კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იგონებდა ქეთი ორჯონიკიძე სიმელოტის საწინააღმდეგო წამალს და ვისზე გამოცადა მან საკუთარი ხელით დამზადებული წამლები

ქეთი ორჯონიკიძე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალია... ის წლებია, ქართულ ესტრადაზე ჩანს. მომღერლის ცხოვრება ყოველთვის უამრავი სიახლითაა სავსე. ამ ეტაპზე მას კარიერაში შესვენება აქვს. თუ რატომ – ამ საკითხზე თავად უკეთ გვიამბობს.

ქეთი ორჯონიკიძე: ამ ეტაპზე ახალი არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, არც ქვეყანაში ხდება რამე. შესაბამისად, ჩემს კარიერასაც სძინავს. ერთადერთი სიახლე ისაა, რომ აღდგა „გეპეის” ორკესტრი, სადაც  სოლისტი ვარ და ვემზადები კონცერტისთვის.  ბავშვობიდან ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა და სულ დატვირთული ვიყავი.  წარმატებასაც 8 წლის ასაკში მივაღწიე – საფრანგეთში, პიანისტთა კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე. ახლა, უცებ რომ მოვეშვი, რაღაცნაირად ავიბურდე. ბევრ რამეზე დავდიოდი, ფიგურულ სრიალზედაც კი, სხვათა შორის ცეკვაზე უკეთაც გამომდიოდა (იცინის). ქართულებს ვერ ვცეკვავდი. დიდი კიკინები მქონდა და ლურსმნებზე მკიდებდნენ ხოლმე თმებით, თითის წვერებზე რომ დავმდგარიყავი.  აღმოვაჩინე, რომ მუშა მდგომარეობაში ყოფნისთვის, საჭიროა, მქონდეს სტრესული სიტუაცია (იცინის). 

–  რადგანაც საქართველოში „მიძინებულია“ შენი კარიერა, უცხოეთში გამგზავრებას ხომ არ გეგმავ?

– ბევრ რაღაცას ვგეგმავ, მაგრამ ჩემი გეგმები ისევე გაჰყვა წყალს, როგორც შარშანდელი თოვლი (იცინის). საერთოდ, როცა, რაღაცას ვგეგმავ, არასოდეს გამომდის. ყოველთვის,  ყველაფერი ერთად მაქვს, ან პირიქით. მაგალითად,  თვეები ისე გადის, ერთი კონცერტიც არ მაქვს, მაგრამ შეიძლება, ერთ დღეს სამი კონცერტი მქონდეს და წასვლას ვერ ვასწრებდე რომელიმეზე. ასე მეთამაშება ცხოვრება (იცინის). ისე, ყველაფერს სხვას ვერ დავაბრალებ. ბოლო პერიოდში აღარ ვარ ისეთი აქტიური, როგორც ადრე. ალბათ, ეს დროებითია და იმედია, გამივლის. ბერლინში მინდა, ვისწავლო. ამ ბოლო დროს ეს ამეკვიატა.  

– მსახიობობა გინდოდა, ხომ არ ეუფლები უკვე ამ პროფესიას?

– მინდოდა და დღესაც მინდა. ჯერ არ ვეუფლები. ძალიან მინდა მსახიობობა, მაგრამ ამასაც ვერ მოვაბი თავი. რაღაცა მჭირს, ბევრ რაღაცას მოვედე და ცოტა დავიბენი, მაგრამ იმედია, მალე მოვუყრი თავს ამ ყოველივეს. ბევრი გატაცებიდან გამომდინარე, კონცენტრაცია ვეღარ მოვახდინე ერთ რამეზე. ამან კიდევ, ასე ვთქვათ, „დამატორმუზა“ (იცინის). ჩემთვის მომღერალი, რომელსაც არ აქვს სამსახიობო განათლება, შემდგარი მომღერალი არაა. ის შეიძლება, იყოს კარგი ვოკალისტი.  დიდი განსხვავებაა მომღერალსა და მხოლოდ ვოკალისტს შორის. ძალიან მალე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, ბოლოს და ბოლოს რა მინდა, თორემ უკვე ცოტა უხერხულია (იცინის). 

