კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი განსახიერებისას იყო ნინი წიკლაური „ფხიზელი მთვრალი“ და ვის შესწირა მან ქერა თმა

ნინი წიკლაური საზოგადოებამ წლების წინ, მუსიკალური შოუებით გაიცნო და შეიყვარა. ქართულ ტელესივრცეში თითქმის არ ყოფილა, არცერთი მუსიკალური კონკურსი, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია. ახლა კი GDS-ზე პროექტის, „ერთი-ერთში“ მონაწილეა და ლორდის ერთი ერთში შესრულებით ბოლო გადაცემის ლიდერიც გახდა. ნინი, გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი მომღერალია, ძალიან პოზიტიური ადამიანია, რასაც, ალბათ, მაყურებელი ისედაც კარგად გრძნობს.

ნინი წიკლაური: წინა გამოსვლებს როცა ვუყურებ, ვერ ვიტყვი, რომ რამე დავაკელი. თუმცა, ძალიან მეშინოდა, ვაითუ ლორდი ისე ვერ განვასახიერო, როგორც საჭიროა-მეთქი. რაც მოხდა, ამას ნამდვილად არ ველოდი. ჩემი აზრით, ეს იმან განაპირობა, რომ ლორდი ძალიან ახლოს არის ჩემთან მუსიკალურად, ვიზუალურად და, საერთოდ, ყველაფრით. ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ის ხასიათი მეპოვა, რა ხასიათზეც თვითონ იყო იმ დროს და შედეგმაც არ დააყოვნა. სანამ სცენაზე გავიდოდი, პროდიუსერს ვუთხარი, დღეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ქულებს დამიწერენ-მეთქი, რადგან, მე თვითონ უკვე იმდენად „ვკაიფობდი” ამ ნომრით, ამ გოგოთი, რომ შეფასება აღარ იყო მთავარი. ამას გულწრფელად ვამბობ. რეპეტიციის დროს მონაწილეები ფეხზე ამდგრები უკრავდნენ ტაშს, იმდენად ერთი ერთში იყო ეს ყველაფერი. სხვათა შორის, ჩემი ქერა და ხუჭუჭა თმა ლორდს შეეწირა (იცინის). ამისთვის შევიცვალე თმის ფერი, მაგრამ, მომეწონა და, მგონი, ჯერჯერობით ასე მექნება (იცინის) – ცოტა ხანს ლორდი ვიქნები. მართლა შევძვერი მაგ გოგოს ტყავში, ზუსტად განვიცადე ყველა ის ემოცია, რაც მან „გრემის“ დაჯილდოებაზე განიცადა. რომ გამოვედი, მართლა წარმოვიდგინე, რომ „გრემზე“ ვიყავი. თან, ეს პერფორმანსი და დადგმა ისეთი იყო, რომ თავი საქართველოში არ მეგონა. ალბათ, ზუსტად იმან, რომ თავი იქ, ამერიკაში, „გრემის” დაჯილდოვებაზე წარმოვიდგინე, განაპირობა ეს შედეგი. 

– გარდასახვის მომენტში რა არის შენთვის მთავარი სირთულე? 

– ყველაზე დიდი სირთულე არის ის, რომ დაიჭირო მომღერლის ხასიათი კონკრეტული სიმღერის შესრულების მომენტში. როგორც კი ამას მოახერხებ, ეგრევე ხდები „ის.” მაგალითად, ლორდი მღერის არაფხიზელ მდგომარეობაში. სარკის წინ ვიდექი და ვფიქრობდი: „არ ვეწევი, არ ვსვამ, რაღაცეებს არ ვყნოსავ და, რა ვქნა?” – ეს ყველაფერი ისე უნდა მეთამაშა, გამეთავისებინა, რომ არაფხიზელს დავმსგავსებოდი, რათა ჩემი არაადეკვატური ქცევები ყოფილიყო გამართლებული. ფხიზელი სახით რომ გამოვსულიყავი და ისეთი რაღაცეები გამეკეთებინა, იფიქრებდნენ, ეს მართლა ვერ არისო და ცუდი იქნებოდა. ამიტომ, კარგად გავაცნობიერე, რომ მისი არაადეკვატურობა იყო არაფხიზელი მდგომარეობის ბრალი და, წარმოვიდგინე, რომ მეც ამ მდგომარეობაში ვიყავი. „ფხიზელი მთვრალი“ ვიყავი – ეს მარტო ლორდზე განვიცადე.

