კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რიგითი კეკენაძის გადასარჩენად!

ანუ „ომში მივდივარ, გულში სევდა შემომერია“

გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო მოქალაქე გიორგი კეკენაძის სარჩელი, რომელიც ამ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს, არც მეტი, არც ნაკლები, იმის გამო უჩივის, რომ ჯარში ქალებსაც არ იწვევენ სავალდებულო წესით (ყოჩაღ, მოქალაქე კეკენაძე!!!).

სახელდობრ, ზემოხსენებული მოქალაქე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მამაკაცების გაწვევას დისკრიმინაციულად მიიჩნევს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.

მოსარჩელე უბნობს, რომ, გარდა დისკრიმინაციისა, საბრალო მამაკაცები სხვა კუთხითაც იჩაგრებიან. კერძოდ, მოქალაქე კეკენაძე აცხადებს, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, რომელსაც რამდენიმე თვეში ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. ჰოდა, თუ გაიწვევენ, მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოკლებული იქნება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, განსხვავებით თანატოლი ქალებისგან (ოჰ, ეს პარაზიტი ქალები!).

მოგვიანებით მოქალაქე კეკენაძემ განმარტა (რაკი საზოგადოებამ დიდად არ მოიწონა მისი ეს ინიციატივა), რომ თითქოს მისი სარჩელი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და მას სულაც არ მოუთხოვია ქალების ჯარში გაწვევა. როგორც ჩანს, მოსარჩელეს ფრიად ცუდი წარმოდგენა აქვს დანარჩენების რუხი ნივთიერების რაოდენობაზე, ვინაიდან, დისკრიმინაციულობა ნიშნავს იმას, რომ გაწვევას ან ორივე სქესი უნდა დაექვემდებაროს, ან – არცერთი.

რაც მთავარია, როცა არ უნდა გაიწვიონ მოქალაქე კეკენაძე, დამამთავრებელ კურსზე თუ იმის შემდეგ, ერთი წლის დაკარგვა ჯარში სამსახურისთვის მაინც მოუწევს, ანუ, როგორც თავად ამბობს, მისი კარიერული წინსვლა, თუ ქალებმა არ ივაჟკაცეს, მუდმივ საფრთხეშია! – 

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ერთადერთი, რაშიც ჯერჯერობით მონაწილეობა არ მიუღიათ ქართველ ქალებს (მასობრივად), არის ომები, დარწმუნებული ვარ (თუ მოქალაქე გიორგი კეკენაძე თავისას გაიტანს), ჩვენი ქალბატონები თავს აქაც ისევე ისახელებენ, როგორც ოჯახის მარჩენლის ფუნქციას გაართვეს თავი წარმატებით! – 

скачать dle 11.3