კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მინდა ჩემი მშობლები შევარიგო

უკვე ხუთი წელი ხდება, ჩემი მშობლები გაყრილები არიან. ორივემ შექმნა მეორე ოჯახი, მაგრამ არცერთი არ არის ბედნიერი, რადგან, ზუსტად ვიცი, რომ ისევ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ, ორივე ისეთი ჯინიანია, არასდროს არაფერს არ უთმობენ ერთმანეთს, სულ დაკა-დაკა ჰქონდათ და ამიტომაც დაშორდნენ. მეც მთელი ბავშვობა თავიანთი ჩხუბებისა და კინკლაობის ყურებაში გამატარებინეს. ამიტომ, ყოველთვის მეგონა, რომ ყველა ცოლ-ქმარი ასე ჩხუბობს. რომ წამოვიზარდე და მეგობრებთან დავიწყე სიარული, მიკვირდა, იმათი მშობლები რომ არ ჩხუბობდნენ.

მაშინ მამაჩემს ვამტყუნებდი და დედის მხარეზე ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მარტო მამა არ იყო დამნაშავე. დედაჩემი სულ იმას საყვედურობდა, ყურადღებას არ მაქცევ, ფეხებზე გკიდივარ, ჩემზე არ ზრუნავო. შეიძლება, რაღაც დონეზე, ასეც იყო, მაგრამ, როცა მამა რამე საჩუქარს მოუტანდა, დედა აუცილებლად უწუნებდა; თუ ეტყოდა, სადმე წავიდეთო, დედა ეუბნებოდა, დაღლილი ვარ და არსად წასვლის თავი არ მაქვსო. მერე მამა ბრაზდებოდა, რაღაცას უხეშად ეტყოდა, დედაც პასუხს უბრუნებდა და ასე ხდებოდა ლამის ყოველდღე. მაგრამ, საკმარისი იყო, რამე მიზეზის გამო რომელიმე თუნდაც ერთი დღით წასულიყო სადმე, რომ ვერ ძლებდნენ და ყოველ თხუთმეტ წუთში ურეკავდნენ ერთმანეთს, როდის მოხვალო. ბოლოს ვეღარ გაუძლეს ერთმანეთს და გაშორდნენ. ჩემი აზრით, ერთმანეთს კი არა, ერთმანეთის სიყვარულს ვეღარ გაუძლეს.

მერე მამამ ცოლი შეირთო. დედამ ეს ისე განიცადა, დეპრესიაში ჩავარდა და ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთი წლის შემდეგ დედაც გათხოვდა. ჩემი მამინაცვალი წყნარი, მშრომელი და წესიერი კაცი იყო. ორივეს თვალებში გვიყურებდა და თან გვყვებოდა. დედაჩემის სიტყვა და სურვილი მისთვის კანონი იყო. ერთხელაც არ წაკინკლავებიან ერთმანეთს, რადგან ყოველთვის უთმობდა და უჩუმდებოდა ცოლს, რომ უსიამოვნება არ მომხდარიყო მათ შორის, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ დედას არ უყვარდა თავისი მეორე ქმარი, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მხოლოდ პატივს სცემდა, როგორც პიროვნებას მეტი არაფერი.

ერთ დღეს კი ჩემმა მამინაცვალმა ძალიან წყნარად უთხრა დედაჩემს: ვერ შეგაყვარე თავი, ვგრძნობ, რომ იტანჯები ჩემთან, მე კი შენი ტანჯვის ყურება არ შემიძლიაო, – და, წავიდა. დედას ერთხელაც არ უთქვამს, დარჩიო. საწყალმა კაცმა კარი რომ გაიხურა, დედაჩემმა აშკარად შვებით ამოისუნთქა და ისე განაგრძო სადილის მომზადება, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

დაახლოებით ორი თვის წინ მამამ დამირეკა – სადმე გავისეირნოთო. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, მასთანაც დავდიოდი და ის ქალი ყოველთვის ნორმალურად მხვდებოდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ იქაც არ იყო საქმე მთლად კარგად. ერთხელ ისე მოხდა, რომ სამი დღე დავრჩი მამასთან და მთელი ამ სამი დღის განმავლობაში ერთხელ არ უსაუბრიათ, ერთხელ არ გაუცინიათ; ისხდნენ ცალ-ცალკე, თავიანთი საქმეებით გართულები, როგორც უცნობები და ელემენტარული სასაუბრო თემაც კი არ ჰქონდათ.