– არის ვინმე ისეთი, ხელს რომ აჭერ ლოტოტრონს და ფიქრობ: „ნეტავ, ის არ ამომივიდეს,“ ან – პირიქით?

– ამის მერე არ ვიცი, ვინ მინდა, რომ ამომივიდეს, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ლორდის შემდეგ კაცის ამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ „სიმფლი რედი“ ჩემი საყვარელი ჯგუფია, დიდად მესიამოვნა-მეთქი, ვერ ვიტყვი. კაცი მაინც რთული გასაკეთებელია. ქალი ვარ და, რაც უნდა ბევრი ვუყურო და ვიფიქრო, ბოლოს და ბოლოს, ფიზიკურად ქალის აღნაგობა მაქვს. რთულია კაცის მანერები გააკეთო, თან, ჩემს ოჯახში კაცი არ ცხოვრობს და, არ ვიცი, კაცები როგორ იქცევიან (იცინის). ალბათ, ისევ ჩემს მეგობრებს უნდა დავაკვირდე.

– მეგობრებთან კონკურენციის პირობებში ყოფნა რთული არ არის?

– ხმამაღლა და თამამად ვამბობ, რომ კონკურენტად არცერთს არ აღვიქვამ, არა იმიტომ, რომ ჩემი თავი უკონკურენტოდ და ყველაზე მაგრად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ სულ ერთად ვართ, ერთად ვრეპეტიციობთ, ერთად მივდივართ და მოვდივართ და ეს მომენტი არ მაქვს. სხვა პროექტებშიც, არასდროს არავისთვის არ შემიხედავს კონკურენტის თვალით და ზუსტად ეგ არის ჩემთვის ცხოვრებაში პლუსი – არასდროს ვცდილობ, ვიღაცას შევეჯიბრო. 

– რა ხდება პროექტის კულუარებში? სამზადისს სახალისო მომენტები არ ახლავს თან?

– ზოგადად, უცნაური იუმორი მაქვს. საერთოდ, ანეკდოტებზე გვიან მეცინება. არ ვიცი, რაჭველივით რატომ მომდის, როცა გაქანებული მთიელი ვარ (იცინის). აბსოლუტურად ყველა ხუმრობაზე მგონია, რომ მართლა მეუბნებიან. თუ ხუმრობით მეტყვიან – „ვაიმე, რას ჰგავხარ, არ გიხდება ეს ზედა“ – მგონია, რომ მართლა მითხრეს და ვზივარ გაბღვერილი სახით. ვფიქრობ, რატომ მითხრეს ასე და ამაზე იხოცებიან სიცილით. მიღებენ მობილურებით, როგორ ვიგრუზები და ვიბერები. რაღაცას რომ მოყვება რომელიმე, მეუბნება – „ნიი, შენ მოიცადე ცოტა ხანს, ჯერ მაინც ვერ გაიცინებ და მერე აგიხსნი ყველაფერს“, მოკლედ, კულუარებში ძირითადი თემა არის ჩემი  უცნაური იუმორი. მერე მაგაზე იგება ხოლმე მთელი სასაცილო მომენტები. გარდა ამისა, მეორე ლაივზე, დაიანა როსის განსახიერებისას, ლიფი არ უნდა მცმოდა, მაგრამ, გახდა დამავიწყდა. რომ გამოვედი, მგონი, სახეზე მეხურა, იმსიმაღლეზე მქონდა აწეული (იცინის). რატომღაც, არავინ არ მივაქციეთ ყურადღება და, ვინც იცოდა, რომ არ უნდა მცმოდა, გადაყირავდნენ სიცილით ჩემს დანახვაზე. ზოგადად, გარდასახულებს ლაპარაკიც გვიჭირს – დაიანა როსზე იმხელა კბილები მქონდა, პირში ჰაერი არ შემდიოდა. ამ დროს სიმღერაც ძალიან რთულია, ფაქტობრივად, სხვისი პირით მღერი.

