კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წიწკვები

ანუ ქორფა ქათმები

ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდა, მეტად ეგზოტიკური სახელწოდებით: „ბიუ-ბიუ“. იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართულ წარმოებას მივესალმებით, ცხადია, მომხმარებლებს გაგვიხარდა, იმის მიუხედავადაც, რომ სახელწოდება ჩვენს შეცდენას ცდილობს. კერძოდ, ამა წლის პირველი აგვისტოდან აიკრძალა პროდუქციის დასახელებაში „ბიოსა“ და „ეკოს“ გამოყენება, თუკი პროდუქცია ნამდვილად ბიო და ეკო არ არის.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გაურკვეველი წარმოშობის, ზედაც, გაყინული ფრინველის ხორცს ადგილობრივი და გაუყინავი აპრიორი გვირჩევნია – ის მაინც ვიცით დაზუსტებით, რომ ქათამია! – 

თუმცა, თუ ამ კონკრეტული პროდუქტის სარეკლამო რგოლით ვიმსჯელებთ, პროდუქციის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ, აშკარაა, რომ შემქმნელები ქართული ენის ცოდნისგან ისევე შორს არიან, როგორც პირადად მე – ჩინურისგან.

სახელდობრ, სარეკლამო რგოლი გვამცნობს, რომ ამიერიდან ქართველ მომხმარებელს ქალაქიდან გაუსვლელად შეეძლება ქართულ სიმინდზე გაზრდილი ნედლი ქათმის შეძენა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქათამი ნედლი ვერაფრით იქნება (ნედლი – ჰა და ჰა, ხე შეშა იყოს), ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაში მყოფ ფრინველის ხორცს გვთავაზობენ, თუმცა გუმანი მკარნახობს, რომ ამიერიდან ჩვენს სუფრებს სულ წიწკვ-წიწკვი  ქათმები დაამშვენებს. – 

скачать dle 11.3