ანეგდოტები
ქმარი გვიან დაბრუნდა სახლში და დასაწოლად ემზადება, იხდის... ცოლი უყურებს და ეკითხება:
– ზურგზე რა გჭირს, ვინ დაგიჩხაპნა?
– წარმოიდგინე, მოვდივარ და აივნიდან ზურგზე კატა არ დამეცა... არ გჯერა?
– როგორ არა. პომადითაც მიუწერია – „ეს მე ვარ, შენი ფისო“...
***
მაფრთხილებდნენ, ქუჩაში არ ვყოფილიყავი, თორემ შემომთავაზებდნენ ალკოჰოლს, სექსს და ნარკოტიკებს... მაგრამ სად არის ეს ხალხი?
***
გუშინ მე და ჩემმა შვილმა ლამაზი ფისუნია დავხატეთ. დილით კართან ზუსტად ისეთი ფისო დაგვხვდა. დღეს აუცილებლად დავხატავთ სახლს ზღვის ნაპირას, მაგარ მანქანას... და ზამთარი მოდის – კოტეჯსაც მთაში.
***
– მე ძალიან ხშირად მადარებენ ღმერთს, რომ მხვდებიან წამოიყვირებენ ხოლმე: „ღმერთო ჩემო, ეს შენ ხარ?!“
***
– იცი, რაზე ვოცნებობ, სმას რომ თავი დავანებო...
– მერე, შენც მოინდომე და დაანებე თავი...
– მერე ოცნების გარეშე როგორ ვიცხოვრო...
***
ხვდება სამი მამაკაცი ერთმანეთს – ფრანგი, გერმანელი და რუსი.
– შეხვალ ჩვენთან რესტორანში, ერთ ბოკალ შამპანურს შეუკვეთავ, მეორეს უფასოდ მოგართმევენ, – თქვა ფრანგმა.
– ჩვენთან შეხვალ ბარში, ერთ კათხა ლუდს შეუკვეთავ, მეორე კათხას უფასოდ მოგიტანენ, – თქვა გერმანელმა.
– ეე, ეგ რა არის, ჩვენთან მიხვალ დისკოთეკაზე, ერთ არაყს დალევ, შემდეგ გაჭმევენ, გასმევენ, მერე აგარაკზე მიყავხართ, იქ სექსი, რა თქმა უნდა, უფასოდ. დილით სახლშიც მანქანით მიგიყვანენ და ფულიც შეიძლება, მოგცენ...
– არ არსებობს, ტყუილი იქნება...
– ნაღდია, ჩემმა დამ მომიყვა...
***
– ძვირფასო, შენს საფულეში ფული ვნახე და ჩემი გოგოები რესტორანში დავპატიჟე...
– არა უშავს, ეს შენი ბეჭედი დავალომბარდე და აღარ დამჭირდა...
***
კაცი სამსახურში დააწინაურეს, იმ დღესვე ლატარიაში საკმაო თანხა მოიგო და სახლში მხიარული შეძახილით შევიდა.
– ჩუმად! დედაჩემი გარდაიცვალა... – შეეგება ცოლი.
კაცი სასწრაფოდ შევარდა აბაზანაში, კარი ჩაკეტა და:
– არის, გასამდა, გასამდა!
***
– შვილო, შენს ოთახში პრეზერვატივი ვიპოვე...
– კარგი, ბებო...
– რა, ბებო?!
– ბებო იმიტომ, რომ გუშინ მე ვერ ვიპოვე.
***
თუ პრობლემები არ გაქვს, გაისინჯე, პულსი თუ გაქვს?