კვერცხი აუცილებელია მხედველობის შესანარჩუნებლად
თუ მთელ დღეს კომპიუტერთან ზიხართ ან დიდხანს უყურებთ ტელევიზორს და საღამოს თვალები გაწუხებთ და გიჭრელდებათ, დაძაბულობის მოხსნაში მარტივი კომპრესი დაგეხმარებათ: აიღეთ ბამბა, დაასველეთ ცხელ წყალში (შეგიძლიათ, ჩაის ნაყენიც გამოიყენოთ) და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ 20 წუთით. თუ ბამბა გაცივდა პროცედურის დასრულებამდე, ისევ დაასველეთ იმავე ტემპერატურის წყალში. შეგიძლიათ, მოსინჯოთ მეორე ხერხიც, კერძოდ: დაჯექით, მუხლებს დაეყრდენით იდაყვებით, ხელები კარგად დაიზილეთ, დახუჭეთ თვალები და ხელები ქუთუთოებზე დაიფარეთ რამდენიმე წუთით. სითბო და სიბნელე იდეალურია თვალის კუნთების მოსადუნებლად და დასასვენებლად.
მხედველობის შესანარჩუნებლად კარგია A ვიტამინი, რადგან მისი უკმარისობა იწვევს თვალის გადაღლას, აქვეითებს სიბნელეში ხედვას. დილაობით თვალების შეშუპება A ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს.
A ვიტამინს შეიცავს ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, ღვიძლი და თევზი.
B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა იწვევს თვალის სიმშრალესა და ადვილად გაღიზიანებას. ამ ვიტამინს შეიცავს სოკო, პარკოსნები, მარცვლეული, ბანანი, სტაფილო და მოცვი.
C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, ასკილი, მოცხარი, ოხრახუში, კარტოფილი. ეს პროდუქტები თვალის კუნთების მოძრაობისთვის აუცილებელია.
E ვიტამინი კატარაქტისა და თვალის კუნთების დაბერების პროცესს ანელებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაროტინის ტიპის ანტიოქსიდანტები. E ვიტამინით მდიდარია მზესუმზირა, პარკოსნები, ხორბალი და ზღვის პროდუქტები.
რაც შეეხება მხედველობის ეგრეთ წოდებულ მტერს, ესენია: სიგარეტი, ალკოჰოლი, მზის სხივები, უძილობა, ორგანიზმის გაუწყლოება.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხი ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს. გარდა ამისა, მასში არის ლუტეინი, რომელიც აუცილებელია მხედველობისთვის.
როგორ ავიცილოთ სეზონური დეპრესია
ზამთრის პერიოდში ხშირად განვიცდით, ეგრეთ წოდებულ, სეზონურ დეპრესიას. ეს ძირითადად გამოწვეულია სიცივით და მზის სხივების დეფიციტით. ამ დროს ეწყება ადამიანს სეზონური დაღლილობის სიმპტომები. კერძოდ:
* მუდმივად ძილის უკმარისობის შეგრძნება, ხოლო თუ გვარიანად გამოიძინეთ, ამის შემდეგ ჭირს გამოღვიძება და გამოფხიზლება. ეს არის სეზონური დაღლილობის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი.
* გამუდმებით ჭამის სურვილი. განსაკუთრებით გინდებათ ტკბილეული. ზოგიერთს კი პირიქით – მადა უქვეითდება.
* მუდმივად მოწყენილი და დათრგუნული ხართ.
* გაქვთ ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება. ასეთ მდგომარეობაში მსუბუქი სამუშაოც კი, დიდი სირთულეა თქვენთვის და მალე გღლით.
* გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება და ყურადღების კონცენტრაცია.
შესაძლოა, სეზონური დეპრესიის მიზეზი ჰორმონ სერატონინის ან მელატონინის ბრალი იყოს.
ზოგიერთი ადამიანის ტვინში, ზამთრის გრძელი ღამეების შედეგად, ხანგრძლივდება მელატონინის გამომუშავების პერიოდი. ეს ჰორმონი კი ძილის მომგვრელია.
სეზონური დეპრესიისგან თავის დასაღწევად:
* ზამთარში, რაც შეიძლება დიდხანს იყავით დღის შუქზე. მელატონინის გამომუშავებას სწორედ სინათლე უწყობს ხელს. ამიტომ, გირჩევთ, დღისით მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შენობაში კი, ეცადეთ, ფანჯარასთან ახლოს იყოთ, ბუნებრივი სინათლე ორგანიზმს ამშვიდებს და დეპრესიისგან იცავს.
