კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები

თანამედროვე ფეხბურთში სისწრაფეს და ფიზიკურ კონდიციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა გუნდს ჰყავს ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელსაც შეუძლია, განავითაროს სპრინტერისთვის დამახასიათებელი სისწრაფე. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ტოპ-ექვსეულს.

 

დეანდრე იედლინი

„სიეტლ საუნდერსისა” და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მცველი დეანდრე იედლინი ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის” დროს ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „ტოტენჰემში” გადავა, მანამდე კი სპრინტერულ რეკორდებს ამერიკის ჩემპიონატში ამყარებს. „ფილადელფიასთან” მატჩში იედლინმა თავისზე 12 მეტრით წინ მყოფ ფეხბურთელს გაასწრო და სარეკორდო – 30-32 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითარა. სისწრაფე იედლინის სავიზიტო ბარათია და უკვე ღიად საუბრობენ, რომ „ტოტენჰემმა” ახალი „გარეთ ბეილი” აღმოაჩინა.

აარონ ლენონი

27 წლის აარონ ლენონი, წესით, კარიერის პიკში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა, ფლანგური ნახევარმცველი ამჟამად „ტოტენჰემის” სათადარიგოა და, ის ავანსები, რაც მასზე იყო გაცემული, სრულად ვერ გაამართლა. ერთადერთი თვისება, რომელიც ლენონმა შეინარჩუნა, სისწრაფეა, მის მიერ ნაჩვენები 33,8 კილომეტრი საათი კი მისი კარიერის მაქსიმუმია. 

გარეთ ბეილი

ეს შესანიშნავი უელსელი სპრინტერულ გარბენებს ესპანეთის ჩემპიონატში ახორციელებს და ცნობილია მისი „მარათონი”, როდესაც მან „ბარსელონას” მცველ მარკ ბარტრას სწრაფი მატარებელივით ჩაუქროლა. ბეილი ფლანგზე მოთამაშე იდეალური ფეხბურთელის მაგალითია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 34,7 კილომეტრ-საათია. საგულისხმოა, რომ ბეილი, ლენონი და იედლინი „ტოტენჰემთან” ასოცირდებიან.

ანტონიო ვალენსია

ალექს ფერგიუსონი, დევიდ მოიესი და ლუი ვან გაალი – ამ სამ მწვრთნელთან მოუწია და უწევს მუშაობა ეკვადორელ ანტონიო ვალენსიას „მანჩესტერ იუნაიტედში” და მათგან ვერცერთმა ვერ მოახერხა მისი სისწრაფის მაქსიმალურად გამოყენება. ხშირი ტრავმიანობა და ხისტი ხასიათი – ის ფაქტორებია, რის გამოც ვალენსია ვერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფლანგური მცველი, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიჩქარე სპრინტერების შესაძლებლობებს უტოლდება.

თეო უოლკოტი

ტრავმებისგან გატანჯულმა ინგლისელმა ტალანტმა სრულად ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. უოლკოტი თავისი ფორმის პიკში 35,7 კილომეტრ-საათ სიჩქარეს ავითარებს, მისი გასწრება ან დაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და პრემიერლიგის კლუბებისთვის ის მოუხელთებელია.

არიენ რობენი

„ზებგერითი” სისწრაფის მქონე ჰოლანდიელმა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე სპრინტერული გარბენით გაარღვია ესპანეთის ნაკრების დაცვა. რობენმა რეკორდული – 37 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითარა და მუნდიალის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა. „ბაიერნის” ლიდერი ხშირად იღებს ტრავმებს და, ექსპერტების აზრით, მას გაცილებით სწრაფად შეუძლია სირბილი. ცნობისთვის, იამაიკელი სპრინტერის, უსაინ ბოლტის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები სიჩქარეა 44,7 კილომეტრ-საათი.

 

ნეიმარი – ყველაზე გავლენიანი ადამიანი ბრაზილიაში

 

„ბარსელონის” 22 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი „ფორბსმა” ბრაზილიის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. რეიტინგი სოციალურ ქსელში ხელმომწერების რაოდენობისა და პრესაში ხშირად ხსენების საფუძველზე შეადგინეს. ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ლიდერთან ერთად პირველ ათეულში მოხვდნენ: დავიდ ლუისი, დანიელ ალვეში, პელე და რობერტო კარლოსი.

 

იგუაინმა რომანი ფორლანის ყოფილთან გააბა

 

„ნაპოლისა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდს, გონსალო იგუაინს, ახალი სატრფო ჰყავს. ზაირა ნარა წარსულში ურუგვაის ნაკრების ექსლიდერის, დიეგო ფორლანის საცოლე იყო, ამჟამად კი იგუაინთან აქვს რომანი. ცნობისთვის, ზაირას და, ვანდა, ასევე ცნობილია ფეხბურთელებთან რომანებით. წარსულში ვანდა „ბარსელონისა” და „მილანის” ყოფილი თავდამსხმელის, მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, ამჟამად კი „ინტერის” იტალიელ ვარსკვლავ მაურო იკარდის ხვდება.

 

მარია შარაპოვას სამომავლო გეგმები

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ქალებს შორის, რუსმა მარია შარაპოვამ, ჟურნალისტებს სამომავლო გეგმების შესახებ გაანდო ინფორმაცია:  „მსიამოვნებს თამაში, სანამ ამის უფლებას ჯანმრთელობა მაძლევს და ახლო მომავალში არ ვგეგმავ კარიერის დასრულებას. ამასთან, მსურს ოჯახი შევქმნა და შვილები მყავდეს. დედასთან ვმეგობრობ და სურვილი მაქვს, რომ ჩემს შვილებთან ზუსტად ასეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდეს”. შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვა ამჟამად ბულგარელ ჩოგბურთელს, გრიგორ დიმიტროვს ხვდება და წყვილის შესაძლო დაქორწინებაზე ჟურნალისტები აქტიურად საუბრობენ.

скачать dle 11.3