კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მბაძველი

ანუ უნებლიეთ დამთხვეული

გასულ კვირას მეტად სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ, რომ აშშ-ის ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის პროგრამა (რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან გამომდინარე ამოქმედდა) ფრიად მიუღებელ მეთოდებს იყენებდა დაკავებულთა დაკითხვისას. კერძოდ, დაკავებულებს, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ, აწამებდნენ.

რაც მთავარია, ეს საკითხი თვით აშშ-ის სენატმა გამოიტანა საზოგადოების სამსჯავროზე. მაგრამ, მაგალითად, აშშ-ისვე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა წამების მეთოდების გამოყენება გაამართლა. თუმცა აღიარა, რომ ზოგიერთი მეთოდი მართლაც საზარელი იყო, იქვე შენიშნა, რომ მათმა გამოყენებამ სააგენტოს, ჯერ ერთი, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაპოვებინა, რამაც, მეორე მხრივ, უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

თუ გავიხსენებთ, რომ პროგრამა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ამოქმედდა (მისი მოქმედება ბარაკ ობამამ შეაჩერა გაპრეზიდენტებისთანავე), რომელიც ჩვენ „დემოკრატიის შუქურად“ გვიხმობდა და, ზედაც, დავამატებთ, რომ წამება ბ-ნი ბუშის ფავორტი ბ-ნი სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჩვენს ციხეებში ჩვეული ამბავი იყო, იბადება კითხვა: დამთხვევა უნებლიეა?!  იმას გარდა, ხომ არ აჯობებდა, რომ სხვა რამეში მიებაძა?! – 

скачать dle 11.3