* იძინეთ მშვიდად, რადგან უძილო ღამეები და გამოუძინებლობა დეპრესიის ალბათობას კიდევ უფრო აძლიერებს.
* ნუ მიიღებთ ზედმეტად კალორიულ საჭმელს. ეს ზედმეტი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს და წონაში მოიმატებთ.
* ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე დღეში 15 წუთი მაინც.
* ნუ იტყვით უარს გართობაზე. ხშირად ესტუმრეთ მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომელთა წრეშიც თავს კომფორტულად და მხიარულად გრძნობთ.
თუმცა, ზამთრის პერიოდში, მოწყენილობის პირველი და მთავარი მიზეზი, მაინც, სინათლის დეფიციტია. სინათლე გადის თვალის ბადურაში და აღწევს ჰიპოთალამუსამდე ტვინში, რომელიც ენდოკრინული სისტემის მოქმედებას აკონტროლებს. სინათლის უკმარისობის დროს, ორგანიზმი ნელ-ნელა „ჭკნება” და ამის კომპენსაციას ვერც წყლით და ვერც სათანადოდ შერჩეული კვებით ვერ შეძლებთ. ამიტომ, გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები ცივ სეზონზე და შეუწყვეთ ხელი საკუთარ ჯანმრთელობას.
ყოველდღიურად გამოიყენეთ იოდიზებული მარილი
ფარისებრ ჯირკვალს ძალიან სჭირდება იოდი. მისი ნაკლებობის დროს ის თავის ძირითად ფუნქციას ცუდად ასრულებს. ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინულ სისტემას მიეკუთვნება. ის სისხლში შესაბამის ჰორმონებს გამოყოფს და მათი საშუალებით, მთელი ორგანიზმის მოქმედებას აკონტროლებს. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მაგალითად, ჩვენი გარეგნობა, განწყობა, ინტელექტი, სქესობრივი მომწიფება, გამრავლება და ტემპერამენტიც კი.
ფარისებრ ჯირკვალს, თავისი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად, სპეციალური ცილა, კერძოდ, იტროზინი და იოდი ესაჭიროება. ადამიანისთვის იოდის დღიური ნორმა 5 გრამია. დღეს კი ნიადაგი იოდის ნაკლებობას განიცდის და, შესაბამისად, მას არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს საკვები და წყალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზმი იოდის ნაკლებობას ნამდვილად განიცდის, რის შედეგადაც ვითარდება ენდემური ჩიყვი. ეს დაავადება, თავისთავად, განსაკუთრებული სიმწვავით არ გამოირჩევა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ გარეგნულ ცვლილებას.
ადამიანებს იოდი მუდმივად გვაკლია. ამას ქრონიკული იოდდეფიციტი ეწოდება და საკმაოდ ხშირად გვხვდება.
იოდის ნაკლებობის დროს, ორგანიზმი ძალიან იტანჯება, რაც ვლინდება შემდეგი ნიშნებით: პირველ დარტყმას იღებს ადამიანის ინტელექტუალური სფერო – ქვეითდება მეხსიერება, უარესდება ინფორმაციის სმენითი აღქმა და ნელდება მისი გადამუშავების პროცესი. მათ არც ჩვენი ემოციები და ქცევითი რეაქციები ჩამორჩება. ამ სფეროში ცვლილებები აღენიშნება ადამიანთა დაახლოებით 70 პროცენტს. ამ დროს დამახასიათებელია სისუსტე, აპათია, ძილის სურვილი, მოუსვენრობა, ადაპტაციის უნარის დაქვეითება. სუსტდება, ასევე, ადამიანის ნერვული სისტემის ადაპტაციური შესაძლებლობებიც. ამიტომ, უმნიშვნელო სტრესიც კი, შეიძლება, დეპრესიის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი წონაში ვერ იკლებს, რადგან, ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია. კანი გამომშრალია, გამოფიტული, თმა – მტვრევადი. აღინიშნება მისი ცვენა და ქერტლი. შიდა ქალის წნევის დარღვევის გამო ხშირია თავის ტკივილი, ჰორმონული ფონის დარღვევა.
გირჩევთ, შეიძინოთ იოდიზებული მარილი და ყოველდღიურად გამოიყენოთ ის საჭმლის მომზადების დროს. შეიძინეთ, ასევე, პოლივიტამინების კომპლექსი, რომელიც შეიცავს იოდს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ზღვის პროდუქტი, რადგან მათში ბევრია იოდი. ასევე, მიირთვით პური, რძე და იოდის შემცველი სხვა პროდუქტები.
