ყვავილები ძველი გაზეთებიდან
ძალიან ლამაზი და ორიგინალური მოსართავის დამზადება შეიძლება ჩვეულებრივი, ძველი გაზეთის ფურცლებისგან. შეეცადეთ მხოლოდ წარწერებიანი ფურცლები გამოიყენოთ. გაზეთის ფურცელი კვადრატული ფორმის უნდა იყოს. შემდეგ ისე დაკეცეთ, როგორც სურათებზეა ნაჩვენები. შიდა ფურცლები ლამაზად გაუშალეთ და შუაგულში მბრწყინავი ფურცლის, ფოჩებიანი „გული“ დაუმაგრეთ. ფერი თქვენ თავად შეარჩიეთ. ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ფოსფორისფერი, მბრწყინავი – ლურჯი... მიეცით ფანტაზიას გასაქანი...