კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

უმჯობესია, თუ ერთ მოძღვარს იყოლიებთ იქვე ახლოს, სადაც ცხოვრობთ...

წმიდა მთაზე მოსალოცად მყოფმა ერთმა მსმენელმა, რომელიც მოიხიბლა მამა პაისის ქადაგებით, თხრობა შეაწყვეტინა მას:

– ღერონდა, მე მსურს, აღსარება თქვენ ჩაგაბაროთ.

– თუ აღსარების თქმა გსურთ, – უპასუხა მან, – მიდით აქვე, ქვემოთ, ერთ მოძღვართან და ის ჩაიბარებს თქვენს აღსარებას, თუმცა, უმჯობესია, თუ ერთ მოძღვარს იყოლიებთ იქვე ახლოს, სადაც ცხოვრობთ, რადგან, სულიერი მოძღვარი მკურნალი ექიმივით არის, რომელიც ვალდებულია ნებისმიერ მომენტში იცოდეს ავადმყოფის მდგომარეობა და ყოველთვის შეეძლოს საჭირო წამლის მიცემა. მე შემიძლია, ახლა თქვენ წამალი მოგცეთ, მაგრამ, თუ ორი-სამი დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა შეიცვლება და თქვენი სულიერი ბუნებისთვის შეუფერებელი რამ შეგემთხვათ, ეს ჩემ მიერ დანიშნული წამლის უსარგებლობაზე იმეტყველებს. ერთხელ, როდესაც გაციების გამო თავის ძლიერი ტკივილები მაწუხებდა, თავზე სალბუნი დავიდე და ტკივილმაც უცებ გამიარა. ერთმა პიროვნებამ, რომელმაც დამინახა, თუ როგორ განვიკურნე, თვითონაც დაიდო სალბუნი თავის ტკივილის შესაჩერებლად, მაგრამ, ტკივილი უფრო გაუძლიერდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მისი ტკივილი მაღალი სიცხით იყო გამოწვეული და არა გაციებით. ახლა ხომ გესმით, თუ რისი თქმა მსურდა, თუ რატომ უნდა იცოდეს მოძღვარმა კარგად აღმსარებლის სულიერი მდგომარეობა?

***

ერთხელ მამა სერაფიმეს ერთი მონაზონი ესტუმრა და დაინახა, თუ როგორ ჩამომჯდარიყო ღირსი მამა ხის მორზე, მის გვერდით კი უზარმაზარი დათვი მოკალათებულიყო. მონაზონს შიშისაგან ელდა ეცა და იქვე დაეცა. მამა სერაფიმემ დათვს ოდნავ ხელი შემოჰკრა და ანიშნა, რომ ტყისკენ წასულიყო. დათვი მაშინვე დაემორჩილა. ამის შემხედვარე მონაზონი შიშისაგან ძრწოდა და იმეორებდა: ჩემი სიკვდილი მოახლოვდაო... მამა სერაფიმემ მიუგო: „ნუ გეშინია, დედაო, სიკვდილი ჯერ შორსაა, ეს სიკვდილი კი არა, სიხარულია!“ შემდეგ ილოცა მისთვის, იმ ხის მორზე დასვა, სადაც ცოტა ხნის წინ თავად იჯდა და თვითონაც იქვე, შორიახლოს ჩამოჯდა. როგორც კი დათვმა მამა სერაფიმე დამჯდარი იხილა, ტყიდან გამოვიდა და ისევ მის ფერხთით მოკალათდა. მონაზონი ისევ გაფითრდა. ღირსი მამა ეალერსებოდა და თავისი ხელიდან აჭმევდა. ამ დროს მამა სერაფიმეს სახე სიხარულით უბრწყინავდა და ზეციური ნათელი ეფინებოდა. ამის მხილველი მონაზონი გამხნევდა. ღირსმა მამამ მას პურის ნატეხი გაუწოდა და უთხრა: „მოდი, შენც აჭამე დათვს“. მონაზონმა შეიცხადა: „მეშინია, მამაო, ხელს მომაჭამს!“ წმიდა მამამ დაამშვიდა იგი: „გახსოვს, დედაო, ღირს გერასიმეს იორდანეზე ლომი რომ ემსახურებოდა? მე კი, გლახაკ სერაფიმეს, დათვი მემსახურება. აი, მხეცებიც გვემორჩილებიან. შენ კი, დედაო, სასოწარკვეთილებას მისცემიხარ. გამხნევდი! დათვი სრულიად მემორჩილება, ახლა მაკრატელი რომ მქონდეს, ცხვარივით გავკრეჭდი...“

скачать dle 11.3