კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

აი, ისიც – ბედნიერება!

 

ჩვეულებრივ, ადამიანებს ჯერაც არ აქვთ პასუხი კითხვაზე – რა არის ბედნიერება. მამაკაცები ამბობენ, ქალმა თავადაც არ იცის, რა უნდა და, რომელ ბედნიერების ფორმულირებაზეა ლაპარაკიო... თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. სხვათა შორის, მამაკაცებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები უფრო ახერხებენ, დატკბნენ ცხოვრებით და იპოვონ თავიანთი პატარა ბედნიერება... ვინც ამას ვერ ახერხებს, იმან გაითვალისწინოს: დილა – ეს შესანიშნავი მონაკვეთია დღისა; გნებავთ, მას ის ეპიზოდი უწოდეთ, საიდანაც რაღაც ახალი და ძალიან კარგი დაიწყება. დილა თუ პოზიტიური იქნება, დღეც წარმატებას მოგიტანთ; ყოველ შემთხვევაში, სახლიდან გამოყოლილი კარგი განწყობა ხალისსა და სტიმულს შეგმატებთ. ჩვეულებრივ, ბედნიერებას სულის ყველაზე „მიჩქმალული“ კუთხეებით გრძნობ. მნიშვნელობა არა აქვს, სად და რაში გამოავლენს თავს, უბრალოდ, უნდა გჯეროდეს, რომ ის ნამდვილად არსებობს და მუდმივად შენთან არის. როცა გიყვარს ახლობლები, გყავს გარშემო ის ადამიანები, ვისთვისაც სიცოცხლე გინდა და გიხარია – ან, როცა შეგიძლია, უმწეოს დაეხმარო და ატირებული ბავშვი გააღიმო – განა ეს უკვე არ არის ბედნიერება?! თითოეულ ჩვენგანს უზარმაზარი დადებითი რესურსი აქვს და ბევრი კარგი საქმის გაკეთებაც შეუძლია. უნიკალურია ყველა ქალი და ყველა კაცი... ისიც უნიკალურია, ვინც ცხოვრებამ შეგახვედრა და გვერდით გყავს, ხელის გაწვდენაზე... ვერ იქნები ბედნიერი, თუკი არ გჯერა, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი კარგი ხდება და კიდევ მოხდება. პრობლემები სულ იქნება, მაგრამ მათ არ უნდა შეეწიროს ჩვენი პატარა ბედნიერება. მსუბუქად, ხალისით და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენით, უკეთესად გადაჭრით მათ, თანაც, გაცილებით სწრაფადაც, მით უფრო, თუ ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები დაგიჭერენ მხარს. ისინი აუცილებლად გააკეთებენ ამას, თუკი თქვენს პატარა ბედნიერებას გაუნაწილებთ... სულ ადვილად – ღიმილით და თბილი სიტყვით!

 

პირველად და სამუდამოდ...

 

ვთქვათ, მოხდა სასწაული და შეხვდით მამაკაცს, რომელთან ერთადაც ისურვებდით ცხოვრებას. შესაძლოა, ის ნამდვილად ის არის, ვისზეც ოცნებობდით, მაგრამ, ბედნიერ ქორწინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გაკლიათ, რადგან, მთავარი წინ გაქვთ – პირველი პაემნები და პირველი შთაბეჭდილებები... რომელ ქალს არ უნდა, რომ ამ პერიოდში თვალისმომჭრელი და შეუდარებელი იყოს?! ეს აქსიომაა, მაგრამ, ყველამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს...

დასაწყისისთვის, კარგად გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებოდით იმ პირველ, სულ პირველ შეხვედრაზე, როცა დაგინახათ და... გარდა ამისა, სასურველია, მეტ-ნაკლებად იცოდეთ თქვენი რჩეულის გემოვნება და ხასიათი...

მაგალითად, თუ მამაკაცი არის ძალიან ენერგიული, სიცოცხლით სავსე და მშფოთვარე ცხოვრების წესის ტრფიალი, მას მოეწონება, თუკი ფლირტში იაქტიურებთ. მთავარია, როცა მასთან ერთად იქნებით, სხვა კაცების ყურადღებაც მიიქციოთ. „მოსწონს ყველას – ესე იგი, კარგია” – ასეთია მისი ლოგიკა.

ახლა მიხვდით, როგორ იმოქმედოთ. რა ჩაიცვათ და როგორ მოიქცეთ?! კიდევ ერთიც: ამ კაცების ყურადღებას იპყრობთ ძვირფასი გემოვნებით. შერჩეული აქსესუარები, ჩანთა, სამაჯური, ხელთათმანი... და, სასურველია, ფეხსაცმელიც მაღალ ქუსლზე იყოს...

