კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

ბიზანტიაში მიხეილ მეორისა და მისი დედის, წმიდა თეოდორას მეფობის დროს (842-856), კონსტანტინეპოლში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ბერი, სახელად მარკიანე. როგორი მძიმე ავადმყოფობაც არ უნდა შეჰყროდა ასკეტს, ის არასდროს უხმობდა ექიმებს და არც  წამლებს იღებდა, არამედ, თაყვანს სცემდა მთავარანგელოზის ხატს, განკურნებას სთხოვდა და ისიც ყოველთვის კურნავდა თავმდაბალ მოღვაწეს.

ერთხელ მარკიანე ძლიერ ავად გახდა, მაგრამ მთავარანგელოზი განკურნებას არ ჩქარობდა. მეგობრები და ნათესავები სთხოვდნენ ბერს, ექიმისთვის მიემართა, ის კი არ თანხმდებოდა. მაშინ ისინი თვითონ წავიდნენ ექიმთან, რომელიც კარგად იცნობდა ბერს. მან მისცა აუცილებელი ნელსაცხებელი და ურჩია, ავადმყოფისთვის ძილის დროს შეეზილათ. ნათესავები დათანხმდნენ და შესაფერის დროს დაელოდნენ; მათ ნელსაცხებელი მამა მარკიანეს ბალიშის ქვეშ დამალეს, რომლის საწოლიც ტაძრის კარიბჭესთან იდგა. მაგრამ, ისე მოხდა, რომ მის მეგობრებს ღამით დაეძინათ, მოსაგრე კი ფხიზლობდა. უეცრად ბერმა მთავარანგელოზი დაინახა, რომელიც წმიდა საკურთხევლიდან გამოვიდა და ორი ახალგაზრდის თანხლებით მიუახლოვდა ავადმყოფის საწოლს. მათ წამალზე მიუთითეს, მთავარანგელოზმა კი ჰკითხა:

– რა არის ეს?

– არ ვიცი, – უპასუხა მარკიანემ.

მაშინ მთავარანგელოზი ახალგაზრდებს მიუბრუნდა და უბრძანა:

– აიღეთ ეს შინაური წამლები და მის დამამზადებელ მკურნალს წაუღეთ!

მთვარანგელოზმა თავისი ხატის წინ დანთებული კანდელიდან აიღო ზეთი და სცხო მარკიანეს, რომელიც იმავე წუთს გამოჯანმრთელდა და ადიდა უფალი აღსრულებული სასწაულისთვის.

შუაღამისას ტაძარში მღვდელი შევიდა, რათა ცისკრის მსახურება აღესრულებინა და მამა მარკიანე სრულიად გამოჯანმრთელებული იხილა. როდესაც მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, მღვდელი მკურნალის სახლისკენ გაემართა და იგი მძიმედ ავადმყოფი იხილა. როდესაც მან უამბო მკურნალს ყოველივე, რაც მამა მარკიანესგან შეიტყო, ავადმყოფი წამოდგა საწოლიდან და მღვდლის დახმარებით ძლივს მივიდა წმიდა მთავარანგელოზის მონასტერში. მან მთელი დღე ტაძრის კარიბჭესთან გაატარა, საღამოს კი სრულიად გამოჯანმრთელდა! იგი სახლში აღარ დაბრუნდა, დარჩა მთავარანგელოზის წმიდა სავანეში მოსაგრეობისთვის და მასვე გადასცა მთელი თავისი ქონება.

скачать dle 11.3