კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ვანაძე 

გვარი ვანაძე ორი ფორმით გვხვდება: ვანაძე და ვანიძე. გვარის ფუძედ გამოყენებული ჩანს გეოგრაფიული სახელწოდება ვანა, რომელიც მერე გვარად იქცა.

ვანაძე ჰქვია სოფელს შუახევის რაიონის ბარათეულის საგამგებლოში. ვანაძეები ჰქვია ხულოს რაიონის ღორჯომის საგამგებლოს სოფელს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის აჭარის აღმართის საგამგებლოს ნავანები ეწოდება. ვანი ჰქვია სათეს ადგილს ცხმორისში, შუბანის საგამგებლოში, დიდაჭარაში. არის, ასევე, სოფელი დღვანი.

ამ ძირით ნაწარმოებია გვარები: ვანაძე, ვანიძე, ღვანიძე, ჯივანიძე, სარდივანიძე, ხოზრევანიძე.

ასევე, ვიდრე საქართველოში დამკვიდრდებოდა ტერმინი სახლი, იხმარებოდა ვანი. აჭარაში შემორჩენილია თვანის სახელწოდებით, რაც ჭურს ნიშნავს.

გადმოცემის მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს, რისი მიზეზიც გამხდარა ბატონის მიერ პირველი ღამის წესის მოთხოვნა. ძმებს შეურაცხყოფა ვერ მოუთმენიათ და სოფლიდან აყრაც მოუსწრიათ. ისინი ოზურგეთის სოფელ შემოქმედიდან ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩამდე მისულან, იქ ერთ გლეხთან მოწყობილან და მევენახეობისთვის მიუყვიათ ხელი. თურმე, კარგ ღვინოს აყენებდნენ და სწორედ ამის გამო ვანაძეები ცოტა ხანში ღვანიძეები გამხდარან.

არსებობს მეორე ვერსიაც: ძმები სოფელ დღვანიდან ყოფილან და იმერეთში გახიზნულან. მდევარს რომ არ მიეგნო, ასო დ ჩამოუშორებიათ და ვანიძეებად დაწერილან.

ღვანიძე, ვანაძე და ვანიძე ერთი ძირიდან წარმოქმნილი გვარები უნდა იყოს.

საქართველოში 210 ვანაძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 134, თბილისში – 45, ქუთაისში – 19. არიან სხვაგანაც.

ჯანყულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანყულა. ჯან ინდურ-სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სულს.

1721 წელს მოიხსენიება ზურაბა სოლოღაშვილის ყმა – პაპაჯანა ჯანყულაშვილი.

საქართველოში 47 ჯანყულაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 39, თბილისში – 7, დედოფლისწყაროში – 1.

ყაზიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყაზა.

დიდ ენაგეთში დროებით მცხოვრები მიხეილ ყაზიშვილი ნათლავს ვაჟს – პორფირეს. მიმრქმელი ყოფილა გოლთელი ნიკოლოზ თოგიშვილი.

საქართველოში 343 ყაზიშვილი ცხოვრობს: გორში – 174, თბილისში – 116, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.

ხახუტაშვილი – ხახუტაიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხახუტა.

„ზაქარია ხახუტაშვილი მოიხსენიება 1817 წლის გათავისუფლების წიგნში, რომელიც გოგია ბეგიაშვილს მიუცია პეტრე წიფლაშვილისთვის“.

ამავე ძირისაა გვარი ხახუტაიშვილი.

ხახუტაშვილები ტბისში მოიხსენიებიან 1721 წლიდან.

საქართველოში 576 ხახუტაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 159, თბილისში – 107, თელავში – 70. არიან სხვაგანაც.

676 ხახუტაიშვილი.

შავბერუაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი შავბერუა.

ასევე, გვხვდება მსგავსად ნაწარმოები მეტსახელები: შავდათუა, შავდემეტრე, შავზაქარა, შავტუხა, შავმატია, შავდარჩუა და ასე შემდეგ.

1721 წელს საკარისის დოკუმენტებში მოიხსენიება ვახუშტი შავბერუაშვილი.

საქართველოში 48 შავბერუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 29, ბოლნისში – 6, დმანისში – 5. არიან სხვაგანაც.

ბაბაჯანაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბაბაჯანა.

1545 წელს ბაბაჯანა მოხსენიებულია სანასარას მიერ ვეტიკაძისთვის მიცემულ მამულის ნასყიდობის წიგნში.

1546 წელს ვარდისუბნელი ბაბაჯანა როსტომ მამაგულაშვილისთვის კახაბერის მიერ მიცემული ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

ახაშენში მცხოვრები ესაია ბაბაჯანაშვილი გიგოლა ფილიპეშვილის მიერ სამნუა თევდორაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

დაღეთში მცხოვრები სტეფანა ბაბაჯანაშვილი 1651 წელს, შადუხაშვილის ნაცვლად, წილში ერგო ყორჩიბაღ ციციშვილს.

საქართველოში 31 ბაბაჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, ლაგოდეხში – 8, გარდაბანში – 5.

ჭაბუკაშვილი 

გვარის ფუძეა სიტყვა ჭაბუკი (ახალგაზრდა ვაჟი), რომელიც შემდგომში საკუთარ სახელად იქცა. ამან დაუდო სათავე გვარს – ჭაბუკაშვილს.

1568 წლის ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, რომელიც სოლომონ მეფეს ანდერმან და სხვა ჩოლოყაშვილებისთვის მიუცია, მოხსენიებულია ჭაბუკა ჩხენკელი.

მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში მოიხსენიება შერმაზანა ჭაბუკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები – ჭაბუკაძე და ჭაბუკიანი.

საქართველოში 130 ჭაბუკაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 46, ახმეტაში – 33, თბილისში – 23. არიან სხვაგანაც.

24 ჭაბუკაძე.

970 ჭაბუკიანი.

ცუცუნაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცუცუნი.

ცუცუნაშვილი გიორგი მოიხსენიება 1738 წელს თავდახსნილობის წიგნში მოწმედ, რომელიც მებატონე ზაზა სოლოღაშვილმა მისცა ბადღუა და ბერელა ზურაბიშვილებს.

საქართველოში 175 ცუცუნაშვილი ცხოვრობს: კასპში – 88, თბილისში – 60, თელავში – 19. არიან სხვაგანაც.

ვაჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩე, ვაჩა.

ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩნაძე, ვაჩინაძე, ვაჩენიძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერიძე.

1700 წელს მოიხსენიება ვინმე ვაჩაძე.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი, მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.

საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში – 71. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

скачать dle 11.3