კონსერვატორ მამაკაცს სხვანაირი ქალები მოეწონება – „რუბენსისეული“ სხეულის ფორმებით, მშვიდი ნაკვთებით. მნიშვნელობა არ აქვს, რა ეცმევა, მთავარია, ტანსაცმელმა სხეულის ფორმები არ დამალოს. მოსწონთ მოწესრიგებული, კლასიკური ტიპის ქალები, მყარი მსოფლმხედველობით, პრინციპებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. პრინციპში, გაგიმართლებთ, თუკი მოახერხებთ და ამ ტიპის მამაკაცს ცხოვრების თანამგზავრად გაიხდით, მაგრამ, ბუნებრივია, თქვენც მორგებული უნდა იყოთ იმ „ჩარჩოს“, რომელზეც შევთანხმდით...

 

ჰაერის და მიწის...

 

არიან მამაკაცები, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური თვისებები გააჩნიათ და, თუ ასეთს იპოვით, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. მათ, ძირითადად, აქვთ შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხი  და აფასებენ სხვის თავისუფლებასაც. თუ ასეთი მამაკაცის გვერდით აღმოჩნდებით, შეგიძლიათ, ისე იცხოვროთ, როგორც მოგესურვებათ: ჩაიცვით ისე, როგორც მოგწონთ და გსიამოვნებთ... არ შეიზღუდოთ არაფერში, გარდა ერთისა: არ უნდა იყოთ ჩვეულებრივი და სტანდარტული – არც ძალიან მიწიერი და არც ძალიან ზეციური...

მამაკაცების უმრავლესობას ნაკლებად ადარდებს, როგორია ქალი შინაგანად; ისინი უყურებენ მხოლოდ გარეგნულ, ვიზუალურ ეფექტებს – როგორი თმა აქვს, როგორი ფეხები, მკერდი... ერთი სიტყვით, სტანდარტულად აზროვნებენ და პარტნიორიც სტანდარტული სჭირდებათ..

„ჰაერისა და მიწის შვილები“ – შეიძლება, ასეც ვუწოდოთ ამ ადამიანებს, რომლებიც ცოტათი გულდახურულები, ემოციურები და ფაქიზი ბუნების არიან. მათი წყენინება ძალიან ადვილია. უყვართ რომანტიკოსი ქალები, რადგან, თავადაც ხშირად არიან რომანტიკულ განწყობაზე. თუკი შეგიძლიათ, აუბათ მხარი და გადახვიდეთ მის „რელსებზე“, ყველაფერი კარგად გამოგივათ – ზოგჯერ „ჰაერის“ იქნებით, ზოგჯერ „მიწის“ და სრულ ჰარმონიაში იცხოვრებთ. ხან თქვენ იქნებით მისთვის შთაგონებისა და აღმაფრენის წყარო, ხან კი – პირიქით... იფიქრეთ იმაზეც, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ და, ამასაც თუ დააფასებთ, ბედნიერება არასდროს მიგატოვებთ...

 

ასეთია სამყარო

 

არსებობს მარადიული ფასეულობები და მარადიული პრინციპები... მარადიული ურთიერთობები და მარადიული გრძნობები... დიახ, ასეა მოწყობილი სამყარო. ჩვენ ხან ვეთანხმებით ამას, ხან არა. თუმცა, ამით არაფერი იცვლება. როცა ცხოვრება მშვიდად, ექსცესების გარეშე მიედინება, ჩვენ ვდუნდებით და ვეშვებით. არადა, ბრძოლაა საჭირო... ყოველდღიური ბრძოლა... არც ის ფაქტი უნდა უარვყოთ, რომ მამაკაცებს უყვართ საკუთარი ძალის დემონსტრირება. ისინი უბრალოდ, მოკვდებიან, თუ ერთხელაც ვერ მოახერხებენ თქვან – „მე ვარ ცხოველთა მეფე“... რა დაშავდება, თუკი მას ამის საშუალებას მივცემთ? ბოლოს და ბოლოს ასეთია სამყარო. გვიკითხავს, ერთხელ მაინც საკუთარი თავისთვის, რატომ ვერ ვამჩნევთ პატარ-პატარა სიხარულებს?! სამაგიეროდ, ვხედავთ და გვაწუხებს რუტინა... იჩხუბეთ? სკანდალი ატეხეთ? – დაივიწყეთ და კიდევ ერთხელ თქვით – ასეთია სამყარო! ზოგჯერ რაღაცაზე თვალიც უნდა დახუჭო.

გავაკეთოთ ჩვენი საქმე ისე, როგორც შეგვიძლია და როგორც გამოგვდის. თანაც, მუდმივად გვახსოვდეს, რომ ცხოვრება მშვენიერია.

ხან იმედი გვიცრუვდება, ხან მარცხი წამოგვეწევა, ხან გვეტკინება და გვეწყინება... ეს არ არის ტრაგედია. ეს არ არის ქვეყნის აღსასრული... ასეთია სამყარო და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3