინახოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში.

კითხვა: როგორც გავიგე, ჯვრისწერის სანთლები ბედნიერ დღეებში უნდა აინთოს. მე კი, ისინი უკვე დავწვი. ცოდვა ხომ არ ჩავიდინე ამით?

პასუხი: საქორწინო და ნათლობის სანთლების დიდი ხნის განმავლობაში შენახვა და მათი ბედნიერ ან განსაცდელის დღეებში დანთება ლამაზი ტრადიციაა. საეკლესიო კანონიკით, მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაანთებთ მათ. უფალი მისთვის დანთებულ სანთელს ყოველთვის შეიწირავს.

კითხვა: გარდაცვალების შემდეგ შერჩებათ თუ არა თავ-თავიანთი სქესი ქალისა და მამაკაცის სულებს?

პასუხი: სულს სქესი არ გააჩნია და ადამიანების სულები გარდაცვალების შემდეგ იქნებიან, როგორც ანგელოზები, რომლებიც უსქესოები არიან.

კითხვა: ცნობილია, რომ ბავშვი უცოდველია, მაგრამ თუ ის მოუნათლავი გარდაიცვლება, რა შეიძლება ახლობლებმა მისი ცხონებისთვის გააკეთონ?

პასუხი: სამწუხაროდ, მოუნათლავ ყრმათათვის შეგიძლიათ მხოლოდ მოწყალება გაიღოთ, დანარჩენი კი ყოვლადმოწყალე უფალს უნდა მიანდოთ.

скачать dle 11.3