კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომღერალი, რომლის გამოც ბარაკ ობამამ კენი უესტს „ვირი“ უწოდა

ტეილორ ელისონ სვიფტი, იგივე Tay, TAyTAy,T-Swizzle 13 დეკემბერს 34 წლის გახდება. ქერათმიანი, ცისფერთვალება, 180 სანტიმეტრი სიმაღლის ლამაზმანს, მუსიკალური ნიჭი, ალბათ, ბებიასგან გამოჰყვა, რომელიც ცნობილი ოპერის მომღერალი იყო. ტეილორი შესანიშნავად უკრავს 12-სიმიან გიტარასა და ფორტეპიანოზე. ის ძალიან მოწესრიგებული და შრომისმოყვარეა. გიტარაზე დაკვრის სწავლა 12 წლისამ დაიწყო და მანამდე ვარჯიშობდა, სანამ თითებიდან სისხლი არ წამოუვიდოდა. ამავე ასაკში, ზაფხულის არდადეგები 350-გვერდიანი რომანის წერაში გაატარა. ჯერ კიდევ მეოთხე კლასში მოიგო პოეზიის ნაციონალური კონკურსი სამგვერდიანი პოემით – „მონსტრი კარადაში“. 

ტეილორის პირველ სიმღერას, რომელიც სტუდიაში ჩაწერა, ერქვა lacky You, 14 წლისამ კი უკვე Sony/ATV Muzic-თან დადო კონტრაქტი როგორც მისმა პერსონალურმა ავტორმა. 2008-2009 წლებში ელისონი ყველაზე „გაყიდვადი“ შემსრულებელი იყო.

თავისი ალბომის – Speak Now-ის ყველა სიმღერა თავად დაწერა.

2008 წელს ელისონმა რეკორდი დაამყარა, როდესაც Billboard Hot-100-ის ოცეულში მისი 6 სადებიუტო სიმღერა მოხვდა.

2009 წელს ტეილორი გახდა ქანთრის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი, რომელმაც Cantry Muzik Awards-ზე „წლის კონფერანსიეს“ პრემია მიიღო.

ტეილორი იყო პირველი ცნობილი სახე, რომელიც ჟურნალ Jastin-ის ყდაზე გამოქვეყნდა.

იგი ფერწერითაა გატაცებული. მისი საყვარელი მანქანაა „ტოიოტა“; საყვარელი რიცხვი – 13 და, არა მარტო იმის გამო, რომ 13-ში დაიბადა, არამედ, იმიტომაც, რომ, ყველა ჯილდოს აღების დროს, ის სიაში მეცამეტეა ან M-სტრიქონზეა, რომელიც ანბანში მეცამეტე ასოა. ამიტომაც, ხელზე ყოველთვის რიცხვ 13-ს იხატავს, ალბომ Fearless-ში 13 სიმღერა შეიტანა, 13 ივნისს კი ფანებთან ზუსტად 13-საათიანი შეხვედრა ჩაატარა.

აი, 2009 წლის 13 სექტემბერს კი მიკროფონი ჩამოართვეს, თუმცა, ეს სულაც არ იყო ტეილორისთვის ცუდი საღამო – მან მიიღო ჯილდო – „საუკეთესო ქალური ვიდეოსთვის“.  ბარაკ ობამა კი მას მიემხრო და კენი უესტს, რომელმაც ეს ჩაიდინა, სახალხოდ უწოდა „ვირი“. ტეილორის დასაცავად ფეხზე დადგნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, რამაც მომღერალს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა...

скачать dle 11.3