მამამ რომ დამირეკა, მაშინვე წავედი. ცოტა ფეხით გავისეირნეთ და მერე კაფეში შემიყვანა. ჯერ ჩემი ამბები გამომკითხა, მერე კი სულ დედაზე მელაპარაკა. იცოდა, ის კაცი რომ წავიდა ჩვენგან და აშკარად ეტყობოდა, რომ უხაროდა. ბოლოს მითხრა, ცოლს ვეყრებიო. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: კარგი ქალია, მაგრამ, მოსაწყენი ადამიანია. ვიცი, რომ ვუყვარვარ, ყველანაირად თან მყვება, მაგრამ ვერაფრით ვერ შევიყვარე. საერთო შვილიც არ გვყავს და, ან თავი რატომ დავიტანჯო, ან ის რატომ დავტანჯოო. ცოტა ხნის წინ კი მამამ ისევ დამირეკა და აშკარად გახარებულმა მითხრა, ცოლს გავეყარეო. მერე კი ძალიან მორიდებით მკითხა, საშობაოდ თქვენთან რომ მოვიდე, დედაშენი თუ მიმიღებსო. კინაღამ გული გამისკდა სიხარულით. მე ვუთხარი, დედასაც ისევ უყვარხარ და, სცადე-მეთქი. ახლა მამა იმას ფიქრობს, ახალი წლის ღამეს მოვიდეს ჩვენთან თუ შობის ღამეს. ჯერ ვერ გადაწყვიტა, მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მოვიდეს. ზუსტად ვიცი, რომ გულში ორივემ აპატია ერთმანეთს და ახლა ისაა მთავარი, რომელი გადადგამს პირველ ნაბიჯს შესარიგებლად, მე კი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს. მართალია, დარწმუნებული არ ვარ, რომ მერე სულ ხავერდივით და აბრეშუმივით ურთიერთობა ექნებათ, მაგრამ, რაც მთავარია, მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვართ. ასე მოხდა, რომ ორივე ცალ-ცალკე გამომიტყდა, რომ ერთმანეთი მოენატრათ, მაგრამ, ჩემი აზრით, ცოტა ჩხუბიც ენატრებათ და ამას უნდა შევეგუო – რა ქნან, ასე გამოხატავენ სიყვარულს.

მარიკა, 18 წლის.

წელს ყველაზე ბედნიერი შობა მექნება

ბევრი დღესასწაული მიყვარს, მაგრამ შობა-ახალ წელს ბავშვობიდან განსაკუთრებული გრძნობით ველოდები. უკვე ამხელა გოგო ვარ და აქამდე გამომყვა ის სიხარული, ბედნიერებისა და სასწაულის მოლოდინის შეგრძნება, რაც ამ საოცარი დღესასწაულის წინ, ყოველთვის მეუფლება ხოლმე. პატარაობიდან მოყოლებული, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შობის და ახალი წლის ღამეს აუცილებლად რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, მაგრამ კონკრეტულად რა, არ ვიცოდი; ახლა კი პირველად ვიცი, რა სასწაულიც მოხდება, თანაც – ორი. ერთი სასწაული ის არის, რომ შეყვარებულმა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს მიმატოვა (უცხოეთში წავიდა სასწავლებლად და იქიდან მომწერა, აღარ დამელოდო, აქ სხვა გოგო შემიყვარდაო – ერთი ნახვით შეჰყვარებია თურმე), ერთი კვირის წინ დამირეკა და მითხრა, საშობაოდ ჩამოვდივარ; მივხვდი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია და, თუ მაპატიე და თუ ისევ გიყვარვარ, დამხვდიო. რა თქმა უნდა, ვაპატიე და, ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა, რომ მეორე სასწაული ვახარო: 5-დან 10 იანვრამდე უნდა ვიმშობიარო, ანუ, დედა გავხდები. აგვისტოში, როცა ლევიკო გავაცილე, უკვე თითქმის 4 თვის ორსული ვიყავი, მაგრამ, დავუმალე (მით უმეტეს, რომ საერთოდ არ მეტყობოდა), რადგან, არ მინდოდა, ჰგონებოდა, რომ რაღაცეები წინასწარ მქონდა ჩაფიქრებული ან აკიდებას ვაპირებდი; არც ის მინდოდა, მისი მომავალი კარიერისთვის შემეშალა ხელი და ამიტომაც არ ვუთხარი არაფერი. წერილი რომ მივიღე, სხვა შემიყვარდა და უნდა დავშორდეთო, ისე განვიცადე, კინაღამ მოვკვდი, მაგრამ, მერე შემეშინდა, ბავშვს არაფერი მოსვლოდა და, როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე. დედამ ძალიან ინერვიულა, მაგრამ ბოლოს მაინც გამიგო და ბოლოს აქეთ მამხნევებდა.

ლევიკო დეკემბრის ბოლოს ჩამოდის. როგორც ვთქვი, ჩემი ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცის არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრებმა. ამიტომ, ეს სიხარული ყველასთვის მოულოდნელი იქნება. ასე რომ, შობისთვის, ალბათ, უკვე დედაც ვიქნები და, თანაც, გვერდით მეყოლება ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება.

ეს შობა ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იქნება და ასეთსავე ბედნიერებას ვუსურვებ ყველა ქალს, ვისაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია.

ნეკო, 23 წლის.

скачать dle 11.3