ზოგადად, იოდიზებული მარილი ბევრი თქვენგანისთვის იოდის ძირითადი წყაროა. იოდი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ, მარილი, რომელიც მას შეიცავს, განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს. მისი ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ვადას, რადგან, ვადაგასულ მარილში იოდი აღარ არის, კერძს კი იოდიზებული მარილი დაუმატეთ მომზადების შემდეგ, რადგან, მაღალი ტემპერატურის დროს იოდი სწრაფად ორთქლდება.
გრეიპფრუტი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წვავს ორგანიზმში დაგროვილ ცხიმებს
გრეიპფრუტი შეიცავს ძვირფას ნივთიერებას – ნარინგინს, რომელიც უშუალოდ ნაყოფის კანის ქვეშ, წვნიან პარკებშია მოთავსებული. ის აუმჯობესებს საკვების ათვისებასა და მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, წვავს ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ ცხიმს. ეს ხილი კარგია შემდეგი დაავადებების დროს:
* ქოლესტერინის მომატებული რაოდენობის შემთხვევაში გრეიპფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევი ყველაზე ეფექტური პრეპარატი. მისი მიღების დროს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება. ამ ხილში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს, ასევე, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას.
* სისხლჩაქცევების არსებობის დროს – სისხლძარღვების ელასტიკურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბიოფლავონოიდების მაღალ შემცველობას. ეს ნივთიერებები აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას და აძლიერებს სუსტ და ნაზ კაპილარებს, რაც, სისხლჩაქცევების გაჩენის რისკს საკმაოდ ამცირებს.
* სეზონური დეპრესია – ისევე, როგორც ბევრი სხვა ყვითელი და ნარინჯისფერი ნაყოფი, გრეიპფრუტიც აუმჯობესებს ადამიანის განწყობას. გარდა ამისა, მას, აქვს გამამხნევებელ-გამახალისებელი ეფექტი, ამახვილებს სმენას და აუმჯობესებს მეხსიერებას. მიირთვით საუზმეზე.
* გადაღლა და ავიტამინოზი – გრეიპფრუტის ნაყოფი და მისი ახალგამოწურული წვენი ორგანიზმზე მატონიზებელ ეფექტს ახდენს. ის განსაკუთრებით კარგია და სასარგებლო ავადმყოფობის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში. ჯანმრთელ ადამიანებში გრეიპფრუტი სწრაფად ხსნის ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.
* კუჭ-ნაწლავის დაავადებები – თუ გადაღლას ხშირად გრძნობთ, ესე იგი, თქვენი კუჭ-ნაწლავის იმუნური სისტემა მწყობრში არ არის. ამ პრობლემების დაძლევაში გრეიპფრუტის კურკები დაგეხმარებათ. მას ძლიერი ანტიბიოტიკური მოქმედება აქვს და, შეუძლია, დაახლოებით, 800 სახის ბაქტერიას ებრძოლოს.
* ყაბზობა – გრეიპფრუტის თეთრი გარსი შეიცავს ბევრ ბალასტურ ნივთიერებას, რომლებიც ნაწლავებში საკვების დაყოვნების დროს ამცირებს და, ამგვარად, ხელს უშლის ყაბზობას, ანუ კუჭის შეკრულობას.
ასევე, გრეიპფრუტში, ამ მწკლარტე და მომწარო გემოს მქონე ხილში შემავალი მჟავები ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
შეკრულობას ისპანახის წვენი შველის
ისპანახი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, კერძოდ, დაწყებული კუჭით, დამთავრებული მსხვილი ნაწლავით.
თუ ისპანახის 500 გრამ წვენს მიიღებთ რამდენიმე დღის განმავლობაში, განიკურნებით შეკრულობისგან. მეორე მისი არაჩვეულებრივი უნარია ის, რომ კურნავს კბილებისა და ღრძილების დაავადებებს. ორგანიზმის ისეთი მოშლილობები, როგორიცაა: ნაწლავთა წყლულები, ანემია, კრუნჩხვები, ნერვიული აშლილობები, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მოშლილობა, ნეფრიტი, ართრიტი, ფურუნკულები, კიდურების შეშუპება, სისხლდენები, ნევროტული და სხვა სახის ტკივილები, გულის ფუნქციის მოშლა, მაღალი და დაბალი წნევები, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილები და ასე შემდეგ, გამოწვეულია ნაწლავთა დაბინძურებით და ორგანიზმში ზოგიერთი ელემენტის ნაკლებობით, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ისპანახი. მასში ბევრია E ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც იწვევს თვითნებურ აბორტს, სექსუალურ უძლურებას, უშვილობას, დამბლის სხვადასხვა ფორმას.