კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასჯელი ელით პირებს, რომლებიც მანქანიდან გადაყრიან ნაგავს და როგორ დაჯარიმდება ძაღლის პატრონი გარემოს დაბინძურებისთვის

ახალი წლიდან „ნარჩენების მართვის კოდექსში” ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის, ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური კი – 5 000 ლარით განისაზღრება. როგორ გაკონტროლდება ახალი კანონმდებლობით გარემოს დანაგვიანების და დაბინძურების ფაქტები, ამის შეხახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს  ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსს, ალვერდ ჩანქსელიანს  გავესაუბრეთ.  

ალვერდ ჩანქსელიანი:  „ნარჩენების მართვის კოდექსის”  კანონპროექტის შემუშავებას წინ უძღოდა რთული მოცემულობა –  ქვეყანაში ნარჩენების  არსებული სისტემები  რეალურად ვერ  პასუხობდა ეკოლოგიურ და სანიტარულ მოთხოვნებს;  რეგულაციები, რომლებიც არსებობდა  ჩვენს ქვეყანაში იყო ფაქტობრივად, საბჭოთა პერიოდის დროინდელი ნორმები, აბსოლუტურად შეუსაბამო თანამედროვე სტანდარტებთან. საერთაშორისო სტანდარტთან სრულ შეუსაბამობაში იყო ნაგავსაყრელების მოწყობა – ის, თუ როგორ უნდა მოეწყოს  ნაგავსაყრელი, როგორი უნდა იყოს ტექნიკური მოთხოვნები, როგორ უნდა შედიოდეს ნარჩენები და როგორ ხდებოდეს მისი დეპონირება, გარემოსგან იზოლირება. მოუწესრიგებელი იყო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების წესები. სამართლებრივი ბაზის შემუშავების აუცილებლობა  დიდი ხანია, დგას დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტით, სანქციების საკითხი გადამუშავდა თავიდან ბოლომდე,  მოხდა მისი ინტეგრირება ერთ კოდექსში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევრორეგულაციებთან. 

– როგორ მკაცრდება ახალი კანონპროექტით საჯარიმო სანქციები გარემოს დაბინძურებისთვის?

–  ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა ექსპერტების მიერ ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით. სამუშაოდ ავიღეთ გერმანიის მაგალითი, თუმცა ჩვენს საჯარიმო სანქციებში მოხდა აქ არსებული რეალობის გათვალისწინება.  მოქალაქე, მეწარმე  რომელიც ჯარიმდება გარემოს დაბინძურებისა თუ დანაგვაინებისთვის, უნდა იყოს გადამხდელუნარიანი.  კანონპროექტის ყველა პუნქტს ვერ ჩამოვთვლი, ეს ვრცელი ნუსხაა, მაგრამ საკმაოდ  გამკაცრდა გარემოს დანაგვიანებისთვის დადგენილი სანქციები პარკებში, სკვერებში, დაცულ ტერიტორიებზე, მაგალითისთვის მოვიყვან რამდენიმე პუნქტს: 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით;  იგივე ქმედება ჩადენილი საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან ჯარიმდება 100 ლარით. ხოლო 2 კილოგრამამდე ნარჩენის გადაყრა  ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით. ცვლილება ითვალისწინებს შინაური ცხოველის მეპატრონის 50 ლარით დაჯარიმებას, თუკი ის ტერიტორიას ფეკალური მასისგან არ გაასუფთავებს. 150 ლარით დაჯარიმდება ის ადამიანი, რომლის ცხოველმა, ტერიტორიის 1 კუბური მეტრი ფეკალური მასით დააბინძურა.

 ხუთ ერთეულამდე საბურავის გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;  ხუთი ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავის გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება. გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

  2 კილოგრამამდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, მათ შორის, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნებისა და სხვა მსგავსი ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ახალი ინიციატივების მიხედვით, 2 კილოგრამი ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენების  გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. 1 კუბმეტრზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

 დიდი მოცულობის ნარჩენების (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების) გარემოში დაყრა, გადაგდება ან/და მიტოვება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.