– პირად ცხოვრებაში რა ხდება? იქაც ყველაფერი სტაბილურადაა?

– აბსოლუტურად არაფერი ხდება. რამე რომ ხდებოდეს, არ გავასაჯაროებდი ნამდვილად. პირადი იმიტომ ჰქვია,  რომ შენ გეხება და არაა აუცილებელი, მასზე ისაუბრო.  ზოგადად, ურთიერთობა და ქორწინებაც სხვა ცნებაა. ქორწინება არაა გამოსავალი. ჯერ არ ვფიქრობ ოჯახის შექმნაზე. კარიერაში, ასე ვთქვათ,  კრიზისი მაქვს, რა დროს ქორწინებაა (იცინის). როდესაც დამოუკიდებელი ვიქნები და ნაწილობრივ მაინც მივაღწევ, რაც მინდა, შემდეგ უკვე ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე. შემოქმედი ადამიანი, თუ თავის სფეროში, რაღაც დონეზე არაა, არ ვითარდება, არ მუშაობს მუდმივად და ასე შემდეგ, ძალიან ხშირად ცუდ ხასიათზეა.  საერთოდ, არ მიყვარს უხეშობა და მსგავსი რაღაცეები, მით უმეტეს, პირად ურთიერთობებში. ჩემთვის ურთიერთობა დაფუძნებულია გაგებასა და ურთიერთპატივისცემაზე. როცა ხვდები, რომ რაღაც მომენტში, შენი ქცევა არ ემთხვევა შენს იდიალებს, მაშინ სხვა არ უნდა შეაწუხო და პირადი პრობლება უნდა მოაგვარო. მერე უკვე შეგიძლია, დაიწყო ურთიერთობაც და ყველაფერი. 

– ანუ, კარიერისტი ხარ?

– ასეც ვერ ვიტყვი. ყოფილა შემთხვევები, როცა მყოლია შეყვარებული და მის გამო არ გამიკეთებია რაღაც, რაც კარიერაში დამეხმარებოდა. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც შენ გვერდითაა, თუ ხელს გიწყობს, ერთად ფონს გახვალთ. ერთად გაიტანთ ორივეს – კარიერაც და  ურთიერთობაც ძალიან კარგი გექნებათ.

– სპორტული სტილი გაქვს,  ქუსლიან ფეხსაცმელს როგორ ეგუები?

– ნორმალურად. უბრალოდ, მეზარება სულ მაღლებზე დგომა. იყო დრო, სულ ქუსლებზე ვიდექი და მინი კაბები მეცვა. ასევე, გრძელი თმაც მქონდა (იცინის). მაშინ პატარა ვიყავი, დაახლოებით 16-17 წლის, დიდობა მინდოდა (იცინის). ახლა, ცოტა რომ გავიზარდე, ისევ პატარა მინდა, ვიყო. საერთოდ, ცვლილებები მიყვარს. თუ რაღაც დიდხანს მაქვს, ესე იგი ჩემთვის კომფორტულია.  თუ რამე შემაწუხებს, არც დავფიქრდები, ისე მოვიცილებ (იცინის).

– ყოველთვის მომღერლობა გინდოდა?

– ბავშვობაში, რა თქმა უნდა, მეც ვჭრიდი და ვკერავდი რაღაცეებს და თოჯინებითაც ვთამაშობდი, მაგრამ მომღერლობაზე არ ვფიქრობდი.  ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი ქიმიკოსი. მქონდა კოლბები, სადუღებლები, მიკროსკოპები და ასე შემდეგ. ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა მიყვარდა. სულ ვცდილობდი, რაღაც გამომეგონა. მაგალითად, სიმელოტის წამალი. ჩემს გარშემო არავინაა მელოტი და რატომ ვიყავი ამ პრობლემით შეწუხებული, არ ვიცი (იცინის). ეს ჩემი წამალი ვერავისზე რომ ვერ მოვსინჯე, ჩემს ძაღლს წავუსვი. საწყალს იმ ადგილზე საერთოდ აღარ ამოუვიდა თმა (იცინის). ამის შემდეგ გადავწყვიტე კანის გამაჯანსაღებელი წამალი შემექმნა. ეს წამალი უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე და ხელზე წავისვი. შეიძლება ითქვას, რომ ძლივს აღვიდგინე კანი (იცინის). მაშინ პატარა ვიყავი, დაახლოებით მეორე, მესამე კლასში.  ჩემი ლაბორატორია არ ჰგავდა ბავშვისას, სულ რაღაცეები დუღდა და გადმოდუღდა. 

