კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი განათება და ტემპერატურა სჭირდება კალიზიას?

პასუხი: კალიზიას კაშკაშა სინათლე უყვარს. მისთვის იდეალურია დილის ან საღამოს მზე რამდენიმე საათით. კარგია ოთახის ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ზამთარში კი 10 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა მას საფრთხეს შეუქმნის.

კითხვა: როდის ყვავილობს კამელია?

პასუხი: ამ მარადმწვანე ბუჩქს დიდი და სხვადასხვა ფერის ყვავილები აქვს, რომლებიც ზამთრის მიწურულს ან ადრიან გაზაფხულზე იწყებენ გაშლას. მისი კოკრები კი შუა ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე ვითარდება. კოკრების შესანარჩუნებლად საჭიროა, მცენარე არ გამოაშროთ. სითბოში ეს მცენარე ფორმასაც კარგავს და მისი ყვავილობაც ხანმოკლე ხდება.

კითხვა: იოლია თუ არა ცირტომიუმის გაზრდა?

პასუხი: ის ნაკლებად ჭირვეული მცენარეა. მისთვის მთავარია, სინათლე და წყალი არ მოაკლოთ. ზრდის დროს ნიადაგი ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთარში კი მიწის შეშრობას დაელოდეთ. რამდენიმე კვირაში ერთხელ კი მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით.

კითხვა: როგორ ეგუება იაპონური არალია ზამთარს?

პასუხი: იაპონური არალია იოლი მოსავლელი მცენარეა. ის კარგად იტანს ზამთრის სიცივეს, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ოთახის არალია არ ყვავის. მხოლოდ მოზრდილმა არალიამ შეიძლება იყვავილოს თეთრი ყვავილებით.

კითხვა: როდის გავამრავლო პატარძალა?

პასუხი: პატარძალას გამრავლება გაზაფხულზე შეგიძლიათ. 3-4-სანტიმეტრიანი სიგრძის მცენარე წყალში დაფესვიანებული ყლორტებით გამრავლდება. „გამოზამთრებული” მცენარე შეგიძლიათ შემდეგ გადაჭრათ, ოღონდ, ზამთარში სინათლე და სითბო არ მოაკლოთ.

კითხვა: ჩემი ფალენოპსისი თითქოს ლპობას იწყებს. რისი ბრალია?

პასუხი: ალბათ, მცენარეს მორწყვისას, ყვავილები და ფოთლები დაუსველეთ – ლპობას ეს გამოიწვევდა. ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ, მაგრამ, ზამთარში სიმშრალე უყვარს და წყალი აუცილებლად შეუმცირეთ. მას რბილი წყალი მოსწონს.

კითხვა: აგლაონემას ფოთლები დაეწვა. რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: მცენარეს ფოთლები მცხუნვარე მზის გამო დაეწვებოდა. მიაქციეთ ყურადღება, სად გიდგათ და როგორ სინათლეშია. მოარიდეთ მცხუნვარე მზეს და ამყოფეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე, 18-24 გრადუსზე.

კითხვა: როგორ მოვუარო ბილბერგიას?

პასუხი: ეს მცენარე რთული მოსავლელი არ არის. უყვარს სინათლე და წყალი. მას მცირე ზომის ქოთანიც კარგად ჰყოფნის, მაგრამ, თუ გადარგვა დასჭირდება, მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მიწაში უნდა გადარგათ.

კითხვა: სახლის პირობებში ვზრდი ბანანს. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, რომ ნაყოფი გამოიღოს?

პასუხი: სახლის პირობებში გაზრდილი პალმა მხოლოდ თქვენს ინტერიერს დაამშვენებს. მისგან ნაყოფის გამოღებას არ ელოდოთ, რადგან ბანანი ნაყოფს მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის პირობებში ისხამს.

скачать dle 11.3