– პროექტის გარდა, რით ხარ დაკავებული?

– ვმუშაობ კულტურის სამინისტროში, „ანა-ბანაში“ 4-5 წლის ბავშვებს ვამეცადინებ ვოკალში, რეკლამებს ვახმოვანებ ხოლმე და ორ ბარში ვმღერი საღამოობით.

– „დასვენება” და „გართობა” არ არის შენს ლექსიკონში?

– ეგენი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. შაბათ-კვირასაც იმავე დატვირთვით ვმუშაობ, როგორც სხვა დღეებში – ასე სჭირდება ჩემს ოჯახურ სიტუაციას. რთულია, ხშირად დაღლილი ვარ და ძილი არ მყოფნის ხოლმე. მეუბნებიან, „ერთი ერთშისთვის“ როგორ მეცადინეობო. ბევრჯერ გამიჩერებია მანქანა და იქ მისწავლია ტექსტი, რადგან, ძალიან პატარა სახლი მაქვს, შუქს ვერ ვანთებ, ჩემები რომ არ გავაღვიძო და ამიტომ ვმეცადინეობ მანქანაში (იცინის). თუმცა, რასაც ვდებ, იმას ვიღებ. 

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირად ცხოვრებაში არსებობს „ის” – „ის აქ არის“ (იცინის). არსებობს ადამიანი, თუმცა, არ მიყვარს ჩემს პირადულზე საუბარი და, ამის გამო, ხან ვის გამაყოლეს ცოლად და ხან – ვის. ვისთანაც კი დუეტი შევასრულე, ყველასთან დამაქორწინეს. არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარია, მავსებს და მათბობს, მაგრამ, ყოველ წუთს და წამს წერენ ათასგვარ სისულელეს და, არ ვიცი, ჩემს ნათქვამ სიმართლეს რამდენი სისულელე მიებმება, ამიტომ, „სიყვარულსა მალვა უნდა, როგორც ცხენსა ნაპარავსაო“ (იცინის)...

– ტრადიციების მოყვარული ხარ?

– კი. ვარ, მართლა. კაი „გრუზინი“ გოგო ვარ (იცინის). ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, სანამდეც შემიძლია, შევინახო; კი არ დავმალო – შევინახო. დამალვა რომ მინდოდეს, საერთოდ არ ვიტყოდი. პირიქით, ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვარ, უბრალოდ, ვცდილობ, ჩვენს სიყვარულს ზედმეტი ენები ავაცილო; ბოროტსაც ვერ ვიტყვი, უბრალოდ – ზედმეტი. მერე, ხომ იცი, ნათქვამია, „შეძახილმა ხე გაახმოო“ და, ამიტომ, დროებით არაფერს ვამბობ.

– რამდენად სერიოზული ურთიერთობაა ეს? 

– სერიოზულია, რადგან, მე ვერ ვერთობი ფლირტებით, მოკლემეტრაჟიანი ურთიერთობებით და არასდროს არ ვიწყებ ეგრეთ წოდებულ „კურორტნი რომანებს“. მიმაჩნია, რომ ბევრჯერ ვერ გეყვარება. ვერც სხვის და ვერც ჩემს გრძნობებზე ვერ ვითამაშებ, ამიტომ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ის არის, ვინც მინდა, რომ სულ მყავდეს გვერდით, არანაირი რეაგირება არ არის ჩემი მხრიდან. ახლა დავრწმუნდი ამაში და ამიტომ თამამად ვამბობ ამ ყველაფერს.

– შენი ასეთი რთული გრაფიკი არ არის პრობლემა თქვენს ურთიერთობაში? 

– ჩემი რეჟიმი ძალიან მაბრკოლებს და, ამიტომ ვცდილობ, დროის დანაკლისი დიდი სიყვარულით შევავსო. ჯერჯერობით ვახერხებ და მერე ვნახოთ.

скачать dle 11.3