– ვინ იქნება პასუხისმგებელი კანონის აღსრულებაზე და როგორ ფიქრობთ, კანონპროექტის ინიციატორები, იმუშავებს ქართულ რეალობაში გამკაცრებული სანქციები? 

– კონტროლის სისტემაში ჩართული იქნება გარემოს დაცვის ინსპექცია, რომელთა მიერ გაკონტროლდება გარემოს დაცვის ფაქტები, ასევე საპატრულო პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი მაკონტროლებელი ინსპექციები, რომლებიც შეიქმნება იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ჯერ არ არის შექმნილი.  ამ სამსახურების წარმომადგენლებს  ექნებათ  უფლება, გამოავლინონ ყველა დარღვევა და გაატარონ შესაბამისი სანქციები.  თუ დარღვევა დაფიქსირდება ფოტოზე, ვიდეოზე, ესეც იქნება საფუძველი იმისთვის, რომ გატარდეს შესაბამისი სანქციები. იმ შემთხვევებში, როდესაც არ ჩანს პირი, ვინც დაანაგვიანა გარემო, უნდა გატარდეს საგამოძიებო ღონისძიებები. ყველა კატეგორიის ნარჩენს ერთი და იგივე მუხლი არ უნდა მივუყენოთ.  ყველა ნარჩენს განსხვავებული თვისებები აქვს, აქედან გამომდინარე, გარემოს დაბინძურების რისკიც განხვავებულია, განსხავვებულია ფინანსური სანქციებიც. ყველა დარღვევაზე მაქსიმალურად არის წარმოდგენილი სანქციები, რომელთა  გატარებაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. ახალი კანონით,  ორი რამ,  ნაგავი და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები, ერთმანეთისგანაა გამიჯნული. თითოეული სახეობის დანაგვიანების, ან დაბინძურებისთვის სხვადასხვა სახის სანქცია და ადეკვატური ჯარიმაა დადგენილი. ანუ, განსხვავებული მიდგომა ამოქმედდება – მაგალითად, გარემოში აკუმულატორის სითხის, ზეთების დაღვრისთვის, ორ კილომდე ნაგვის გარემოში გადაგდებისა და  გარემოს დაბინძურებისთვის, რაც ბუნებას აზიანებს, არა მარტო ფულადი, არამედ სხვა სახის სანქციებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს უკვე იმის მიხედვით, რა სახისაა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რაც უკვე არა ადმინისტრაციული,  არამედ საერთოდ, სხვა კატეგორიის საქმეა.

– მაგალითად, სისხლის სამართლის?

– კანონი თვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი, გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ის კანონის წინაშე პასუხს აგებს.  კოდექსის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, რომ ისეთი პროდუქტისგან, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება, უზრუნველყოს თავისი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება. აქამდე ეს რეგულაციები არ გვქონდა.  კანონის მიღების შემდეგ სრულაფასოვნად ამუშავდება კანონის პრინციპი – ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია, გაიღოს მის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მართვის ხარჯები, დასუფთავებისთვის არსებული ტარიფები. რაც აქამდე არსებობდა, ვერ ფარავდა იმ ხარჯებს, რაც ნარჩენების მართვას სჭირდება. თავისთავად ცხადია, გადასახედი იყო ნარჩენების მართვის დაფინანსების საკითხი.  ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დანერგილია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნარჩენების წარმოქმნასთან, გაერთიანებულნი არიან ასოციაციებში, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვებას, ტრანსპორტირებას, განთავსებას.  იგივე პრინციპი დაინერგება ჩვენთანაც. „კოკა-კოლას,” „ნატახტარის” ან სხვა ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენელი ვერ დაიწყებს სირბილს და  ნარჩენის, ბოთლების  შეგროვებას. შესაბამისად, მათ წინასწარ უნდა იზრუნონ ამაზე.   ეს სიახლე ძალაში შევა ეტაპობრივად, უფრო მოგვიანებით, რადგან ბევრ ტექნიკურ საკითხთან არის დაკავშირებული.  

 

скачать dle 11.3