– ბოლოს თავად მიხვდი, რომ ეს საქმე არ გამოგდიოდა, თუ ვინმემ მიგახვედრა?

– ბოლოს დედამ მითხრა, შვილო, ვიდრე სიცოცხლის ელექსირის გამოგონება დაგიწყია და მსხვერპლი  მოჰყოლია შენს საქმიანობას, შეეშვიო (იცინის). თუ ძალიან გინდა, წესიერად წაიკითხე და ისე გააკეთე რამე, ან გაჩერდი საერთოდო (იცინის). ისე, ძალიან ცელქი ვიყავი, ვამზადებდი ასაფეთქებლებს სხვადასხვა – სუნი და ფერი ჰქონდა. კლასელებს ვაშინებდი (იცინის). ახლა რომ ვიხსენებ, უფრო ვხვდები, რამდენად მაგარი ბავშვობაც მქონდა. 

– თაყვანისმცემლებისგან განებივრებული იქნები სიურპიზებით...

– კი, მაგრამ ეს უფრო ადრე იყო. ამ ბოლო დროს მოიკლო, არ გაქრა, ოღონდ... ესეც ტალღასავითაა (იცინის). სახლთან მიტოვებდნენ საჩუქრებს, თავად ისინი კი, არ ჩანდნენ (იცინის).  სერენადა არავის უმღერია, ალბათ, იმ ჟანრში ვერ ჩასვეს, რომელსაც თავად ვმღერი და ვუსმენ (იცინის). ფანჯარაში გუნდებსა და კენჭებს მესროდნენ ხოლმე, რომ გამეხედა. საერთოდ, გუნდებს  ძალიან ვიზიდავ (იცინის). ერთ-ერთ საახალწლო კონცერტზე კურიოზი გადამხდა თავს. სცენაზე ისროდნენ გუნდებს. ფიზიკურად მაღლები, სულ დაგუნდული გამოდიოდნენ სცენიდან. იმათ რომ ტანზე ხვდებოდათ, ჩემი პარამეტრებიდან გამომდინარე, ვიცოდი, სახეზე არ ამცდებოდა. ამიხდა კიდეც – თვალის არეში მომხვდა გუნდა და საბოლოო ჯამში, თვალი ჩამილურჯდა, დამიწვრილდა. უბედურება ის იყო, რომ იქიდან პირდაპირ მეორე კონცერტზე მივდიოდი. ცალი თვალი მქონდა დაწვრილებული, ცალი ჩვეულებრივი – ასე ხომ ვერ გავიდოდი სცენაზე?! ამიტომ,  მეორე თვალიც დავაწვრილე, ძლივს ვიხედებოდი (იცინის). ხალხს ეგონა, სულ სხვა მდგომარეობაში ვიყავი (იცინის). 

– ახალ წელს სად იქნები?

– არ ვიცი. ძალიან მინდოდა, უცხოეთში წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. თოვლის ბაბუის ფორმა მაქვს. ადრე ვიცვამდი ხოლმე და მივდიოდი ჩემს რამდენიმე მეგობართან კანფეტებით ხელში (იცინის). ახალი წელი და ჩემი დაბადების დღე მიყვარს ძალიან. ნაძვის ხე აუცილებლად თავად უნდა მოვრთო, დაშლა მეზარება (იცინის). ეს ბოლო 3 წელია, რაც სახლი არ მომირთავს, თორემ ადრე ყველა ჭაღსა და კედელზე რაღაც იყო ჩამოკიდებული.

скачать dle 11.3