კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წაუკიდა მამაკაცმა ცეცხლი რძალს და რა ვერ აპატია მას

56 წლის ეთერ ქ-შვილი საავადმყოფოში მეორე ხარისხის დამწვრობით, შოკურ მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს. ქალს, როგორც თავისა და სახის არეში, ასევე მთელ ტანზე აღენიშნებოდა  დამწვრობები. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა, სამედიცინო ჩარევის შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დაზარალებულის  გადარჩენა მოხერხდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ეთერ ქ-შვილის დაწვა მისმა მეზობელმა და ნათესავმა, გურამ ქ-შვილმა სცადა.

მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. დაიკითხნენ დაზარალებულის ოჯახის წევრები – მეუღლე და დისშვილი, რომელთა დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის დანაშაულის დეტალები გახდა ცნობილი. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეთერ ქ-შვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებულ ჩხუბში მეზობელმა ბენზინი გადაასხა და მისი დაწვა სცადა.  

როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, ეთერ ქ-შვილი და გურამ ქ-შვილი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.  მათ ნათესაური კავშირიც ჰქონდათ – ქალი მამაკაცის ბიძაშვილის მეუღლე იყო. რძალსა და მაზლს ერთმანეთთან წლების განმავლობაში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რაც უბნის ინსპექტორისა და მთელი სამეზობლოსთვის კარგად იყო ცნობილი.  გურამ ქ-შვილი რძალს წლების წინ სახლის გაქურდვას არ პატიობდა, რაშიც მის შვილს ადანაშაულებდა.  ეთერ ქ-შვილს შვილი ციხეში ჰყავდა გარდაცვლილი და მაზლს ხშირად სთხოვდა, ჩემი  გარდაცვლილი შვილის სახელს  შეურაცხყოფას ნუ აყენებ, მას შენი სახლის გაქურდვასთან კავშირი არ ჰქონიაო. ამის მიუხედავად, მათ შორის უთანხმოება და დაძაბული ურთიერთობა იყო. დაპირისპირებულთა მეზობლების განცხადებით, ეთერ ქ-შვილი სახლის გაყიდვასაც კი აპირებდა, რომ სადმე შორს გადასულიყო საცხოვრებლად, თუმცა, ვერც სახლის გაყიდვა შეძლო და ვერც გურამ ქ-შვილთან დაძაბულობის განმუხტვა. მოწმემ, ლეილა ს-ძემ, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი გახდა, განაცხადა, რომ იმ დღეს, როდესაც გურამ ქ-შვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეთერ ქ-შვილი ჩხუბში გურამის მეუღლემ  გამოიწვია. 

ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ეთერ ქ-შვილი ჩემი დეიდაა. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე მე გავხდი. დეიდასა და მის ქმარს, რომელიც ინვალიდია, მე ვუვლიდი და, შესაბამისად, მათ სახლში ხშირად ვიყავი. იმ დღეს, როდესაც კონფლიქტი მოხდა, დეიდას დილით ვესტუმრე. ძალიან აღელვებული იყო და, მითხრა: გურამმა და მისმა ცოლმა მეზობლის პირით შემომთავაზეს –  შენს სახლს ჩვენ ვიყიდით, მის სანაცვლოდ კი სოფლის ბოლოს, ბარაკებში გიყიდით ოთახს; შვილი არ გყავთ და მეტი ფართი რად გინდათო. მას შემდეგ, რაც გურამ ქ-შვილმა დეიდაჩემისგან უარი მიიღო, გადაწყვიტა დაენგრია ძველი ღობე და ახალი ღობის გაკეთება დეიდაჩემის კუთვნილ მიწაზე დაეწყო. სწორედ ეს გახდა წლების  წინ დაწყებული კონფლიქტის გაგრძლების მიზეზი. დეიდა და გურამი ნაჩხუბრები იყვნენ. იმ დღეს დეიდაჩემს  ჩხუბი მოუხდა გურამის ცოლთან. მათ ჩხუბს შემთხვევით შეესწრო გურამი, რომელიც იმ დროს დაბრუნდა სახლში, როცა ქალები ერთმანეთთან კამათობდნენ და თვითონაც ჩაერთო ჩხუბში. მე ვცადე რძლისა და მაზლის გაშველება, მაგრამ, ვერ შევძელი. მერე დაახლოებით ათი წუთით შევედი სახლში, რომ ბიძაჩემისთვის მიმეხედა, რომელიც ძალიან ავად იყო და ამ დროს ეზოდან წივილ-კივილის ხმა შემომესმა. ეზოში რომ გამოვედი, დავინახე, რომ დეიდაჩემი მშენებარე ღობესთან  ეგდო მიწაზე  და ტანზე ცეცხლი ეკიდა. საშინელი დასანახი იყო ეს სცენა, სახლისკენ რომ მივიხედე, დავინახე, ბიძაჩემიც გამოვიდა. არც კი ვიცი, ინვალიდმა კაცმა ეზომდე გამოსვლა  როგორ შეძლო. ქალი ჩემი და თავისი ქმრის თვალწინ იწვოდა.  ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა გურამის მეუღლე, რომელსაც ხელში წყლით სავსე ვედრო დავუნახე. იქვე იყო გურამიც, რომელსაც შეშფოთებული სახე ჰქონდა, მაგრამ, არაფერს აკეთებდა ქალის გადასარჩენად. არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ მე, მისმა ცოლმა და ერთმა შემოსწრებულმა მეზობელმა ცეცხლის ჩაქრობა. ჩვენ წყალი დავასხით დეიდაჩემს, გურამის ცოლმა კი საწოლის გადასაფარებელი დააფარა და ამით აპირებდა ჩაქრობას. დეიდაჩემს  ცეცხლი ისე ჰქონდა მოდებული, შვიდი-რვა  წუთი მაინც ვერ ვაქრობდით. ბოლოს, როგორც იქნა მოვახერხეთ,  მაგრამ, ეთერი საშინელ მდგომარეობაში იყო. მეზობლის მანქანით გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია გაუკეთდა.” 

  სამართალდამცველებმა გურამ ქ-შვილი დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ  ეთერ ქ-შვილს ცეცხლი აღელვების გამო წაუკიდა. ამონაწერი დაკავებულის ჩვენებიდან: „ქალის დაწვა ნამდვილად არ მინდოდა, ვიფიქრე, შევაშინებდი. წლების განმავლობაში არ ველაპარაკებოდი, მაგრამ, ვერ ისვენებდა – სულ ჩხუბში მიწვევდა. იმ დღეს სახლში სწორედ მაშინ დავბრუნდი, როცა ეთერი ჩემს ცოლს ეჩხუბებოდა. საშინელი სიტყვებით ლანძაღავდა ჩემს ქალიშვილს: მაგის სიცოცხლეს ჩემი მკვდარი შვილი მირჩევნიაო, ამბობდა. გასათხოვარი გოგო მყავს და მეზობლებისგან მქონდა გაგონილი, რომ მასზე ძალიან ცუდ ჭორებს ავრცელებდა. ემოციური კაცი ვარ და ამას ძალიან განვიცდიდი. სახლში ბენზინით ვვაჭრობ. ღობესთან კანისტრებით მეწყო ბენზინი. ავიღე ერთი კანისტრა და ზედ გადავასხი ეთერს – ვიფიქრე, შევაშინებდი. ისე გამამწარა, აღარც მახსოვს, როგორ მივაგდე ანთებული ასანთი. ჩემი ცოლი  უკვე სახლში იყო და ცეცხლის დანახვაზე გარეთ გამოვარდა.  ცეცხლი ისე გახელდა, ვეღარ ვაქრობდით. სამი ქალი  ცდილობდა მის ჩაქრობას.” 

გურამ ქ-შვილმა თავი დამნაშავედ ცნო სასამართლო პროცესზეც. დაზარალებულის ოჯახი მის მკაცრად დასჯას მოითხოვდა. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის დაცვის შუამდგომლობა აფექტური მდგომარეობის შესახებ და  გურამ ქ-შვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3